newhospitals

ლატიკორტი (LATICORT)

ლატიკორტი (LATICORT)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6279ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: ლატიკორტი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): HYDROCORTISONE-17 BUTYRATE

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური გამოყენების კორტიკოსტეროიდები

 

მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA))

 

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

 

გამოშვების ფორმა: 0,1% 15გ კრემი ტუბი №1; 0,1% 15გ მალამო ტუბი №1; 0.1% 20მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი პოლიპროპილენის ფლაკონი №1

 

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

ინსტრუქცია:

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი: D07AB02


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი 0.1%: ტუბში 15 გ.
1 გ
ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი . . . . . . . . .1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ცეტოსტეარული სპირტი, ცეტომაცროგოლი, თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონმჟავა, წყალი.

მალამო 0.1%: ტუბში 15 გ.
1 გ
ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი . . . . . . . . .1 მგ

დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი.

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 0.1%: პოლიპროპილენის ფლაკონში 20 მლ.
1 მლ
ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი . . . . . . . . .1 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, პოლივინილპიროლიდონი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება.

 

ჩვენებები:
- კანის ალერგიული, სებორეული და კონტაქტური ანთებები;
- ეგზემა (კონტაქტური, ბავშვების, ქრონიკული);
- ფსორიაზი;
- წითელი მგლურა;
- დერმატომიოზიტი;
- ძლიერი ქავილით მიმდინარე კანის დაავადებები;
- ფოტოდერმატოზები.

 

დოზების რეჟიმი:
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად. გამოყენების სიხშირესა და წესს ნიშნავს ექიმი.
კრემი და მალამო დაიტანება დაზიანებულ უბანზე დღეში 1-3-ჯერ დღეღამეში.
ხსნარის მცირე რაოდენობა დაიტანება კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე. მკურნალობის დასაწყისში პრეპარატით სარგებლობენ არაუმეტეს 2-4-ჯერ დღეღამეში, დადებითი დინამიკის არსებობისას - 1-2-ჯერ დღეღამეში. ხსნარის გამოყენება ოკლუზიური სახვევის ქვეშ არ შეიძლება.
პრეპარატის გამოყენება 2 კვირაზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული. თუკი აუცილებლობა არ მოითხოვს, დღეღამის განმავლობაში არ გამოიყენოთ ხსნარის 2 გ-ზე მეტი, ხოლო 1 კვირის განმავლობაში - 1 შეფუთვაზე მეტი.
სახის კანზე არ გამოიყენოთ 1 კვირაზე მეტ ხანს.
2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღეღამეში კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

 

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
კანის ბაქტერიული, ვირუსული და მიკოზური ინფექციები, ახალწარმონაქმნები და კანის კიბოსწინა მდგომარეობები, ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის დანიშვნა ორსული და მეძუძური დედებისათვის რეკომენდებული არ არის. გამონაკლის შემთხვევებში ფრთხილად გამოიყენეთ ხანმოკლედ და კანის შეზღუდულ მონაკვეთებზე. პრეპარატი არ წაისვათ სარძევე ჯირკვლების კანზე.
ორსულობის I ტრიმესტრში არ გამოიყენოთ.

 

განსაკუთრებული მითითებები:
უნდა მოერიდოთ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებას. ხანგრძლივად გამოყენების დროს სხეულის დიდ ზედაპირზე, იზრდება გვერდითი მოვლენების გამოვლინების სიხშირე (შეშუპება, ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია , იმუნიტეტის დაქვეითება)
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ ქუთუთოებზე და სახის კანზე.
სიფრთხილით გამოიყენეთ კანის უკვე არსებული ატროფიული მდგომარეობების შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. გლუკოკორტიკოსტეროიდით თერაპიის დროს ვაქცინაცია არ ჩაიტაროთ.
არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. 2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღეღამეში. კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის გადარევა სხვა ადგილობრივად გამოყენებად წამლებთან არ შეიძლება.
გლუკოკორტიკოსტეროიდით თერაპიის დროს ვაქცინაცია არ ჩაიტაროთ.

 

შენახვის პირობები და ვადა:
მალამო და კრემი ინახება არაუმეტეს 5-15°C ტემპერატურაზე, ხსნარი - ინახება 2-8 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.