კორსიზი #100ტ

კორსიზი #100ტ
ანოტაციის მომწოდებელია
4
4
რეკომენდაცია
2შეფასება
107210ნახვა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
საძილე და სედატიური საშუალება. ათქ-კოდი: N05CB02.    

 

ქვეყანა: საქართველო

 

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

 

ჯენერიკი: Bromisovalerian acid+Phenobarbit+Menthe                                 

 

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი, ფენობარბიტალი, პიტნის ზეთი;

გამოშვების ფორმა: 
შემოუგარსავი ტაბლეტები.
 

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:

  • ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერს - 8.2 მგ;
  • ფენობარბიტალს - 7.5 მგ;
  • პიტნის ზეთს - 0.58 მგ;
  • დამხმარე ნივთიერებებს:
    • ბეტა-ციკლოდექსტრინი;
    • კარტოფილის სახამებელი;
    • ტაბლეტოზა (ლაქტოზას მონოჰიდრატი);
    • მიკროკრისტალური ცელულოზა;
    • მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: 

  • სედატიური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, სპაზმოლიზურ საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას;
  • გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება;
  • აადვილებს ბუნებრივი ჩაძინების პროცესს;
  • ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი ხასიათდება სედატიური და სპაზმოლიზური მოქმედებით, ჭარბ დოზებში ამჟღავნებს მსუბუქ საძილე ეფექტსაც;
  • ფენობარბიტალს გააჩნია სედატიური და სუსტი სპაზმოლიზური მოქმედება;
  • პიტნის ზეთი რეფლექტორულად აფართოებს სისხლძარღვებს და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას. 
     
ჩვენება: 
•
ნევროზი, აგზნებადობა, უძილობა, მათ შორის ჩაძინების გაძნელება; 
•
ნეიროცირკულატორული დისტონია;
•
ტაქიკარდია;
•
არამკვეთრად გამოხატული კორონაროსპაზმი;
•
ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადია;
•
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების  სპაზმი, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური აშლილობით.

 

მიღების წესი და დოზირება: 
დოზირების და მკურნალობის რეჟიმისა და ხანგრძლივობას, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის ადგენს.
მოზრდილებში, როგორც წესი, ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ტაქიკარდიისა და კორონაროსპაზმის დროს ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე. 
 

გვერდითი მოვლენები: 

  • შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუ, კანის ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მოშლილობა.
  • პრეპარატის მაღალი დოზით ხანგძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ბრომიზმის განვითარება;
  • იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები შექცევადია და დოზის შემცირებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ადვილად გაივლის.


 

უკუჩვენება: 

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
  • ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
  • ღვიძლის პორფირია.

     
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: 

  • აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების, ტრანქვილიზატორების, ალკოჰოლის მოქმედებას;
  • ვალპროის მჟავით მკურნალობის დროს კორსიზის მოქმედება ძლიერდება;
  • პრეპარატის მიღებამ შეიძლება შეასუსტოს კუმარინის წარმოებულების, გრიზეოფულვინის, გლუკოკორტიკოიდების, პერორალური კონტრაცეპტივების მოქმედება;
  • პრეპარატი ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას.

     
ჰიპერდოზირება: 
სიმპტომები: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
კორსიზს სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია. 

 

ორსულობა და ლაქტაცია: 
დაუშვებელია პრეპარატის ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მიღება.

განსაკუთრებული მითითებები: 

  • პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. 
  • ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში კორსიზის გამოყენება რეკომენდებული არ არის;
  • მონაცემები კორსიზის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არსებობს, ამიტომ პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატი არ გამოიყენება.
     
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. 

 

შეფუთვა: 
10
ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 10 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები: 
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

 

ვარგისობის ვადა: 
2
წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი: 
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

 

მისამართი:     
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
 

სად შევიძინოთ?

სულ 93 აფთიაქში

სახალხო აფთიაქი

თბილისი, გლდანი, ავჭალა, ლიბანის ქ. № 19

19.70 ლ

სახალხო აფთიაქი

ზუგდიდი,თამარ მეფის № 24

17.00 ლ

სახალხო აფთიაქი

აბაშა, თავისუფლების ქ. № 93

17.20 ლ

გეა

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N29

15.95 ლ

სახალხო აფთიაქი

ბაღდათი, კახიანის № 84 (ჯეო ჰოსპიტალი)

18.50 ლ
ყველას ნახვა


მაია
2015-08-18
<3
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
დალი გევონდიანი
2016-10-01
<3
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.