კორენიტეკი 20მგ/12.5მგ #14ტ
სავაჭრო დასახელება: კო-რენიტეკი წამლის ფორმა: ტაბლეტები შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: ენალაპრილ მალეატი (enalapril) 20 მგ და ჰიდროქლოროთიაზიდი (HYDROCHLOROTHIAZIDE) 12.5 მგ. დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (ბიკარბონატი), ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სიმინდის სახამებელი ჟელატინიზირებული, რკინის ოქსიდი ყვითელი, მაგნიუმის სტეარატი. აღწერილობა: მრგვალი ტაბლეტი ყვითელი ფერის; ერთ მხარეს ამოტვიფრულია MSD 718, მეორე მხარეს კი დანაყოფი. ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰიპოტენზიური კომბინირებული საშუალება (ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტი (აგფ) ინჰიბიტორი + დიურეზული საშუალება).
ფარმაკოლოგიური თვისებები: კო-რენიტეკი წარმოადგენს აგფ ინჰიბიტორის (ენალაპრილ მალეატი) და დიურეზულის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაციას. კო-რენიტეკი არტერიული ჰიპერტენზიის (აჰ) სამკურნალო მაღალეფექტური საშუალებაა. მისი ორი კომპონენტის ჰიპოტენზიური ეფექტი ავსებს ერთმანეთს 24 საათის განმავლობაში. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობა უკეთ რეაგირებს კო-რენიტეკით მკურნალობაზე, ვიდრე ცალკეულ მის კომპონენტზე.
ფარმაკოდინამიკა: კომბინირებულ პრეპარატ კო-რენიტეკს გააჩნია ანტიჰიპერტენზიული და დიურეზული მოქმედება. ენალაპრილი წარმოადგენს აგფ-ს ინჰიბიტორს, რომელიც ხელს უწყობს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ II პრესორულ სუბსტანციაში. შეწოვის შემდეგ ენალაპრილი ჰიდროლიზის გზით გარდაიქმნება ენალაპრილატად, რომელიც ინჰიბირებას უკეთებს აგფ-ს. აგფ-ს ინჰიბირება იწვევს სისხლის პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირებას, რის შედეგადაც მატულობს სისხლის პლაზმის რენინის აქტივობა და კლებულობს ალდოსტერონის სეკრეცია. აგფ ფერმენტ კინაზინ II-ს იდენტურია, ამიტომ ენალაპრილი ასევე აბლოკირებს ვაზოდილატირებადი მოქმედების მქონე პეპტიდის - ბრადიკინინის დაშლას. ენალაპრილის თერაპიულ მოქმედებაში ამ ეფექტის მნიშვნელობა დასაზუსტებელია. დღესდღეობით ითვლება, რომ ის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ენალაპრილი ამცირებს არტერიულ წნევას (აწ), არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის აქტივობის დაქვეითება. არტერიული წნევის დაცემას თან ახლავს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შესუსტება, გულის კუმშვის უმნიშვნელო მომატება. ენალაპრილის მიღების შედეგად იმატებს თირკმელში სისხლის დინება, მაგრამ გორგლისებრი ფილტრაციის დონე უცვლელი რჩება. თუმცა, იმ პაციენტთა შემთხვევაში, რომელთაც გორგლისებრი ფილტრაცია თავიდანვე შემცირებული აქვთ, მისი დონე, როგორც წესი, იმატებს. ენალაპრილით ანტიჰიპერტენზიული თერაპია იწვევს მარცხენა პარკუჭის მნიშვნელოვან რეგრესიას და მისი დისფუნქციის პროგრესირების შენელებას. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთათვის ენალაპრილის მიღება იწვევს არტერიული წნევის დაცემას, როგორც ვერტიკალურ, ასევე მშვიდ მდგომარეობაში, გულის შეკუმშვის სიხშირის მომატების გარეშე. სიმპტომატური პოსტულარული ჰიპოტენზია იშვიათად ვითარდება. ზოგიერთ პაციენტთა შემთხვევაში, არტერიული წნევის ოპტიმალური დაწევის მიღწევას სჭირდება თერაპია რამდენიმე კვირის მანძილზე. ენალაპრილით თერაპიის შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ მომატებას. აგფ-ს აქტიურობის ეფექტური ინჰიბირება, როგორც წესი, ვითარდება ენალაპრილის ერთჯერადი დოზის შიგნით მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება იწყება 1 საათის მანძილზე, არტერიული წნევის მაქსიმალური დაწევა ხდება პრეპარატის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დოზაზე. თუმცა, რეკომენდებული დოზის მიღებისას, ანტიჰიპერტენზიული მოქმედება და ჰემოდინამიკური ეფექტები 24 საათის მანძილზე შენარჩუნდება. ენალაპრილი ამცირებს კალიუმის იონების კარგვას, რომელსაც ჰიდროქლოროთიაზიდის მიღება იწვევს. ენალაპრილსა და ჰიდროქლოროთიაზიდს მსგავსი დოზირების რეჟიმი აქვთ. ამიტომ, კო-რენიტეკი ენალაპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთობლივი მიღების მოსახერხებელ წამლის ფორმას წარმოადგენს.
ჰიდროქლოროთიაზიდი შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს რენინის აქტივობის მომატებას. მიუხედავად იმისა, რომ ენალაპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვრცელდება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე იმ პაციენტების შემთხვევაშიც კი, რომელთაც რენინის დაბალი კონცენტრაცია აქვთ, ჰიდროქლოროთიაზიდის დამატებითი გამოყენება ასეთი პაციენტების შემთხვევაში არტერიული წნევის მეტად გამოხატულ დაწევას იწვევს. ენალაპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენება იწვევს აწ-ს დაწევის ეფექტის გაძლიერებას განსხვავებით თერაპიის იმ სქემისაგან, როდესაც თითოეული პრეპარატი ცალ-ცალკე ინიშნებბა და ინარჩუნებს პრეპარატ კო-რენიტეკის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას 24 საათის მანძილზე.ფარმაკოკინეტიკა: ენალაპრილი შიგნით მიღების შემდეგ ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება მიღებიდან 1 სთ-ის მანძილზე. შიგნით მიღების შემდეგ აბსორბცია დაახლოებით 60% შეადგენს. შეწოვის შემდეგ ხდება ენალაპრილის სწრაფი ჰიდროლიზება და წარმოიქმნება აქტიური ნივთიერება ენალაპრილატი, აგფ-ს მძლავრი ინჰიბიტორი. ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება ენალაპრილის დოზის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. ენალაპრილის გამოყოფა უპირატესად თირკმელების საშუალებით ხდება. ძირითადი მეტაბოლიტები, რომლებიც შარდში განისაზღვრება, არის ენალაპრილატი, რომელიც დოზის დაახლოებით 40% შეადგენს და უცვლელი ენალაპრილი. ჰიდროლიზისა და ენალაპრილატის გარდა, მონაცემები ენელაპრილის მნიშვნელოვანი მეტაბოლიზის შესახებ არ არსებობს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის პირებს შორის ენალაპრილატის სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა ენალაპრილის მიღებიდან მე-4 დღეს. ენალაპრილატის ნახევრადგამოყოფის (T1/2) პერიოდი პრეპარატის გამოყენების მთელი კურსის დროს 11 საათს შეადგენს. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას ენალაპრილის შეწოვაზე.
ჰიდროქლოროთიაზიდი: ჰიდროქლოროთიაზიდის T1/2 5,6-დან 14,8 საათამდე. არ განიცდის მეტაბოლიზმს, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. შიგნით მიღებული დოზის არანაკლებ 61% უცვლელი სახით გამოიყოფა 24 საათის მანძილზე. ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტაში, მაგრამ არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ენალაპრილ მალეატისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია: ენალაპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის მრავალჯერადი მიღება არ ახდენს გავლენას (ან მხოლოდ უმნიშვნელოდ) პრეპარატის თითოეული კომპონენტის ბიოშეღწევადობაზე. მიღების ჩვენება არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტთათვის, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია). უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ; ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორების დანიშვნასთან, ასევე გენეტიკური ან იდიოპათური ანგიონევროზული შეშუპება; 18 წლამდე ასაკის პაციენტთათვის (უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი); ანურია; ჰემოდიალიზი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტთა შემთხვევაში. სიფრთხილით: აორტალური სტენოზი, ცერებროვასკულარული დაავადება, გიდ, გულის ქრონიკული უკმარისობა, შემაერთებელი ქსოვილის მწვავე აუტოიმუნური სისტემური დაავადება (მათ შორის სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმიტი), ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვა, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერკალიემია, თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი, მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ნატრიუმის შემზღუდველი დიეტა, მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება (მათ შორის დიარეა, ღებინება), ხანდაზმული ასაკი. მიღება ფეხმძიმობის დროს: რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობის დროს. ფეხმძიმობის დადგენისათანავე შეწყვეტილ უნდა იქნას პრეპარატ კო-რენიტეკის მიღება. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც პრეპარატის მიღებას დედისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. პრეპარატის ფეხმძიმობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს მიღების შემთხვევაში, აგფ ინჰიბიტორები ნაყოფის ან ჩვილის დაავადებას ან სიკვდილს იწვევს. ამ პერიოდის განმავლობაში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას უარყოფითი გავლენა აქვს ნაყოფსა და ჩვილზე, კერძოდ, არტერიული წნევის ვარდნა, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერკალიემია და/ან ჩვილის თავის ქალის ჰიპოპლაზია. შესაძლებელია ოლიგოჰიდრამნიონის ჩამოყალიბება, რაც, როგორც წესი, თირკმლის ფუნქციის კლების შედეგადაა მოსალოდნელი. რეკომენდებული არ არის ფეხმძიმობის დროს დიურეტიკების გამოყენება, რამეთუ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფისა და ახალშობილის სიყვითლე, თრომბოციტოპენია და, მოზრდილ პაციენტთა მსგავსად, სხვა გვერდითი ეფექტები. პრეპარატის ფეხმძიმობის დროს გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტი გაფრთხილებულ უნდა იქნას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის დანიშვნა აუცილებელი ხდება ფეხმძიმე ქალისთვის, მკურნალობის პროცესში ნაყოფის მდგომარეობის დასადგენად რეგულარულად ულტრაბგერითი გამოკვლევა უნდა ტარდებოდეს. გამოკვლეულ უნდა იქნას ასევე ინტრაამნიონური სივრცე ოლიგოჰიდრამნიონის საწყის სტადიაში გამოსავლენად. ოლიგოჰიდრამნიონის გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს კო-რენიტეკის მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატის მიღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დედისათვის. თუმცა, როგორც ექიმებმა, ასევე პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ოლიგოჰიდრამნიონი შესაძლოა განვითარდეს, როდესაც უკვე ადგილი აქვს ნაყოფის შეუქცევად დაზიანებას. ენალაპრილი, რომელიც პლაცენტაში აღწევს, შესაძლოა გამოყვანილ იქნას ახალშობილის სისხლისმიმოქცევიდან პერიტონეალური დიალიზის საშუალებით. თეორიულად, შესაძლებელია პრეპარატის სისხლიდან გამოდევნა სისხლის ცვლადი გადასხმის გზით. დღესდღეობით არ არსებობს ჰიდროქლოროთიაზიდის ნაყოფის სისხლისმიმოქცევიდან გამოდევნის კლინიკური გამოცდილება.
მიღება ძუძუთი კვების დროს: როგორც ენალაპრილი, ასევე თიაზიდური დიურეტიკები ხვდება დედის რძეში. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტმა ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოს. მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის შიგნით მიღებაზე არ მოქმედებს საკვების მიღება.
არტერიული ჰიპერტენზია: ჩვეული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღე-ღამეში ერთხელ. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია დოზირების გაზრდა - 2 ტაბლეტი დღე-ღამეში.
ადრეული მკურნალობა დიურეტიკებით: კო-რენიტეკით მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს არტერიული წნევის სიმპტომატური დაცემა. ეს ხშირად ვლინდება იმ პაციენტთა შემთხვევაში, რომლებსაც დიურეზულების გამოყენებით ჩატარებულმა თერაპიამ დაარღვია წყალ-ელექტროლიტური ბალანსი. თერაპია დიურეზულების გამოყენებით შეწყვეტილ უნდა იქნას კო-რენიტეკით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე. თირკმლის უკმარისობა: თიაზიდური დიურეზულები ხშირად არასაკმარისად ეფექტურია თირკმლის ფუნქციის მოშლის მქონე პაციენტთა შემთხვევაში და სრულიად არაეფექტურია კრეატინინის კლირენსის 30მლ/წთ-მდე და ქვემოთ (ზომიერი და გამოხატული თირკმლის უკმარისობა) დაწევის დროს, რაც გასათვალისწინებელია თერაპიის შერჩევის დროს. იმ პაციენტთა შემთხვევაში, რომელთა შემთხვევაში კრეატინინის კლირენსის დიაპაზონი 30-დან 80 მლ/წთ-მდე აღწევს, კო-რენიტეკი გამოიყენება მხოლოდ პრეპარატის თითოეული კომპონენტის დოზის საგულდაგულო შერჩევის შემდეგ. ენალაპრილის რეკომენდებული დოზა ზომიერი თირკმლის უკმარისობის დროს 5-10 მგ შეადგენს. გვერდითი მოვლენები: კო-რენიტეკი ადვილად გადასატანია. კლინიკური გამოკვლევების დროს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ზომიერი იყო და უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობას არ საჭიროებდა. გვერდით მოვლენებს შორის ყველაზე გავრცელებულია თავბრუსხვევა და მოთენთილობა, რომლებიც, როგორც წესი, სწრაფად ქრებოდა და იშვიათად საჭიროებდა პრეპარატის მოხსნას. სხვა გვერდითი მოვლენები (1-2%): კუნთების კრუნჩხვა, ღებინება, ასთენია ორთოსტატური ეფექტები, მათ შორის, ორთოსტატური ჰიპოტენზია, თავის ტკივილი, ხველა და იმპოტენცია. იშვიათად გვხვდება შემდეგი არასასურველი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა ან კონტროლირებადი კლინიკური გამოკვლევების, ან ფართო გამოყენების პროცესში: სისხლისმიმოქცევის ორგანოთა სისტემა: გულყრა, არტერიული წნევის გამოხატული დაცემა, გულის აჩქარება, ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში. საჭმლის მომნელებელი ორგანოთა სისტემა: პანკრეატიტი, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, ყაბზობა. ცენტრალური ნერვული სისტემა: უძილობა, ძილიანობა, პარესთეზიები, მომატებული ნერვული აგზნებადობა. სასუნთქი სისტემა: ქოშინი. კანის საფარი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის გამონაყარი, ქავილი, ჰიპერჰიდროზი. სხვა: თირკმლის ფუნქციის მოშლა, თირკმლის უკმარისობა, ლიბიდოს შესუსტება, სიმშრალე პირის ღრუში, პოდაგრა, შუილი ყურებში, ართრალგია. აღწერილ იქნა სინდრომების კომპლექსი, რომელიც შეიცავს ცხელებას, სეროზიტს, ვასკულიტს, მიალგიას/მიოზიტს, ართრალგიას/ართრიტს, დადებითი ტესტი ანტინუკლეურ ანტისხეულებზე, ერითროციტების დაგროვების სისწრაფის მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. შესაძლოა გამოვლინდეს ფოტოსენსიბილიზაცია. ალერგიული რეაქციები/ანგიონევროზული შეშუპება: სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმოვანი იოგების, კიდურების და/ან საყლაპავის ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევა ძალზე იშვიათად გამოვლენილა (იხ. განსაკუთრბული მითითებები). ასევე იშვიათად გამოვლენილა ინტერსტიციული ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან, მათ შორის, ენალაპრილთან. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალიემია, ჰიპერურიკემია და ჰიპოკალიემია. აღინიშნა ასევე შრატის კრეატინინის კონცენტრაციის და ღვიძლის ფერმენტების აქტივობისა და/ან შრატის ბილირუბინის მომატება. ეს მაჩვენებლები, როგორც წესი, ნორმალიზდებოდა კო-რენიტეკით მკურნალობის დასრულების შემდეგ. აღინიშნა ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის მაჩვენებლების დაწევა. ჭარბი დოზა: სიმპტომები: ენალაპრილ მალეატი არტერიული წნევის გამოხატული დაცემა, რომელიც პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ იწყება. სისხლის პლაზმაში ენალაპრილატის კონცენტრაცია, რომელიც 100-200-ჯერ აღემატება თერაპიული დოზის დანიშვნის შედეგად ჩამოყალიბებულ კონცენტრაციას, აღინიშნა შესაბამისად 300 და 440 მგ ენალაპრილის მიღების შემდეგ. ჰიდროქლოროთიაზიდი სიმპტომატიკა, გამოწვეული ელექტროლიტების დაკარგვითა (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპოანატრიემია) და დეჰიდტრატაციით ჭარბი დიურეზის გამო. თუ პაციენტი ადრე დიგიტალისის პრეპარატებს ღებულობდა, ჰიპოკალიემიამ, შესაძლოა, არითმია გამოიწვიოს. მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიური მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის მიღების სამკურნალოდ. პაციენტი ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეწყვეტილი. მკურნალობა - სიმპტომატური. გადაუდებელ ზომად შეიძლება ჩაითვალოს კუჭის ამორეცხვა, თუკი პრეპარატი ცოტა ხნის წინაა მიღებული, ასევე დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური ბალანსისა და არტერიული წნევის მკვეთრი დაწევის კორექცია საყოველთაოდ გავრცელებული მეთოდების გამოყენებით: 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის შინაგანი ინფუზია. ეფექტურია, ასევე, ანგიოტენზინ II-ს შეყვანა. ენალაპრილატის გამოყვანა სისხლისმიმოქცევის სისტემიდან შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით (იხ. განსაკუთრებული მითითებები, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები). ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები ენალაპრილის სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან დანიშნვისას შესაძლოა აღინიშნოს ეფექტის სუმირება. შრატის კალიუმი კალიუმის დაკარგვა თიაზიდური დიურეტიკების მიღების ფონზე, როგორც წესი, სუსტდება ენალაპრილის მოქმედებით. სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაცია, როგორც წესი, ნორმის ფარგლებში რჩება. კალიუმი კალიუმის დამატებების, კალიუმის დამზოგველი დიურეზულების ან კალიუმის შემცველი მარილების გამოყენება, განსაკუთრებით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტთა შემთხვევაში, იწვევს შრატში კალიუმის შემცველობის მკვეთრ მომატებას. ლითიუმის პრეპარატები ლითიუმის პრეპარატებს, როგორც წესი, არ ნიშნავენ დიურეზულებს, ან აგფ ინჰიბიტორებთან ერთად. დიურეზულები და აგფ ინჰიბიტორები ასუსტებენ თირკმელების მიერ ლითიუმის გამოყოფას, რის შედეგადაც იმატებს ლითიუმით ინტოქსიკაციის რისკი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) თირკმლის ფუნქციის მოშლის მქონე ზოგიერთი იმ პაციენტის შემთხვევაში, რომლებიც აასპ-ს ღებულობენ, აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ, შესაძლოა, თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს. ეს ცვლილებები, როგორც წესი, შექცევადია. არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტები თიაზიდური დიურეტიკების შედეგად იმატებს მგრძნობელობა ტუბოკურარინის მიმართ. განსაკუთრებული მითითებები არტერიული ჰიპოტენზია და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მოშლა როგორც ნებისმიერი ჰიპოტენზიური თერაპიის დროს, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს არტერიული წნევის სიმპტომატური დაცემა. სავალდებულოა პაციენტთა გამოკვლევა-სითხის უკმარისობის, ჰიპოვოლემიის, ჰიპოანატრიემიის, ჰიპოქლორემიული ალკალოზის, ჰიპომაგნიემიის ან ჰიპოკალემიის მოშლის კლინიკური ნიშნების დადგენის მიზნით, რომლებიც, შესაძლოა, დიარეის ან ღებინების შედეგად გაჩნდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გულის იშემიური დაავადების ან ცერებროვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც კო-რენიტეკს ღებულობენ, რამეთუ არტერიული წნევის მკვეთრმა დაწევამ, შესაძლოა, მიოკარდის ინფარქტი ან ინსულტი გამოიწვიოს. არტერიული წნევის გამოხატული დაცემის დროს პაციენტი უნდა დაწვეს ლოგინში და, საჭიროებისამებრ, გამოყენებულ უნდა იქნას 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის შინაგანი ინფუზია. არტერიული წნევის დროებითი დაცემა რპეპარატის დანიშნვის დროს არ უშლის ხელს მის შემდგომ გამოყენებას. არტერიულ წნევასა და ცირკულირებადი სისხლის მოცულობის ნორმალიზაციის შემდგომ შესაძლოა აღდგენილ იქნას თერაპია ან შემცირებული დოზით, ან პრეპარატის კომპონენტების ცალკეული გამოყენების გზით. აორტალური სტენოზი/ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია როგორც სხვა, ვაზოდილატირებადი მოქმედების მქონე პრეპარატები, აგფ ინჰიბიტორები დიდი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს იმ პაციენტებს, რომელთაც გართულებული აქვთ გულის მარცხენა პარკუჭში სისხლის ცვლა. თირკმლის უკმარისობა პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტს (კრეატინინის კლირენსის 80 მლ/წთ-ზე ნაკლები), სანამ პრეპარატის ცალკეული კომპონენტების შერჩევის შედეგად არ დადგინდება, რომელი პრეპარატი შეიცავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტთა შემთხვევაში, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის შედეგად აღნიშნულ იქნა სისხლში შარდოვანასა და შრატში კრეატინინის მომატება. ეს ცვლილებები შექცევადი ხასიათისაა და, როგორც წესი, მკურანლობის შეწყვეტის შემდეგ მაჩვენებლები ნორმას უბრუნდება. ღვიძლის დაავადება თიაზიდური დიურეტიკები სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის მოშლის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტთა შემთხვევაში, რადგან წყალ-ელექტროლიტური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებასაც კი შეუძლია ღვიძლის კომის გამოწვევა. ქირურგია/ზოგადი ანესთეზია დიდი ქირურგიული ოპერაციების ან ზოგადი ანესთეზიის დროს, როდესაც გამოიყენება ჰიპოტენზიური ეფექტის მქონე პრეპარატები, ენალაპრილატი ბლოკირებას უკეთებს ანგიოტენზინ II წარმოქმნას რენინის კომპენსატორულ გამონთავისუფლებასთან მიმართებაში. გარდა ამისა, არტერიული წნევის გამოხატული ვარდნის განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი კორექცია შესაყვანი სითხის რაოდენობის გაზრდის გზით. მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები თიაზიდური დიურეტიკები ხშირად გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევს იწვევს. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიურ საშუალებათა დოზის კორექცია, მათ შორის, ინსულინის. თიაზიდური დიურეტიკები ამცირებს შარდში კალციუმის ექსკრეციას, ასევე შრატში კალციუმის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატებას. გამოხატული ჰიპერკალიემია, შესაძლოა, ფარული ჰიპერპარათირეოზის ნიშანი იყოს. თიაზიდური დიურეტიკების მიღება შეწყვეტილ უნდა იქნას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კვლევის დაწყებამდე. ალერგიული რეაქციები/ანგიონევროზული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით, მათ შორის, ენალაპრილით მკურნალობისას, იშვიათად გამოვლენილა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმოვანი იოგების, კიდურების და/ან საყლაპავის ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები. ეს მოვლენები შესაძლოა გაჩნდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ენალაპრილის მიღება. მსგავსი კლინიკური სიმპტომების კორექციის მიზნით, პაციენტი ექიმის კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. დაკვირვების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ზემოაღნიშნული სიმპტომების გავლის შემდეგ. თუკი შეშუპება სახისა და ტუჩების არეში ვრცელდება, როგორც წესი, სპეციფიური მკურნალობა საჭირო არ არის, ანტიჰისტამინური საშუალებებით ჩატარებული თერაპია ამ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურია. საყლაპავის შეშუპებასთან დაკავშირებულ ანგიონევროზული შეშუპებას ზოგჯერ ლეტალური დასასრული აქვს. იმ შემთხვევაში, როდესაც შეშუპების ლოკალიზაციის ადგილია ენა, ხმოვანი იოგები და საყლაპავი, რაც სასუნთქი გზების ობსტრუქციას იწვევს, პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა შეუყვანოთ კანქვეშ 0.1% (0,3-0,5 მლ) ეპინეფრინის ხსნარი, რათა შესაძლებელი გახდეს სასუნთქი გზების გახსნა. ნეგროიდული რასის პაციენტებს შორის, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს ღებულობენ, შეშუპება უფრო ხშორად აღინიშნება. პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აქვთ ანგიოშეშუპება, რომელიც არ არის დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან, სხვა პაციენტებზე მეტად არიან აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე ანგიონევროზული შეშუპების წარმოქმნის რისკის ქვეშ (იხ. ასევე უკუჩვენება). პაციენტები, რომლებიც თიაზიდურ დიორეზულებს ღებულობენ, შესაძლოა გაუჩნდეთ ალერგიული რეაქციები ალერგიული ანამნეზისგან დამოუკიდებლადაც. ასეთ პაციენტებს შორის დაფიქსირებულა სისტემური წითელი მგლურას რეციდივის ან გართულების შემთხვევები. იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებს, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს ღებულობდნენ, უვითარდებოდათ სიცოცხლისათვის საშიში სიფრიფანაფრთიანების შხამისაგან დაზადებული ალერგენით ჰიპოსენსიბილიზაციის ჩატარების დროს ანაფილაქტოიდური რეაქციები. შესაძლებელია მსგავსი რეაქციების თავიდან აცილება, თუ ჰიპოსენსიბილიზაციის დაწყებამდე დროებით იქნება შეწყვეტილ აგფ ინჰიბიტორების მიღება. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები კო-რენიტეკის დანიშვნა უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტთათვის, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან (იხ. უკუჩვენება). ანაფილაქტოიდური რეაქციების შემთხვევები დაფიქსირებულა იმ პაციენტთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ დიალიზზე მაღალგამტარიანი მემბრანების გამოყენებით (მაგ. AN 69) და ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს. ასეთი პაციენტების შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას სხვა ტიპის დიალიზური მემბრანები ან სხვა ჯგუფის ჰიპოტენზიური საშუალებები. ხველა აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე ზოგჯერ ვლინდება ხველის შემთხვევები. როგორც წესი, ხველა არაპროდუქტიული, ძლიერი ხასიათისაა და წყდება მხოლოდ თერაპიის დასრულების შემდეგ. აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებული ხველა წარმოადგენს ხველის დიაგნოსტიკის დიფერენციალურ ნაწილს. გამოყენება ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში ენალაპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული მიღების ეფექტურობისა და ამტანობის კლინიკური გამოკვლევების შედეგები ერთნაირია ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებს შორის. გამოყენება პედიატრიაში დადგენილი არ არის პრეპარატის ბავშვების სამკურნალოდ გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა. გამოშვების ფორმა: ბლისტერში მოთავსებულია 7 ტაბლეტი ან 56 ტაბლეტი ფლაკონში. მუყაოს კოლოფში 1,2 ან 4 ბლისტერი ან 1 ფლაკონი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვის პირობები: სია B. 300-ზე ნაკლებ ტემპერა-ტურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტებისთვის, რომლებიც მოთავსებულია 7 ტაბლეტი ბლისტერში, 1, 2 ან 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, მიღების ინსტრუქციასთან ერთად - 36 თვე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები გაიცემა ექიმის რეცეპტით. მწარმოებელი ფირმა:
"Merck Sharp & Dohme, B.V.", ჰაარლემი, ნიდერლანდები