ლაციდოფილ-WM #20კაფს
წამლის ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები. შემადგენლობა:
პრეპარატ ლაციდოფილ®-ჭM-ის 1 კაფსულა შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ ლიოფილიზებულ ბაქტერიას
Lაცტობაცილლუს რჰამნოსუს ღოსელლ-11 - 1,9 მლრდ.
Lაცტობაცილლუს აციდოპჰილუს ღოსელლ-52 - 0,1 მლრდ.
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა. პრეპარატის ათქ კოდი:
A07FA01 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დიარეის საწინააღმდეგო ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატები, რომლებიც არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორას. რძემჟავას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატები. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლაქტობაქტერიები - Lაცტობაცილლაცეაე-ის ოჯახის ბაქტერიების გვარი, რომელიც აერთიანებს გრამდადებით უძრავ არასპორწარმომქნელ ანაერობულ ლაქტობაცილებს, რომლებიც შლიან ნახშირწყლებს რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ შექმნილი მჟავე გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენს ნაწლავების ბიოცენოზისა და ადამიანის ორგანიზმის სხვა ნორმალური მიკროფლორის 85-95%-ს.
ნორმალური მეტაბოლიზმის პროცესში ლაქტობაქტერიებს შეუძლიათ რძემჟავას წარმოქმნა, ლიზოციმისა და ანტიბიოტიკური აქტივობის მქონე სხვა ნივთიერებების პროდუცირება: რეუტერინი, პლანტარიცინი, ლაქტოციდინი, ლაქტოლინი. ორგანული მჟავების, ბაქტერიოცინების პროდუქციის წყალობით ლაქტობაქტერიების მრავალი შტამი ავლენს ანტაგონისტურ აქტივობას პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, რითაც კნტ-ის რეზისტენტობას უზრუნველყოფს. ისინი ავლენენ ანტიმიკრობულ მოქმედებას ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, როგორებიცაა E ცოლი, H. ინფლუენზაე, ჩამპილობაცტერ ჯეჯუნი, შალმონელლა, შჰიგელლა, შტრეპტოცოცცუს, შტაპჰყლოცოცცუს აურეუს, Hელიცობაცტერ პყლორი მათი ზრდისა და ენტეროციტებზე ადჰეზიის დათრგუნვით.
ლაქტობაქტერიები მონაწილეობს ცილების, ცხიმების და რთული ნახშირწყლების დაშლაში, ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში, ასევე ვიტ. K და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში.
ლაქტობაქტერიებს აქვთ უნარი, გაააქტიურონ უჯრედული იმუნიტეტი და იმუნოგლობულინების გამომუშავება. ლაქტობაქტერიების იმუნომასტიმულირებელ თვისებას უკავშირებენ მათი უჯრედის კედელში პეპტიდოგლიკანებისა და ტეიქოის მჟავების არსებობას, რომლებსაც იმუნომოდულაციური მოქმედება გააჩნია.
ლაქტობაქტერიების ამ შტამების უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რეზისტენტობა კუჭის წვენისა და ნაღვლის მჟავების ზემოქმედების მიმართ, ასე, კუჭის მჟავე არეში 30 წუთიანი დაყოვნების შემდეგ ორივე მიკროორგანიზმის დაახლოებით 80% ცოცხალი რჩებოდა. პრეპარატ ლაციდოფილ®-ჭM-ის შემადგენლობაში შემავალ ბაქტერიებს გააჩნია ნაწლავის კედლის რეცეპტორებზე მიმაგრებისა და 7-15 დღის განმავლობაში ცოცხლად გადარჩენის უნარი. გამოყენების ჩვენებები:
_ ნაწლავის მიკროფლორის დარღვევების - დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
_ საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში (მ.შ., დაკავშირებული კვების რაციონის ცვლილებასთან, მოგზაურობასთან და სხვა);
_ დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში, დაკავშირებული ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან;
_ გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული),
_ ლაქტოზას აუტანლობა (რძის ლაქტოზას მიმართ ტოლერანტობის ამაღლების მიზნით);
_ ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები;
_ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის უნარის ამაღლების მიზნით).
ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-ის მიერ გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოქმედება:
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის. მიღების წესი და დოზირება:
ლაციდოფილ®-ჭM მიიღება ჭამის დროს, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და მათთვის, ვისაც არ შეუძლია მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა შეიძლება გაიხსნას და მისი შიგთავსი განზავდეს რაიმე სითხეში (წყალი, ჩაი, წვენი) ან წინასწარ შეგრილებულ საკვებში.
პროფილაქტიკის მიზნით ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შესანარჩუნებლად:
6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში _1 კაფსულა დღეგამოშვებით, ბავშვებში 3 წლიდან - 1 კაფსულა ერთჯერ დღეში, მოზრდილებში - 1-2 კაფსულა დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 20 დღეს შეადგენს.
ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის (მ.შ., გამოწვეული ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-ის ჩხირით): ლაციდოფილ®-ჭM მიიღება ანტიბიოტიკების მიღებამდე ორი საათით ადრე ან ანტიბიოტიკების მიღებიდან ორი საათის შემდეგ. 6-12 თვის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეში, 1-3 წლის ბავშვებში - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 3-12 წლის ბავშვებში - 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში - 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ანტიბიოტიკების დანიშვნის ვადით. ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეის მკურნალობისას - დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. შემდეგ შეიძლება პროფილაქტიკურ გამოყენებაზე გადასვლა.
საჭმლის მონელების დარღვევების სამკურნალოდ (დისპეფსიები): 6-12 თვის ბავშვებში - 1 კაფსულა ერთჯერ დღეში, 1-3 წლის ბავშვებში - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში სიმპტომების გაქრობამდე, მოზრდილებში 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. შემდეგ საჭიროა შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არასასურველი ურთიერთქმედებები აღნიშნული არ არის. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ლაციდოფილ®-ჭM 3-ჯერ ამცირებს პირობითად პათოგენური ფლორის, განსაკუთრებით ჩანდიდა-ის გვარის სოკოების რაოდენობას, ხელს უშლის ამ ფლორით სანაყოფე წყლებისა და ახალშობილის კნტ-ის კოლონიზაციას. ორსულობის დროს ლაციდოფილ®-ჭM ინიშნება გეგმიურ საკეისრო კვეთამდე 5-6 დღით ადრე. გამოშვების ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები შიგნით მისაღებად.
10 კაფსულა ბლისტერზე. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად. შენახვის პირობები:
ინახება მაცივარში 2-80ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება. გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ.