კრატალი #10ტ
სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება:1 ტაბლეტი შეიცავს: ტაურინი 867 მგ, კუნელის ნაყოფის ექსტრაქტი 43 მგ, შავბალახას ექსტრაქტი 87 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი. წამლის ფორმა:
ტაბლეტები. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კომბინირებული კარდიოლოგიური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები. კრატალს გააჩნია მსუბუქი კარდიოტონური, ანტიანგინალური, ანტიოქსიდანტური და ანტიარითმიული, ანტიჰიპოქსური, ანტიაგრეგატული მოქმედებები. პრეპარატი აინჰიბირებს რენინ-ანგიოთენზურ და კალიკრეინ-კინინის სისტემებს, წყალბადის ზეჟანგის ლიპიდების ჟანგვის პროცესებს, დადებითად მოქმედებს ცამფ-ს პროდუქციაზე. იგი აუმჯობესებს სისხლის მომარაგებასა და მიოკარდის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ზრდის "კორონარულ რეზერვს", აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვით და ამცირებს არტერიულ წნევას და აწესრიგებს გულის კუმშვათა სიხშირეს.
კრატალი ამცირებს დიჰიტალიზური ინტოქსიკაციის ნიშნებს. ზრდის შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს განწყობას, ახდენს დამაშვიდებელ, ნეიროპროტექტორულ მოქმედებებს (აღმოფხვრავს შემდეგ სომატონეგატიურ დარღვევებს - აგზნებადობა, განწყობის ცვალებადობა). ჩვენებები:
კრატალი გამოიყენება ნეიროცირკულატორული დისტონიის მკურნალობისათვის; გამოიყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში გულის იშემიური დაავადების, პოსტრადიაციული სინდრომის დროს. უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. სიფრთხილე გამოყენებისას:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები ამჟამად არ არსებობს. კრატალით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისაგან და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისაგან. ბავშვებში კრატალით მკურნალობის გამოცდილება არ ასებობს. ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან:
აპოტენცირებს ნიტრატების, კალციუმის ანტაგონისტების, β-ადრენობლოკატორების, ანტიჰიპოქსურების, ნეიროპროტექტორების ანტიანგინალურ ეფექტებს. განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღებისას თუკი დაავადების სიმპტომები არ გაუმჯობესდა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად, 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 კვირას.
ჭარბი დოზა. ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება, დისპეფსიური რეაქციები, ძილიანობა, რომლებიც საჭიროებს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტასა და სიმპტომატური თერაპიის ჩატარებას. გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება, დისპეფსიური მოვლენები. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 2 შეფუთვა კოლოფში. გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე. მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
დსს სსც "ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა".
უკრაინა, 03134, ქ. კიევი, მშვიდობის ქ., 17.