კორტომიცეტინის მალამო 15გ(ნიჟფ
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
კორტომიცეტინი
მალამო გარეგანი გამოყენებისათვის შემცველობა:
100 გ მალამო შეიცავს: ჰიდროკორტიზონის აცეტატი - 0.5გ, ლევომიცეტინი - 0.2გ, დამხმარე ნივთიერებები (ლანოლინი უწყლო, სამედიცინო ვაზელინი, ვაზელინის ზეთი, სორბიტანოლეატი, სტეარინის მჟავა, გასუფთავებული წყალი) - 100გ-მდე. აღწერილობა:
მალამო თეთრი ფერის მოყვითალო შეფერილობით. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდი + ანტიბიოტიკი ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიმიკრობული მოქმედება. გამოყენების ჩვენებები:
კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებები (მ.შ. გართულებული მიკრობული ინფექციით, რომელიც მგრძნობიარეა ქლორამფენიკოლის მოქმედების მიმართ): მიკრობული ეგზემა, ატოპიური დერმატიტი (გავრცელებული ნეიროდერმიტი), ალერგიული დერმატიტი, ფსორიაზი, პიოდერმია. უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კანის ტუბერკულოზი, კანის სოკოვანი და ვირუსული დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, ორსულობა. გამოყენების წესი და დოზები:
მალამო თხელ ფენად წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 2-3-ჯერ დღეში. დღე-ღამის დოზა (დაზიანებული ფართის მიხედვით) შეადგენს 2-30გ. ოკლუზიური სახვევის ქვეშ წაისმევა დღე-ღამეში ერთხელ დღე-ღამის დოზის შესაბამისი შემცირებით. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და თერაპიის ეფექტურობაზე, შეიძლება გაგრძელდეს 7-30 დღე, ხოლო საშუალოდ 7-10 დღე. გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ქავილის, ჰიპერემიის წარმოქმნა პრეპარატის წასმის ადგილზე, კანის ანთებითი დაავადებები გამწვავება. გამოშვების ფორმა:
მალამო კორტომიცეტინი 15 გ ალუმინის ტუბებში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება. შენახვის პირობები:
სია ბ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 20°C ტემპერატურაზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით. მწარმოებელი:
ღსს "ნიჟფარმი"
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი.
გსპ-459, სალგანსკაიას ქ., 7
ტელ.: (8312) 30-72-28
ფაქსი: (8312) 78-80-88