ლანზედინი
მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი:
BIOFARMA, Turkey
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლანზედინი მიკროპილატური კაფსულები 30 მგ #14
1 კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მოქმედების მექანიზმი: ლანსოპრაზოლ ბენზიმიდაზოლის ნაერთი მიეკუთვნება ანტისეკრეტორული ნივთიერებების ჯგუფს. ლანსოპრაზოლი ამცირებს კუჭის პარიეტული უჯრედების სეკრეტორული მემბრანის პროტონულ ტუმბოს H+K+ -ATF -აზას აქტივობას და აბრკოლებს წყალბადის იონების გამოყოფას და მათ შეღწევას, რის შედეგადაც ვითარდება კუჭის მჟავიანობის პროცესების ხანგრძლივი ბლოკადა. პროტონის შეწოვა წარმოადგენს მარილმჟავას სინთეზის ბოლო ეტაპს. ამგვარად, ლანსოპრაზოლი ახდენს კუჭის წვენის ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის ინჰიბირებას.
ლანზედინი მოთავსებულია მიკროპილატურ კაფსულაში ნაწლავში ხსნადი გრანულების სახით. ლანსოპრაზოლის აბსორბცია იწყება მხოლოდ გრანულების კაფსულიდან გამოყოფის შემდეგ.
ლანსოპრაზოლი შეწოვის შემდეგ მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1.7 საათის შემდეგ, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 80 %-ს. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.5 (±0.5) საათს. ლანსოპრაზოლის შეწოვიდან 30 წუთის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციის და "კონცენტრაციის დრო" ფართობის მაჩვენებელი (AUC) 50%-მდე მცირდება.
საკვების მიღება ცვლის მის აბსორციას.
ხსნადობა: ლანსოპრაზოლი იდენტიფიცირდება პლაზმაში 0.05-5.0 მკგ/მლ კონცენტრაციებში. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 97%-ს.
მეტაბოლიზმი: ლანსოპრაზოლი ღვიძლში განიცდის ინტანსიურ მეტაბოლიზმს და გარდაიქმნება სულფონილური და სულფონური ჯგუფის 2 მეტაბოლიტად ლანსოპრაზოლის ჰიდროქსილირების გზით. მეტაბოლიტები ხელს არ უწყობენ ანტისეკრეტორულ აქტივობას. ლანსოპრაზოლის პარიეტული უჯრედების H+K+ -ATF მოქმედების შედეგად წარმოშობილი 2 აქტიური მეტაბოლიტი არ ხვდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ლანსოპრაზოლის სისხლის პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი მისი ანტისეკრეტორული ეფექტის ხანგრძლივობაზე არ მოქმედებს. ნახევარგამოყოფის მიმდინარეობის 1 საათის მიუხედავად ანტისეკრეტორული აქტივობა გრძელდება 24 საათზე მეტს. ამგვარად, H+K+ -ATF -ის აქტივობის პერიოდი გრძელდება 30-48 საათს.
ელიმინაცია: პერორალურად მიღებული ლანსოპრაზოლი ორგანიზმიდან მთლიანად გამოიყოფა აქტიური მეტაბოლიტების სახით - 1/3 ნაწილი შარდით, 2/3 განავლით. ღვიძლის დაავადებების დროს "კონცენტრაცია-დრო" მაჩვენებლის ქვეშ ფართობი (AUC) მნიშვნელოვნად იზრდება. ღვიძლის კომპენსირებული დაავადებების დროს პრეპარატის Cmax იზრდება.
ჩვენებები:
კუჭისა და თორმეთგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
Zolinger Ellison -ის სინდრომი;
Helicobacter pylori -სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
დოზირება:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ინიშნება 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×1. საშუალოდ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 8 კვირა.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ინიშნება 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×1. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა საშუალოდ 4 კვირა.
Helicobacter pylori -ს ერადიკაციის მიზნით გამოიყენება კომბინირებულად:
სამმაგი თერაპია: ლანზედინი 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×2.
კლარითრომიცინი 500 მგ დღეში ×2.
ამოქსიცილინი 1 გრ დღეში ×2.
საშუალოდ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 10-14 დღე.
ორმაგი თერაპია: ლანზედინი 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×3.
ამოქსიცილინი 1 გრ დღეში ×3.
საშუალოდ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 14 დღე.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს მოკლევადიანი პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×1, 8 კვირის განმავლობაში. საჭიროებისამებრ, მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს 8 კვირით.
ეროზიული ეზოფაგიტის დროს საშუალო დოზაა - 30 მგ (1 კაფს.) დღეში ×1.
პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის და Zolinger Ellison სინდრომის დროს დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. საწყისი დოზაა 60 მგ (2 კაფს.) დღეში ×1. საჭიროებისამებრ დოზა შეიძლება გაიზარდოს 90 მგ.-მდე (3 კაფს.)
თუ დღე-ღამის დოზა აღემატება 120 მგ, საჭიროა მისი 12 საათიანი ინტერვალით - ×2 მიღება. ზოგ შემთხვევაში Zolinger Ellison სინდრომის სამკურნალოდ ლანზედინის მიღება შესაძლებელია 4-ჯერ დღეში.
ხანდაზმულ ავადმყოფებში და თირკმლის ფუნქციის მოშლის დროს ლანზედინის დოზირება არ საჭიროებს კორექციას.
ლანზედინის დანიშვნა შესაძლებელია ანტაციდებთან ერთად.
უკუჩვენებები:
ლანსოპრაზოლის ანდა ლანზედინ -ის შემცველობაში არსებული სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მიღება ორსულობის დროს:
საცდელი გამოკვლევების დროს ლანსოპრაზოლის ტერატოგენული ეფექტი გამოვლენილი არ იქნა. ორსულ ქალებში აღნიშნული კვლევები არ ჩატარებულა, შესაბამისად ორსულ ქალებში მხოლოდ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელის გათვალისწინებით და ნაყოფზე მოქმედების პოტენციური საფრთხის გათვალისწინებით შეიძლება მისი გამოყენება (B კატეგორია).
მიღება ლაქტაციის პერიოდში:
ლანსოპრაზოლის დედის რძეში მოხვედრის შესაძლებლობის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ამგვარად, ლაქტაციის დროს ბავშვის დედის რძით კვებისაგან თავის შეკავება საჭირო არ არის.
პედიატრიული გამოყენება:
ლანსოპრაზოლის ბავშვებში მიღების საშიშროებისა და ეფექტურობის შესახებ ცნობები არ არის.
გერიატრიული გამოცდილების გამოყენება:
ხანდაზმულ პირებში ლანსოპრაზოლის კლირენსის შემცირების მიუხედავად მისი კონსენტრაცია არ იცვლება. ამგვარად იგი დოზის კორექციას არ საჭიროებს.
გამოყენება ღვიძლის დაავადებების დროს:
ღვიძლის დაავადებების დროს ლანსოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი და "კონცენტრაცია-დრო" მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) იმატებს. ამგვარად, თუ გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციების მკვეთრი მოშლა, უნდა მოხდეს ლანზედინის დოზის შემცირება.
მექანიზმების და სატრანსპორტო საშუალებების მოქმედების წესი:
ლანსოპრაზოლი არ ახდენს ზემოქმედებას ნერვული სისტემაზე, ყურადღების კონცენტრაციაზე, ფსიქომოტორული ფუნქციებზე და რეაქციებზე. ამგვარად, პროსანის მიღების დროს მექანიზმების და სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე რაიმე ზეგავლენა არ აღინიშნება.
გვერდითი მოვლენები:
1%-ზე ნაკლები სიხშირით შესაძლებელია აღინიშნოს: ანორექსია, ყაბზობა, დისპეფსია, პირის ღრუს სიმშრალე, ართრალგია, ქავილი, გულყრა, მიალგია.