newhospitals

კორონალი 10მგ #30ტ

კორონალი 10მგ #30ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3077ნახვა
სავაჭრო დასახელება:
კორონალი
 

საერთაშორისო არაპეტენტირებული დასახელება:
ბისოპროლოლი

 

სამკურნალწამლო ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები

 

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება
ბისოპროლოლის ფუმარატი 5 და 10მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:
5მგ ტაბლეტები
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამბელი, ნატრიუმის ლაურილსლფატი, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)
10მგ ტაბლეტები
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამბელი, ნატრიუმის ლაურილსლფატი, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი, რკინის წითელი ოქსიდი (E172)

 

აღწერილობა:
5მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამობურცული, ღია-ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაზოლით.
10მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამობურცული, ღია-ვარდისფერი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაზოლით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სელექტიური ბეტა1 ადრენობლოკატორი

 

ათქ კოდი - C07AB07

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
სელექტიური ბეტა1 ადრენობლოკატორი, საკუთარი სიმპატომიმეტიური აქტივობის გარეშე. არ გააჩნია მემრანომასტაბილიზებელი მოქმედება. ამცირებს პლაზმის რენინის აქტივობას, მიოკარდის მოთხოვნას ჟანგბადზე, გულისცემის სიხშირეს (მოსვენებისას და დატვირვისას). ავლენს ჰიპოტენზიურ, ანტიარითმიურ და ანტიანგინალურ მოქმედებას. მცირე დოზებში, გულის ბეტა1 ადრენორეცეპტორების ბლოკირებით, ამცირებს კატექოლამინებით სტიმულირებული ცამფ-ს წარმოქმნას, ატფ-დან, ამცირებს კამლიუმის იონების უკრედშიდა დინებას, ავლენს უარყოფით ქრონო-, ბათმო- და ინოტროპულ მოქმედებას, თრგუნავს გამტარობას და აგზნებადობას, ამცირებს მიოკარდის კუმშვადობას.
დოზის გაზრდისას ავლენს ბეტა2 ადრენომაბლოკირებელ მოქმედებას. პრეპარატის გამოყენების დასწყისში პირველი 24 საათის განმავლობაში, საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა იზრდება (ალფა-ადრენორერეცეპტორების აქტივობის რეციპროკნული გაზრდის და ბეტა2 ადრენორეცეპტორების სტიმულაციის დათრგუნვის შედეგად), რაც 1-3 დღეში უბრუნდება საწყის მაჩვენებელს, ხანგრძლივი დანიშნვისას კი მცირდება. .ჰიპოტენზიური ეფექტი დაკავშირებულია გულის წუთმოცულობის შემცირებასთან, პერიფერიული სისხლძარღვების სიმპათიკურ სტიმულაციასთან, რენინ-ანგიოტენზინის სისტემის აქტიურობის შემცირებასთან. (დიდი მნიშვნელობა აქვს, რენინის საწყისი ჰიპერსეკრეციის მქონე ავადმყოფებში), არტერიული წნევის დაქვეითებაზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გავლენაზე მგრძნობელობის აღდგენასთან. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ეფექტი დგება 2-5 დღის შემდეგ, სტაბილური მოქმედება 1-2 თვის შემდეგ. ანტიანგინალური ეფექტი გაპირობებულია მიოკარდის ჟანგბადზე მოთხოვნის შემცირების შედეგად გულის შეკუმშვათა რიცხვის და კუმშვადობის შემცირებასთან, დიასტოლის გაგრძელებასთან, მიოკარდის პერფუზიის გაუმჯობესებასთან. მარცხენა პარკუჭში საბოლოო დიასტოლური წნევის გაზრდის და პაარკუჭების კუნთური ბოჭკოების გაწელვის გამო, შიძლება გაზარდოს ჟანგბადზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებში.
ანტიარითმიული ეფექტი გაპირობებულია არითმოგენული ფაქტორების (ტაქიკარდია, სიმპათიკური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი, ცამფ-ს მომატებული შემცველობა, არტერიული ჰიპოტენზია) მოცილებით, რითმის სინუსური და ექტოპიური გამღიზიანებლებით სპონტანური აგზნებადობის სიჩქარის შენელებით, და ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის შემცირებით (უპირატესად ანტეგრადული და ნაკლები ხარისხით, რეტროგრადული მიმართულებებით AV კვანძის გავლით) და დამატებითი გზებით. საშუალო თერაპიულ დოზებში გამოყენებისას, არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორებისგან განსხვავებით, ბეტა2-ადრენორეცეპტორების მქონე ორგანოებზე (კუჭქვეშა ჯირკვალი, ჩონჩხის კუნთები, პერიფერიული არტერიების, ბრონქების და საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურა) და ნახშირწყლოვან ცვლაზე ავლენს ნაკლებად გამოხატულ გავლენას. არ იწვევს ორგანიზმში ნატრიუმის იონების (Na+) შეკავებას; ათეროგენული მოქმედების გამოხატულება არ განსხვავდება პროპრანოლოლისგან. დიდი დოზების გამოყენებისას, (200მგ და მეტი) ავლენს მაბლოკირებელ ეფექტს, ბეტა-ადრენობლოკატორების ორივე ქვეტიპზე, ძირითადად ბრონქებში და გლუვ სისხლძარღვებში.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია - 80-90%, საკვების მიღება აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებთან კავშირი 30%.
ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერში განვლადობა დააბალია. ლაქტატში აღწევს მცირე რაოდენობით. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახვარგამოყოდფის პერიოდი 10-12 საათი. გამოიყოფა თირკმელებით - 50%, შეუცვლელი სახით, 2%-ზე ნაკლები ნაღველით.

 

მიღების ჩვენება:
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის იშემიური დაავადება: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა.

 

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის კომპონენტრებზე და სხვა ადრენობლოკატორებზე, შოკი (მათ შორის კაედიოგენული), კოლაფსი, ფილტვების შეშუპება, გულის მწვავე უკმაისობა დეკომპენსაიის სტადიაში, II და III ხარისხის AV ბლოკადა, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამოხტული ბრდიკარდია, პრინცმეტალის ბრადიკარდია, კარდიომეგალია (გულის უკმარისობის ნიშნების გარეშე), არტერიული ჰიპოტენზია, სისტოლური ა.წ. 100მმ ვწყ.სვ-ზე ნაკლები, განსაკუთრებით მიოკრდის ინფაქტის დროს); ბრონქული ასთმა და ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, მონოამინოოქსიდაის (მაო) ინჰიბიტორბის ერთდროული მიღება (მაო-ბ)-ს გამოკლებით, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიები, რეინოს დაავადება, ფეოქრომოციტომა (ალფა-ადრენობლოკატორების ერთობლივი გამოყენების გარეშე), მეტაბოლური აციდოზი, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

 

სიფრთხილის ზომები:
ღვიძლის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, მიასთენია, თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ფსორიაზი, დეპრესია (მათ შორის ანამნეზში), ხანდაზმული ასაკი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდენელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის და ბავშვის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
გამოყენების მეთოდები და დოზები
შიგნით, დილით, უზმოზე, დაუღეჭავად, 2,5-5მგ ერთჯერადად. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება 10მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 20მგ. პაციენტებისათვის თირკმლის დარღვეული ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი 20მკ/წთ-ზე ნაკლები) ან ღვიძლის ფუნქციის გამოხტული დარღვევით, სადღეღამისო დოზაა 10მგ.

 

გვერდითი მოქმედება:
ცენტრალური ნერვული სისტენმის მხრივ: გადაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, თAვის ტკივილი, ძილის დარრვევა, დეპრესია, მოუსვენრობა, ცნობიერების აღრევა ან მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ჰალუცინაციები, ასთენია, მიასთენია, პარესთეზიები კიდურებში (ავადმყოფებში ,,ხანგამოშვებთი" კოჭლობით და რეინოს სინდრომით), ტრემორი.
გრძნობათა ორგანოებს მხრივ: მხედველობის გაუარესება, თვაშიდა სითხის გამომუშავების შემცირება, თვალების სიმშრალე და ტკივილი, კონუქტივიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხროვ: სინუსური ბრადიკარდია, გულისცემის შეგრძნება, მიოკარდის გამტარობის დარრვევა, AV ბლოკადა (სრული გარდი-გარდმო ბლოკადამდე და გულის გაჩერებამდეც კი), არითმიები, მიოკარდის კუმშვადობის შესუსტება, გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარება (გაღრმავება) (წვივების, ტერფების შეშუპება; ქოშინი), არტერიული წნევის შემცირება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ანგიოსპაზმის გამოვლენა (პერიფერიული სისხლის მმოქცევის დარვევის გაძლიერება, ქვედა კიდურების გაციება, რეინოს სინდრომი), ტკივილი გულმკერდის არეში.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს ლორწოვაის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა ან დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მუქი შარდი, სკლერების და კანის სიყვითლე, ქოლესტაზი), გემოვნების შეცვალა, ჰეპატიტი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირის გაგუდვა, სუნთქვის გაძნელება მაღალი დოზების დანიშნვისას (სელექტიურობის კარგვა) ან/და წინასწარგანწყობილ პაციენტებში - ლარინგო- და ბრონქოსპაზმი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია (ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში), ჰიპოგლიკემია (პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ინსულინს), ჰიპოთირეოიდული მდგომარეობა.

 

ალერგიული რეაქციები:
კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
კანის საფარველების მხრივ: ოფლიანობის მომატება, კანის ჰიპერემია, ეგზანთემა, ფსორიაზის მსგავსი კანის რეაქციები, ფსორიაზის სიმპტომების გამწვავება.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: თრომბოციტოპენია (უჩვეულო სისხლდენები, და სისხლჩაქცევები), აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის, ასევე ბილირუბინის და ტრიგლიცერიდების დონის შეცვლა.
გავლენა ნაყოფზე: საშვილოსნოსშიდა ზრდის შეკავება, ჰიპოგლიკემია, ბრადიკარდია.
სხვა: ტკივილ ზურგის არეში, ართრალგია, ლიბიდოს შესუსტება, პოტენციის დაქვეითება, ,,მოხსნის" სინდრომი (სტენოკარდიის შეტევების გაძლიერება, არტერიული წნევის მომატება)

 

ჭარბი დოზირება:
სიმპტოები: არითმია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, გამოხატული ბრადიკარდია, AV ბლოკადა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის ქონიკული უკმარისობა, ფრჩხილების ან ხელისგულების ციანოზი, სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, კრუნჩხვები.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და ადსორბენტების დანიშნვა; სიმპტომური თერაპია: განვითარებადი AV ბლოკადისას - 1-2მგ ატროპინის, ეპინეფრინის ინტრავენური შეყვანა ან დროებითი კარდიოსტიმულატორის დაყენება; პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიისას - ლიდიკაინი (I ა კლასის პრეპარატები არ გამოიყენება); არტერიული წნევის დაწევისას - ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ტრენდელენბურგის მდგომარეობაში; თუ ადგილი არ აქვს ფილტვების შეშუპების სიმპტომებს - ინტრავენრად პლაზმის შემცვლელი ხსნარები, უეფექტობის შემთხვევაში - ეპინეფრინის, დოპამინის, დობუტამინის შეყვანა (ქრონოტროპული და ინოტრპული მოქმედების შესანარჩუნებლად და არტერიული წვევის გამოხატული დაქვეითების თავიდან ასცაილებლად); გულის უკმარისობისას - საგულე გლიკოზიდები, დიურეტიკები, გლიკაგონი; კრუნჩხვებისას - ინტრავენურად დიაზეპამი; ბრონქოსპაზმისას - ბეტა2 - ადრენოსტიმულატორები საინჰალაციოდ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ალერგენები, რომლებიც გამოიყენება იმუნიზაციისათვის ან ალერგენის ექსტრაქტები კანის სინჯისათვის, ზრდიან მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციების და ანაფილაქსიური რეაქციების რისკს იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებბულობენ ბისოპროლოლს.
იოდის შემცველი ინტრავენური რენტგენოკონტრასტული სამკურნალო საშუალებები, ზრდიან ანაფილაქსიური რეაქციების რისკს.
ფენიტოინი ინტრავენური შეყვანისას და ინჰალაციური საშუალებები ზოგადი ანესთეზიისათვის (ნაშირწყალბადების წარმოებულები) ზრდიან კარდიოდეპრესიული მოქმედების გამოხატულებას და არტერიული წნევის შემცირების ალბათობას.
ცვლის ინსულინის და პერორალური ჰიპერგლიკემიური საშუალებების ეფექტურობას, ახდენს განვითარებადი ჰიპოგლიკემისს სიმპტომების შენიღბვას, (ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება), ამცირებს ლიდოკაინის და ქსანტინების კლირენსს (დიფილინის გარდა), და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში, განსაკუთრებით ავადმყოფებში, რომლებსაც მოწევის გავლენით გააჩნიათ თეოფილინის მომატებული საწყისი კლირენსი.
ჰიპოტენზიურ ეფექტს ამცირებენ ანთების საწინაარმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (Nა+-ის იონების შეკავება და თირკმელებით პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკადა), გლუკოკორტიკოსტეროიდები და ესტროგენები (Nა+-ის იონების შეკავება).
საგულე გლიკოზიდები, მეთილდოპა, რეზერპინი და გუანფაცინი, კალციუმის ,,ნელი" არხების ბლოკატორები (ვერაპამილი, დილთიაზემი), ამიოდარონი, და სხვა ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ბრადიკარდიის განვითარების ან გაძლიერების, AV ბლოკადის და გულის გაჩერების და გულის უკმარისობის რისკს.
ნიფედიპინს შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება.
დიურეტიკები, კლონიდინი, სიმპათოლითიური საშუალებები, ჰიდრალაზინი და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებებს შეუძლიათ არტერიული წნევის ზომაზე მეტად დაქვეითება.
ახანგრძლივებს არამაპოლარიზებელი მიორელაქსანტების და კუმარინების ანტიკოაგულანტურ ეფექტს.
ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური სამკურნალო საშუალებები (ნეიროლეპტიკები), ეთანოლი, სედატიური და საძილე სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას. არ არის რეკომენდებული ერთობლივი გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად, ჰიპოტენზიური ეფექტის მნიშვნელოვანი გაზლიერების გამო. შუალედი მაო-ს ინჰიბიტორების და ბისოპროლოლის მიღებას ორის უნდა შეადგენდეს არანალკლებ 14 დღეს.
სპორინიის არაჰიდრირებული ალკალოიდები, ზრდიან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის რისკს. სულფასალაზინი ზრდის ბისოპროლოლის კონცენტრაციას პლაზმაში. რიფამპიცინი ამცირებს ნახევარგამოყოფის პერიოდს.

 

განსაკუთრებული მითითებები:
იმ ავადმყოფების კონტროლი, რომლებიც ღებულობენ ბისოპროლოს უნდა აერთიანებდეს გულის შეკუმშვათა რიცხვის და არტერიული წნევის გაზომვას (მკურნალობის დასწყისში ყოველდღიურად, შემდეგ 3-4 თვეში ერთხელ), ეკგ ჩატარება, შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა. ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციაზე თვალყურის დევნება 4-5 თვეში ერთხელ)
ავადმყოფმა უნდა შეისწავლოს გულისთუ გულის შეკუმშვათა სიხშირე ნაკლებია ვიდრე 50 დარტყმა/წუთში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ამოსუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა ავადმყოფებში რომლებსაც ანამნეზში აქვთ ბრონქული ასთმა.
სტენოკარდიის მქონე ავადმყოფების დაახლოებით 20%-ში ბეტა-ადრენობლოკატორები არაფექტურია.
ძირითადი მიზეზები მძიმე კორონარული ათეროსკლეროზი, იშემიის დაბალი ზღვარით. (გულის შეკუმშვათა სიხშირე უფრო ნაკლები ვიდრე 100 დარტყმა/წუთში) და სუბენდოკარდიული მიმოქცევის დამრღვევი მარცხენა პარკუჭის აწეული საბოლოო დიასტოლური მოცულობა.
მწეველებში ბეტა-ბლოკატორების ეფექტურობა უფრო ნალკლებია. ავადმყოდფებმა რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა გაითვალისწინონ, რომ მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ცრემლის პროდუქციის შემცირება.
ფეოქრომოციტომის მქონე ავადმყოფებში გამოყენებისას არსებობს პარადოქსული არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი, (თუ წინასწარ არ არის მიღწეული ეფექტური ალფა-ადრენობლოკადა).
თირეოტოქსიკოზის დროს ბისოპროლოლს შეუძლია შენიღბოს თირეოტიქსიკოზის გარკვეული კლინიკური სიმპტომები (მაგალითად, ტაქიკარდია). თირეოტოქსიკოზის მქონე ავადმყოფებში უეცარი მოხსნა უკუნაჩვენებია, რადგანაც შესაძლებელია სიმპტომატიკის გაძლიერება.
შაქრიანი დიაბეტის დროს შეუძლია ჰიპერგლიკემიით გამოწვეული ტაქიკარდიის შენიღბვა, არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორებისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ აძლიერებს ინსულინით გაპირობებულ ჰიპოგლიკემიას და ხელს არ უშლის სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის აღდგენას.
კლონიდინთან ერთობლივი გამოყენებისას, მისი მიღების შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ ბისოპროლოლის მოხსნიდან რამოდენიმე დღის შემდეგ.
დამძიმებული ალერგიული ანამნეზის ფონზე, ეპინეფრინის ჩვეულებრივი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გამოხატულების გაძლიერება და უეფექტობა.
გეგმიური ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მოხსნას ზოგად ანესთეზიამდე 48 საათით ადრე. თუ პაციენტმა მიიღო პრეპარატი ოპერაციის წინ, ზოგადი ანესთეზიისათვის უნდა შეირჩეს პრეპარატი მინიმალური ინოტროპული მოქმედებით.
ცდომილი ნერვის რეციპროკნული აქტივაციის მოსპობა შეიძლება ატროპინის შეყვანით (1-2მგ)
კატექოლამინების მარაგის შემამცირებელი სამკურნალო საშუალებებს (მათ შორის რეზერპინი), შეუძლიათ გააძლიერონ ბეტა-ადრენბლოკატორების მოქმედება, ამიტომ ის ავადმყოფები რომლებც ღებულობენ სამკურნალო საშუალებების ასეთ კომბინაციებს, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ, არტეიული წნევის და ბრადიკარდიის კონტოლის მიზნით.
სელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორები, ბრონქოსპასტიური დაავადებების მქონე ავადმყოფებს შეიძლება დაენიშნოთ სხვა ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების აუტანლობის ან/და უეფექტობის შემთხვევაში. ჭარბი დოზირება საშიშია ბრონქოსპაზმის განვითარებასთან დაკავშირებით. ხანდაზმულ პაციენტებში მზარდი ბრადიკარდიის, (50 დარტყმა/წუთში), არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითების (სისტოლური არტერიული წნევა 100მმ ვწყ. სვ.-ზე ნალები), AV ბლოკადის განვითრების შემთხვევაში, აუცილებელია დოზის შემცირება და მკურანალობის შეწყვეტა.
დეპრესიის განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია თერაპიის შეწყვეტა. მკურნალობის შეწყვეტა მწვავე არითმიის და მიოკარდის ინფარქტის საშიშროების გამო არ შეიძლება. მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის 2 კვირის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში (დოზა მცირდება 3-4 დღეში 25%). სისხლსი და შარდში კატექოლამინების, ნორმეტანეფრინის, ვანილინნუშის მჟავის და ანტინუკლეარული ანტისხეულების განსაზღვრის წინ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომობილის მართვისას და პოტენციურად საშიში სხვა ქმედებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქო-მოტორულ რაექციებს.

 

გამოშვების ფორმა:
ა) ტაბლეტი პვქ/პე/პვდქ ბლისტერი ალუმინის ფოლგის ან ალ/ალ ბლისტერში. 1, 3, 6 ან 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრქციასთან ერთად მოავსებულია მუყაოს კოლფში

 

შენახვის პირობები:
15-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით

 

მწარმოებელი:
ზენტივა ა.ს.,
სლოვაკეთის რესპუბლიკა

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.