newhospitals

კრილომაქსი სიროფი

კრილომაქსი სიროფი
0
3
რეკომენდაცია
0შეფასება
7966ნახვა
სიროფი მანგოს არომატით 150 მლ.

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 10 მლ. შეიცავს:

თევზის ქონი - 2350 მგ., ეიკოზაპენტანის მჟავა – 376 მგ., დოკოზაჰექსანის მჟავა -

235 მგ., საერთო ომეგა-3 – 705 მგ.

 

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ქსილიტი (E 967), პოლისორბატ 80 (E 433), ვიტამინი E, მანგოს არომატიზატორი, გუარის გუმფისი (E 412), კალციუმის აცეტატი, ლიმონმჟავა (E 433), კალიუმის სორბატი (E 202), ნატრიუმის ბენზოატი (E 211), ქსანტანის გუმფისი (E 415), ატმის არომატიზატორი, სუკრალოზა (E 955). 

 

ფარმაკოლოგიური  თვისებები:  თევზის ქონი შეიცავს A  და D  ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას. EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარ- ჩუნებას. აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. DHA  არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას. საერთო ომეგა-3 ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად.

 

ფარმაკოლოგიური  მოქმედება: ის მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია უჯრედის მემბრანის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მხედველობის, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ- სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის; ხელს უწყობს

ორგანიზმში ქოლესტერინსა და ტრიგლიცერიდებს შორის ბალანსის შენარჩუნებას.

ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. ის აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. ის  უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. ის ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციური დაავადებებისადმი.

 

ჩვენებები: 

ჰიპერტრიგლიცერიდემია

ენდოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია, როგორც დამატება დიეტაზე, როდესაც დიეტური ღონისძიებები არასაკმარისად ეფექტურია:

- ტიპი IV მონოთერაპია

- ტიპი IIბ/III კომბინირებულ თერაპიაში სტატინებთან, ტრიგლიცერიდების დონის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაში.

-

დოზირება და მიღების წესი: 0-12 თვე:  2,5 მლ. 1_ჯერ დღეში; 1-7 წელი: 5 მლ. 1_ჯერ დღეში;  7-12 წელი: 10 მლ. 1-ჯერ დღეში;  12 წელი და ზევით: 10 მლ. 1-2_ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

 

გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ; კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 

 

შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.