ლარიფან სუპო 1.5 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნომოდულატორი ფარმაკოლოგიური მოქმედება:
“ლარიფან სუპო 1.5 მგ”-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი - ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ.
ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც, ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
“ლარიფან სუპო 1.5 მგ” ეხმარება ორგანიზმს თავისი ბუნებრივი ლოკალური და სისტემური დაცვითი ძალების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში, ამავდროულად ეწინააღმდეგება სხვადახვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას სწორ ნაწლავში.
წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს “ლარიფან სუპო 1.5 მგ”-ს აქტიური ნივთიერება პრევენციულად მოქმედებს ვირუსული ინფექციების მიმართ და ხელს უშლის დაავადებათა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული), განვითარებას. ჩვენება:
• დისკომფორტისას, რომელიც გამოწვეულია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკული გაღიზიანებითა და მასში არსებული მტკივნეული ბზარებით. ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას და აადვილებს კუჭის მოქმედებას;
• პროფილაქტიკურად მოქმედებს ვირუსული ინფექციების პროდრომისას. სუპოზიტორების გამოყენება ვირუსული ინფექციების (მათ შორის რესპირატორული) პირველივე სიმპტომებისას აჩერებს დაავადების შემდგომ განვითარებას;
• აძლიერებს იმუნიტეტს. უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი. გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:
ექიმის დანიშნულებით. მიღების წესი და დოზირება:
დისკომფორტის შეგრძნებისას სწორი ნაწლავის არეში და ჰემოროიდული პროცესებისგან გამოწვეული ჩივილებისას, შევიყვანოთ სწორ ნაწლავში 1 სუპოზიტორი საღამოობით 5_6 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ და დავასტაბილუროთ მიღებული დადებითი ეფექტი, რეკომენდებულია სუპოზიტორების გამოყენების გაგრძელება კვირაში 1 სუპოზიტორის ოდენობით 3_5 კვირის განმავლობაში.
ვირუსული ინფექციების ეპიდემიის პერიოდში და დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე გამოვიყენოთ თითო სუპოზიტორი დღეში, ორი დღე მიყოლებით.
საერთო იმუნომოდულაციური ეფექტის მისაღწევად მიიღება თითო სუპოზიტორი კვირაში, 5 კვირის განმავლობაში. კლინიკური შედეგის მიხედვით ასეთი კურსები შესაძლებელია გავიმეოროთ ყოველი 4 კვირის შემდეგ. დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:
თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: 5 სუპოზიტორი (1,5 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.