newhospitals

კორდაფლექსი

კორდაფლექსი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6026ნახვა
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების წინ!

• თუ თქვენ გექნებათ დამატებითი კითხვები, გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

• ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის და არ შეიძლება სხვა პირებისათვის მისი გადაცემა. ამან შეიძლება მათ ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენს სიმპტომებს. კორდაფლექსი® რეტარდი ტაბლეტები 20 მგ დაფარულია გარსით გარსით დაფარული რეტარდის თითო ტაბლეტი შეიცავს 20მგ ნიფედიპინს. ასევე ტაბლეტი შეიცავს: ეუდრაჰიტ RS, ეუდრაჰიტ NE, მაგნიუმის სტეარატს, ტალკს, ჰიდროქსიპროპილცელულოზას, ნატრიუმის კროსკარმელოზას, ლაქტოზის მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ტიტანის დიოქსიდს, რკინის წითელ ოქსიდს, ჰიპრომელოზას.


1. რა არის კორდაფლექსი და რისთვის გამოიყენება იგი:

- აქტიური კომპონენტი ნიფედიპინი განეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, რომელთაც ვაზოდილატატორები, კალციუმის ანტაგონისტები ჰქვია. მისი მოქმედება მიმართულია სისხლძარღვების გაფართოვებისა და არტერიული წნევის დაქვეითებისკენ. იგი მნიშვნელოვანი სამკურნალო საშუალებაა სტენოკარდიის (ტკივილი გულმკერდში) და მომატებული არტერიული წნევის დროს.


2. კორდაფლექსის ტაბლეტების მიღებამდე:

თქვენ არ უნდა მიიღოთ კორდაფლექსი, თუ: - გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ნიფედიფინზე, სხვა დიჰიდროპირიდინებზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე, - გაქვთ სისხლის მიმოქცევის სისტემის არასტაბილური მდგომარეობა, გულის მწვავე უკმარისობა (კარდიოგენული შოკი), არასტაბილური სტენოკარდია, კლინიკურად გამოხატული აორტული სტენოზი, - ახლახან (არა უგვიანეს ერთი თვისა) გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი, - ხართ ორსულად (პირველი სამი თვის განმავლობაში), აპირებთ დაორსულებას ან ძუძუს აწოვებთ ბავშს. თუ თქვენ ზუსტად არ იცით გადატანილი დაავადებები, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

პრეპარატი არ უნდა მიიღოთ სტენოკარდიის მწვავე შეტევის სამკურნალოდ:

კორდაფლექსის ტაბლეტების მიღება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების დაავადება ან დიაბეტი (შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია). ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნას გარსიან ტაბლეტში ლაქტოზის (30მგ) შემადგენლობა. პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით


კორდაფლექსის ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში:

ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნას კვების წინ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით კორდაფლექსის ტაბლეტების მიღების დროს აკრაძალულია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება. ტაბლეტებს არ უნდა დააყოლოთ გრეიფრუტის წვენი, რადგანაც პრეპარატის რაოდენობა სისხლში შეიძლება გაიზარდოს.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება:

ორსულობისა ან ძუძუთი კვების დროს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ თქვენ ხართ ორსულად (პირველი სამი თვე) ან გეგმავთ ორსულბას, ნუ მიიღებთ კორდაფლექს რეტარდის აბებს. ორსულობის პირველი და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში კორდაფლექსის მიღება დასაშვებია მხოლოდ რისკისა და სარგებლობის გულისხმიერი ანალიზის შემდეგ. თუ თქვენ ბავშვს ძუძუთი კვებავთ და მკურნალი ექიმი ნიშნავს კორდაფლექს რეტარდის ტაბლეტებს, იგი მოგცემთ რეკომენდაციას შეწყვიტოთ ძუძუთი კვება. კორდაფლექს რეტარდის ტაბლეტების მიღების დროს არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება.

 

ავტოტრანსპორტის მართვა და ავარიულად საშიში სამუშაოების წარმოება:

მკურნალობის პირველ სტადიაზე, და ასევე, თუ აღინიშნება გულის წასვლა ან თავბრუსხვევა თავი აარიდეთ ტრანსპორტის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას. შემდეგ კი დაეკითხეთ ექიმს, შეგიძლიათ თუ არა ამ ტიპის სამუშაოების შესრულება.

 

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება:

გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ ამჟამად ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, თუნდაც რეცეპტის გარეშე.

 

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ:

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებს (აგფ-ინჰიბიტორს, შარდმდენ საშუალებებს, ნიტრატებს, ბეტა-ბლოკატორებს, პრაზოზინს, დილთიაზემს) მათ შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის უეცარი დაწევა. თუ თქვენ იღებთ სათითურას პრეპარატებს, ექიმმა შეიძლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს თქვენი ყოფნა მეთვალყურეობის ქვეშ.

 

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ:

რიფამპიცინს, ქინიდინს, ციმეტიდინს, ერითრომიცინს, ფლუკონაზოლს, ითრაკონაზოლს, კეტოკონაზოლს, ფენიტოინს, ციკლოსპორინს, კარბამაზეპინს ან სხვა ბარბიტურატს, ასევე, იმ ნივთიერებებს, რომლებიც აქვეითებს სისხლის სიბლანტეს (მაგალითად, კუმარინი).

 

3. როგორ უნდა მიიღოთ კორდაფლექსი:

კორდაფლექსის ტაბლეტები მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივი დოზა: გარსით დაფარული რეტარდის 1 ტაბლეტი - 2-ჯერ დღეში (2X20მგ ნიფედიპინი). აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 2X2 ტაბლეტამდე (2X40მგ). ნიფედიპინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა - 120მგ (6 ტაბლეტი). ტაბლეტის მიღებათა შორის უნდა იყოს 12 საათიანი ინტერვალი. [u]პრეპარატი არ არის რეკომინდირებული ბავშვებისათვის.[/u] გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, დააყოლეთ სითხე ან წყალი. არ მიაყოლოთ გრეიფრუტის წვენი. თუ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ კორდაფლექსს აქვს ან ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი მოქმედება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ თქვენ მიიღეთ კორდაფლექსის ძალიან ბევრი ტაბლეტი:

მნიშვნელოვანია არ მიიღოთ ბევრი ტაბლეტი. თუ მიიღებთ ბევრ ტაბლეტს, ან გაგიჩნდებათ ეჭვი, რომ ბავშვმა გადაყლაპა იგი, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები, ექიმის ინფორმირებისთვის.


გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები:

გარდა არასასურველი მოვლენებისა, ინტოქსიკაციის სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაწევა, ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდში (სტენოკარდია), კოლაფსი, გონების დაკარგვა, კვანძოვანი ან პარკუჭოვანი დამატებითი რითმი სინუსური კვანძის ფუნქციის დათრგუნვისა და წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარებლობის შენელების გამო, ბრადიკარდია ან გულის გაჩერება, ინსულინის სეკრეციიის ჩახშობა. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კომა, ჰიპერკალიემია, მეტაბოლური ალკალოზი, კარდიოგენული შოკი ფილტვების შეშუპებით. გადაჭარბებული დოზირების მკურნალობა: რადგან არ არსებობს ნიფედიპინის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტიდოტი, გადაუდებელი თერაპიის ძირითადი მიზანია ნიფედიპინის გამოდევნა ორგანიზმიდან და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ფუნქციის აღდგენა. ინტოქსიკაციის ადრეულ სტადიაზე პირველი სამკურანლო ღონისძიებაა კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება. ნიფედიფინი არ გამოიდევნება დიალიზის გზით. შეიძლება სასარგებლო იყოს პლაზმაფერეზი. ბრადიკარდია შეიძლება მოიხსნას ატროპინით და/ან ბეტა-სიმპატომიმეტიკებით. გამოხატული ბრადიკარდია და არითმია შეიძლება მოიხსნას გულის რითმის ხელოვნური პეისმეკერის დროებითი გამოყენებით. ინტოქსიკაციის სიმპტომები მალე მცირდება კალციუმის გლუკონატის 10 %-იანი ხსნარის შეყვანის შემდეგ (ჯერ ი/ვ 1 - 2 გ, შემდეგ ინფუზია). თუ არტერიული წნევა არ მატულობს კალციუმის, დოფამინისა (სხეულის წონაზე 5 მკგ/კგ-მდე/წთ) ან დობუტამინის (სხეულის წონაზე 15 მკგ/კგ-მდე/წთ) შეყვანის შემდეგ, გამოყენებულ უნდა იქნას ადრენალინი ან ნორადრენალინი. ორგანიზმისთვის მიწოდებული სითხის რაოდენობა ზედმიწევნით უნდა კონტროლდებოდეს გულის გადატვირთვის პროფილაქტიკისთვის. თუ თქვენ დაგავიწყდათ კორდაფლექსის ტაბლეტის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატმა, კორდაფლექსის ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. განსაკუთრებით ხშირად გვერდითი მოვლენები ჩნდება თერაპიის პირველ ეტაპზე, თუმცა არ არის მძიმე და ადვილად გაივლის. ასეთ მოველნებს მიეკუთვნება: გულის აჩქარება, სისხლძარღვების გაფართოვება, პერიფერიული შეშუპები, ყაბზობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ლეთარგია, სახის სიწითლე და სიმხურვალე.


ხშირი გვერდითი მოვლენებია:

ტკივილი მუცლის არეში, გულმკერდში, ქვედა კიდურების არეში, სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, ორტოსტატიული ჰიპოტენზია, გონების დაკარგვა, ტაქიკარდია, ქოშინი, ფაღარათი, პირის სიმშრალე, დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა, ქვედა კიდურების კრუნჩხვები, უძილობა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, პარესთეზია, მძინარობა, თავბრუს ხვევა, ქავილი, კანზე გამონაყარი, ნიქტურია, პოლიურია.


იშვიათი გვერდითი მოვლენებია:

ალერგიული რეაქციები, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, კანკალი, სახის შეშუპება, ცხელება, სიყვითლე, ცხვირიდან სისხლის დენა, ღებინება, ანორექსია, რეგურგიტაცია, ღრძილების ანთება და ჰიპერპლაზია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლა, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ჰიპერესთეზია, ძილის დარღვევა, ტრემორი, განწყობის შეცვლა, სისხლძაღვოვანი შეშუპება, გამონაყარი (მაკულო-პაპულური, პუსტულოზური ან ვეზიკო-ბულოზური), მომატებული ოფლიანობა, ურტიკარული ელემენტები, მხედველობის დაზიანება, თვალების ტკივილი, დიზურია, იმპოტენცია. ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევბში - მიოკარიდიუმის ინფარქტი, რომელიც, ასევე, შეიძლება იყოს გულის იშემური დაავადების შედეგი. ალერგიული რეაქციები ხორხის შეშუპებით, გამოხატული ბრონქოსპაზმი, რომელიც ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ, ეზოფაგიტი, ნაწლავური გაუვალობა, წყლულები, ჰეპატიტი, ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ექსფოლიატური დერმატიტი, ფოტოდერმატიტი. ზოგჯერ აღინიშნება სისხლში გლუკოზის დონის მომატება, სარძევე ჯირკვლების გადიდება; ეს მოვლენები უკუვითარდება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. მკურნალობის კურსის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს სტენოკარდიის შეტევები, იმ შემთხვევაში, თუ ეს შეტევები უკვე ფიგურირებდა ანამნეზში, ისინი შეიძლება გახშირდეს, ხანგრძლივობა ან სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს. ჰიპერტენზიითა და/ან გულის იშემური დაავადებით დაავადებულ პაციენტებში თერაპიის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი ან მიოკარდიუმის იშემია ("გაქურდვის ფენომენი") ნებისმიერი გვერდითი მოვლენის აღმოჩენისას, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

5. გამოშვების ფორმა:

30 ან 60 ტაბლეტი ყავისფერ შუშის ქილაში, რომელიც დახუფულია თეთრი პოლიეთილენის ხუფით ან თეთრი საგარანტიო ხუფით. ქილაში ჩადებულია სინთეტურბოჭკოვანი ბამბა ან პლასტმასის ზამბარა. ქილას აქვს ეტიკეტი. ქილას პრეოპარატის მიღების ინსტუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში.


6. შენახვის პირობები:

უნდა შეინახოთ ოთახის 15-25C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

7. ვარგისიანობის ვადა:

ვარგისიანობის ვადა მოცემულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატის შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

8. აფთიაქებში გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტით.

 

9. მწარმოებელი:

ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს 1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38 უნგრეთი

 

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.