newhospitals

კრესტორი 10მგ #7ტ

კრესტორი 10მგ  #7ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
3
რეკომენდაცია
0შეფასება
20541ნახვა

სავაჭრო დასახელება: კრესტორი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: როზუვასტატინი

წამლის ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას როზუვასტატინს, 10, 20 ან 40 მგ-ს, კალციუმის როზუვასტატინის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, გლიცერინის ტრიაცეტატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი წითელი (E172), წყალი გასუფთავებული.
აღწერა:
10 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ვარდისფერი ტაბლეტები, დაფარულია გარსით და აქვს გრავირება ZD 4522 10 ერთ მხარეს და ნაზოლი - მეორე მხარეს.
20 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ვარდისფერი ტაბლეტები, დაფარულია გარსით და აქვს გრავირება ZD 4522 20 ერთ მხარეს.
40 მგ ტაბლეტები: ოვალური, ორმხრივ ამობურცული ვარდისფერი ტაბლეტები, დაფარულია გარსით და აქვს გრავირება ZD 4522 ერთ მხარეს და 40 - მეორე მხარეს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება - ჰმგKoA (ჰიდროქსი-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ-A) რედუქტაზას ინჰიბიტორი.
კოდი ათქ: C10A A07

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მოქმედების მექანიზმი
როზუვასტატინი არის სელექტიური კონკურენტული ინჰიბიტორი ჰმგ-KoA რედუქტაზასთვის, ფერმენტისთვის, რომელიც 3-ჰიდროქსი-3-მეთილ2 გლუტარილ-კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, რომელიც ქოლესტერინის წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედების ძირითადი სამიზნეა ღვიძლი, სადაც ხდება ქოლესტერინის სინთეზი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კატაბოლიზმი. როზუვასტატინი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ღვიძლის რეცეპტორების რიცხვს უჯრედების ზედაპირზე, ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების "ჩაჭერასა" და კატაბოლიზმს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების სინთეზის ინჰიბირებას და ახდენს დაბალი სიმკვრივისა და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების საერთო რაოდენობის შემცირებას.
ფარმაკოდინამიკა:
კრესტორი ამცირებს ქოლესტერინ - დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების ჭარბ შემცველობას, ზრდის ქოლესტერინ - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას და ასევე ამცირებს აპოლიპოპროტეინ B-ს, ქოლესტერინ - არა-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ქოლესტერინ - ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ტრიგლიცერიდ - ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-I-ს დონეს (იხ. ცხრილი 1), ამცირებს ქოლესტერინ - დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების / ქოლესტერინ - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, საერთო ქოლესტერინ / ქოლესტერინ - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ქოლესტერინ / ქოლესტერინ - არა-მაღალი სიმკვრივის / ქოლესტერინ - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების თანაფარდობას, აგრეთვე აპოლიპოპროტეინ B / აპოლიპოპროტეინ A-I-ის თანაფარდობას.
ცხრილი 1. დოზა-დამოკიდებული ეფექტი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ავადმყოფებში (ტიპები IIა და IIბ) (საშუალო კორექტირებული პროცენტული ცვლილება საწყის მნიშვნელობასთან შედარებით)

დოზა პაციენტების რიცხვი  ქოლესტერინ –
მცირე სიმკვრივის
ლიპო-
პროტეინები
 საერთო
ქოლესტე
რინი
ქოლესტერინ –
მაღალი სიმკვრივის
ლიპო-
პროტეინები

ტრიგლი-ცერიდები
ქოლესტერინ – არამაღალი
სიმკვრივის
ლიპო-
პროტეინები
აპოლიპო-პროტეინ B აპოლიპო-პროტეინ A-I
 პლაცებო  13 
 -7  -5  3  -3  -7  -3  0
 10 მგ  17  -52  -36  14  -10  -48  -42  4
 20 მგ  17  -55  -40  8  -23  -51  -46  5
 40 მგ  18  -63  -46  10  -28  -60  -54 
 0


თერაპიული ეფექტი ვლინდება კრესტორით მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში და 2 კვირის მკურნალობის შემდეგ აღწევს მაქსიმალური შესაძლო ეფექტის 90%-ს. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევა, ჩვეულებრივ, ხდება მკურნალობის მე-4 კვირისთვის და წამლის რეგულარულად მიღების შემთხვევაში ეს ეფექტი ნარჩუნდება. 

კლინიკური ეფექტურობა:
კრესტორი ეფექტურია ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერქოლესტერინემია ჰიპერტრიგლიცერიდემიით, ან მის გარეშე, რასის, ასაკისა და სქესის მიუხედავად, შაქრიანი დიაბეტისა და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების ჩათვლით. IIა და IIბ ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების 80% (ქოლესტერინ - მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების საშუალო საწყისი დონე 4.8 მმოლი/ლ), 10 მგ დოზით პრეპარატის მიღების ფონზე, ქოლესტერინ - მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე აღწევს <3 მმოლი/ლ. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია და იღებენ კრესტორს 20-80 მგ დოზით, აღენიშნებათ ლიპიდური პროფილის დადებითი დინამიკა (გამოკვლევა 435 პაციენტის მონაწილეობით). 40 მგ სადღეღამისო ნორმამდე ტიტრირების შემდეგ (12 კვირიანი თერაპია), აღინიშნება ქოლესტერინ - მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის შემცირება 53%-ით. პაციენტების 33%-სთვის ქოლესტერინ - მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე <3 მმოლ/ლ-ს აღწევს. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია და იღებენ კრესტორს 20-40 მგ დოზით, ქოლესტერინ - მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის საშუალო შემცირება 22%-ს შეადგენს. ადიტიური ეფექტი აღინიშნება ფენოფიბრატთან კომბინაციაში, ტრიგლიცერიდების შემცველობის მიმართ და ნიკოტინის მჟავასთან კომბინაციაში ქოლესტერინ - მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების მიმართ (იხ. ასევე პუნქტი "განსაკუთრებული მითითებები"). როზუვა

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.