newhospitals

კორვიტოლი 50მგ #50ტ

კორვიტოლი  50მგ #50ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
10505ნახვა
საერთაშორისო დასახელება - metoprolol
 

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C07AB02

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; ბეტა ადრენომაბლოკირებელი საშუალებები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბ. 50 მგ.: 50 ც.

 

ერთი ტაბლეტი კორვიტოლი 50 შეიცავს:
მოქმედი სამკურნალო ნივთიერება მეტოპროლოლი ტარტრატი 50 მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეტოპროლოლი წარმოადგენს სელექტიურ-ბეტა, ადრენობლოკატორს შიდა სიმპატომიმეტური აქტივობის გარეშე და სუსტად გამოხატული მემბრანომასტაბილიზირებელი მოქმედებით. მას გააჩნია ანტიანგინალური, ჰიპოტენზიური და ანტიარითმული მოქმედება.

 

გამოყენების ჩვენება:
-მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტონია);
-სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა;
-ფუნქციური ტკივილები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (გულის ჰიპერკინეტური სინდრომი);
-ტაქიკარდიის სუპრავენტრიკულური ფორმები;
-მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და მისი გადატანის შემდგომი პერიოდი;
-შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა.

 


მიღების წესები:

პრეპარატის დოზის დადგენა ხორციელდება ინდივიდუალურად პულსის სიხშირის ან მკურნალობის ეფექტური კურსის ჩატარების მიხედვით. პრეპარატის დოზის კორექცია ექიმის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია. თუ სხვაგვარად დანიშნული არ არის, მოქმედებს დოზირების შემდეგი რეკომენდაცია: მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია):
1 ტაბლეტი კორვიტოლი 50 1-2 ჯერ დღეში. აუცილებლობის დროს - 2 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში.
სტენოკარდია:
1 ტაბლეტი კორვიტოლი 50 1-2 ჯერ დღეში.
აუცილებლობის დროს დოზა იზრდება: 2 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში.
გულ-სისხლძარღვოვანი ფუნქციური ტკივილები (გულის ჰიპერკინეტური სინდრომი) და ტაქისისტოლური არითმიები:
საწყისი დოზა შეადგენს 50-100მგ 1-2 ჯერ დღეში. შესაძლებელია დოზის გაზრდა 200მგ-მდე 2 ჯერ დღეში.
მიოკარდიის მწვავე ინფარქტის მკურნალობა:
პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 25-50მგ ყოველ 12 საათში ერთხელ (კორვიტოლი 50 1/2-1 ტაბლეტი კორვიტოლი 50 2 ჯერ დღეში ეკგ-გამოკვლევის არტერიული წნევის კონტროლის ქვეშ.
პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. კურსის მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება 1-3 წლის განმავლობაში.
შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა:
1-2 ტაბლეტი კორვიტოლი 50- 2 ჯერ დღეში. თირკმელების უკმარისობის დროს დოზის შერჩევა ინდივიდუალურია.
დოზირება
ტაბლეტები ინიშნება პერორალურად, სითხის მცირე რაოდენობის მიყოლებით, ჭამის შემდეგ. პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას, ინიშნება დილით; ორჯერადი მიღებისას - დილით და საღამოს. პრეპარატით მკურნალობის კურსი დროში შეზღუდული არ არის და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში დოზა მცირდება თანდათანობით (მინიმუმ 10 დღის განმავლობაში) ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

 

გვერდითი მოვლენები:
კორვიტოლი 50-ს ახასიათებს კარგი ამტანობა. მხოლოდ მკურნალობის დასაწყისში ან დიდი დოზებით მკურნალობისას შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: დაღლილობა, თავბრუსხვევა, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, მსუბუქი ხასიათის თავის ტკივილები, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, კოშმარული სიზმრები.
დოზის შემცირების შემთხვევაში ან დოზის შემდგომი თანდათანობით გაზრდისას აღნიშნული მოვლენები გაივლის.
ხანდახან აღინიშნება გარდამავალი ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი დატვირთვისას, ბრონქოსპაზმი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ხანდახან აღინიშნება პარესთეზიები, სიცივის შეგრძნება კიდურებში, იშვიათად - კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვები. პაციენტებში პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევით (რეინოს სინდრომი, ხანგამოშვებითი კოჭლობა) აღინიშნება ტკივილების გაძლიერება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტონია, პულსის გაიშვიათება, გულის მოქმედების ფუნქციური დარღვევა, ატრიოვენტიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობის გაძლიერება, ტკივილი გულის არეში, ბრადიკარდია.
გრძნობის ორგანოების მხრივ: იშვიათად: პირის სიმშრალე, კონიუქტივიტი, საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის შემცირება, რაც გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს.
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება პოტენციის და სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდო) დაქვეითება, სხეულის წონის მომატება, მგრძნობელობის მომატება სინათლის მიმართ, რაც გამოიხატება გამონაყარით კანზე, ასევე აღინიშნება თმის ცვენა, მხედველობის და სმენის დარღვევა, შუილი ყურებში. კანი და ლორწოვანი გარსები: იშვიათად ჰიპერერგული რეაქციები (ქავილი, კანის ჰიპერემია, გამონაყარი) ალერგიული სურდო, ანაფილაქსიური რეაქციები.
ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები, თრომბოციტების (თრომბოციტოპენია) ან ლეიკოციტების (ლეიკოპენია) რაოდენობის შემცირება.

 

უკუჩვენება:
-გულის გამტარიანობის დარღვევა: ანტრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
-შოკი;
-ბრადიკარდია (<50 დარტყმა წუთში);
-არტერიული ჰიპოტენზია;
-აციდოზი;
-პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
-მიდრეკილება ბრონქოსპაზმების მიმართ (ბრონქული ჰიპერრეაქცია, ბრონქული ასთმა);
-ერთდროული მკურნალობა მაო-ს ინჰიბიტორებით, ვერაპამილით და დილთიაზემით;
-მომატებული მგრძნობელობა მეტოპროლოლის და სხვა B-ბლოკატორების მიმართ.
-B-რეცეპტორების ბლოკატორები (მაგალითად, კორვიტოლი 50) ფსორიაზის მქონე ავადმყოფებში ინიშნება მოსალოდნელი სარგებლიანობისა და შესაძლებელი რისკის განსაზღვრის შემდეგ.
აუცილებელია განსაკუთრებული კონტროლი ექიმის მხრივ
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებზე გამოხატული შაქრის დონის მერყეობით და ასევე მკაცრი დიეტის დაცვის დროს;
ფეოქრომოციტომის შემთხვევაში აუცილებელია წინასწარი თერაპია ალფა-ადრენობლოკატორებით; პაციენტებზე, რომლებიც იტარებენ დესენსიბილიზაციის კურსს (ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების საშიშროება);
პაციენტებზე ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
პეტოპროლოლი ორსულებში (განსაკუთრებით პირველი 3 თვის განმავლობაში) ინიშნება მკაცრი ჩვენების მიხედვით და აუცილებელია განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისათვის და პოტენციური რისკი ნაყოფისათვის, ვინაიდან ამჟამად არ არის მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ, განსაკუთრებით ორსულობის ადრეულ სტადიაში.
პრეპარატის გამოყენებამ ორსულობის პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილებში ბრადიკარდია, ჰიპოტონია, ჰიპოგლიკემია და სუნთქვის დათრგუნვა, ამიტომ პრეპარატით მკურნალობა წყდება მშობიარობამდე 48-72 საათით ადრე. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეუძლებელია აუცილებელია ახალშობილზე მკაცრი მეთვალყურეობის დაწესება 48-72 საათის განმავლობაში მშობიარობის შემდეგ.
მეტოპროლოლი გადადის დედის რძეში, პრეპარატის ეფექტი ბავშვზე უმნიშვნელოა. მიუხედავად ამისა, რეკომენდირებულია ახალშობილის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.

 

განსაკუთრებული მითითებები:
იშვიათად შესაძლებელია ლატენტური დიაბეტის მანიფესტაცია ან მიმდინარე შაქრიანი დიაბეტით ავადმყოფის მდგომარეობის დამძიმება. მომატებული არტერიული წნევის აღნიშნული სამკურნალო საშუალებით მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ საექიმო კონტროლს. პრეპარატის მიმართ სხვადასხვა ინდივიდუალური მგრძნობელობის შედეგად შესაძლოა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დაქვეითდეს ავტოტრანსპორტის მართვის უნარი.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ბეტა-ბლოკატორების ერთდროული დანიშვნისას სხვა საშუალებებთან:
-ინსულინთან და სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ძლიერდება ან ხანგრძლივდება მათი მოქმედება. ამ დროს ჰიპოგლიკემიის (განსაკუთრებით ტაქიკარდია და ტრემორი) ნიშნები შეიძლება შეინიღბოს ან გაქრეს, ამიტომ აუცილებელია შაქრის დონის რეგულარული კონტროლი სისხლში;
-ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბარბიტურატებთან, ფენოთიაზინთან, ნიტროგლიცერინთან, დიურეზულ საშუალებებთან, ვაზოდილატატორებთან და სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან (მაგალითად პრაზოზინი) აძლიერებს ჰიპოტენზიურ ეფექტს;
-კალციუმის ანტაგონისტებთან (ვერაპამილი, დილთიაზემი) ან სხვა ანტიარითმიულ საშუალებებთან (მაგალითად, დიზოპირამიდი) იწვევს ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის და გულის გამტარიანობის დარღვევის განვითერებას;
-საგულე გლიკოზიდებთან, რეზერპინთან, ალფა-მეთილდოპასთან, გუანფაცინთან და კლონიდინთან იწვევს გულისცემის სიხშირის შემცირებას;
-ნორადრენალინთან, ადრენალინთან და სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებთან (მაგალითად, რომლებიც შედის თვალის წვეთების ან ხველების საწინააღმდეგო საშუალებების შემადგენლობაში) იწვევს არტერიული წნევის მომატებას; -ინდომეტაცინთან და რიფამპიცინთან შესაძლებელია მეტოპროლოლის ჰიპოტენზიური მოქმედების შემცირება;
-ლიდოკაინთან იგი იწვევს უკანასკნელის ელიმინირების გაძნელებას;
-ნარკოტიკულ საშუალებებთან იწვევს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერებას. ამ დროს ვლინდება ორივე საშუალების ადიდიტიური, ნეგატიური ინოტროპული ეფექტი;
-პერიფერიულ მიორელაქსანტებთან იგი იწვევს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გაძლიერებას. ამიტომ ოპერაციის წინ აუცილებელია ანესთეზიოლოგის ინფორმირება პრეპარატის მიღების შესახებ;
-ალკოჰოლთან კომბინირებისას ძლიერდება მისი დამთრგუნველი მოქმედება. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კორვიტოლ 50-ს და კლონიდინს, კლონიდინის მოხსნა შესაძლებელია რამოდენიმე დღის შემდეგ კორვიტოლის მკურნალობის შეწყვეტიდან.

 

შენახვის პირობები და ვადები:
შენახვის ვადა - 3 წელი
ვარგისიანობა მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტით!

 

მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.