newhospitals

კორაქსანი 7,5 მგ

კორაქსანი 7,5 მგ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5103ნახვა
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადრებით წაიკითხეთ ეს ჩანართი ბოლომდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას 

 

 შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. ის შეიძლება თქვენ კიდევ დაგჭირდეთ.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირებისთვის. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას, იმის მიუხედავად, რომ მათი სიმპტომები თქვენის მსგავსია.
გვერდითი ეფექტების აღმოცენების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. განყ 4.

 

 

ეს ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რას წარმოაგენს კორაქსანი და რა შემთხვევებში გამოიყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ კორაქსანის მიღების დაწყებამდე
3. როგორ მოვიღოთ კორაქსანი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. როგორ შევინახოთ კორაქსანი
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია 


    

1. რას წარმოადგენს კორაქსანი და რა შემთხვევებში გამოიყენება 

რა შემთხვევებში გამოიყენება კორაქსანი?
კორაქსანი (ივაბრადინი) ეს არის გულ-სისხლძარღვთა პრაპარატი, რომელიც გამოიყენება:
სიმპტომური სტაბილური სტენოკარდიის სამკურნალოდ (რომელიც იწვევს ტკივილს გულ-მკერდის არეში) მოზრდილ პაციენტებში გულისცემის სიხშირით- ≥70დარტყმა/წთ. ის ენიშნება მოზრდილ პაციენტებს, რომელთაც გააჩნიათ ბეტა-ბლოკერების სახელით ცნობილი გულ-სისხლძაღვთა პრეპარატების აუტანლობა ან არ შეუძლიათYმათი მიღება. ის ასევე გამოიყენება ბეტა-ბლოკერებთან ერთად კომბინაციაში, ისეთ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სრულად ვერ კონტროლირდება ბეტა-ბლოკერებით მკურნალობისას. 
გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში, მომატებული გულისცემის სიხშირით (რომელიც მეტი ან ტოლია 70 დარტყმა/წთ) 

სტაბილური სტენოკარდიის შესახებ. (ჩვეულებრივ, წოდებული როგორც <<სტენოკარდია>>): 
სტაბილური სტენოკარდია – ეს არის გულის დაავადება, რომელიც ვითარდება იმ  შემთხვევაში, როდესაც გული ვეღარ ღებულობს ჟანაგბადის საკმარის რაოდენობას. ძირითადად, ვითარდება 40-50 წლის ასაკში. სტენოკარდიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია – ტკივილი და დისკომფორტი გულ-მკერდის არეში. სტენოკარდია უმეტესად ვითარდება მაშინ, როდესაც იზრდება გულის შეკუმშვათა სიხშირე, ანუ ფიზიკური დატვირთვისას, ემოციური განცდებისას, სიცივეში ან ჭამის შემდეგ. ადამიანებში, რომელთაც აწუხებთ სტენოკარდია, გულისცემის გახშირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულ-მკერდის არეში.

 

 

გულის ქრონიკული უკმარისობის შესახებ: 
გულის ქრონიკული უკმარისობა – ეს არის გულის დაავადება, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც თქვენს გულს არ აქვს უნარი გაატაროს ორგანიზმისათვის საჭირო სისხლის რაოდენობა, გულის უკმარისობის ყველაზე გვარცელებულ სიმპტომს მიეკუთვნება ქოშინი, გადაღლილობა, სწრაფი დაღლა, წვივების შეშუპება.  

 

 

რაში მდგომარეობს კორაქსანის მოქმედების პრინციპი?
კორაქსანის ძირითადი მოქმედება დაფუძნებულია გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებაზე, წუთში რამდენიმე დარტყმით. ეს ამცირებს გულის მოთხოვნას ჟანგბადზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტენოკარდიული შეტევის ალბათობა უფრო მაღალია. ამგვარად, კორაქსანს შეუძლია აკონტროლოს და შეამციროს სტენოკარდიის შეტევათა რიცხვი. 
გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ მომატებული გულისცემის სიხშირე უარყოფ
ითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების პროგნოზზე, ივაბრადინის სპეციფიკური ბრადიკარდიული მოქმედება ამცირებს გულის შეკუმშვათა რიცხვს და ამგვარად, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ამ პაციენტების პროგნოზს.

 

 

2. რა უნდა ვიცოდეთ კორაქსანის მიღების დაწყებამდე

კორაქსანის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
-  თუ თქვენ გაქვთ ალერგია ივაბრადინზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (კომპონენტები ჩამოთვლილია განყოფილებაში 6); 
-  მკურნალობის დაწყებამდე,  მოსვენების მდგომარებაში გულისცემის ძალიან დაბალი სიხშირის დროს (70 დარტყმა/წუთში ნაკლები);
-  თუ თქვენ გაწუხებთ კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა რომლის დროს აუცილებელია სტაციონარში მკურნალობა);
-  გულის შეკუმშვათა სიხშირის დარღვევის დროს;
-  გულის შეტევის დროს;
-  ძალიან დაბალი არტერიული წნევის დროს;
-  არასტაბილური სტენოკარდიის დროს (მძიმე ფორმა, რომლის დროსაც ძალიან ხშირია ტკივილი გულ-მკერდის არეში ფიზიკური დატვირთვისას ან მის გარეშე);
-  გულის უკმარისობის გაუარესების დროს;
-  თუ თქვენ დამოკიდებული ხართ ელექტროკარდიოსტიმულატორზე;
-  ღვიძლის მძიმე დაავადების დროს;
-  თუ უკვე ღებულობთ სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდურ ანტიბიოტიკებს (ჯოზამიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ან ერითრომიცინი პერორალურად), აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს (ნელფინავირი, რიტონავირი) ან ნეფაზოდონს (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი) ან დილთიაზემს, ვერაპამილს (რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და ან სტენოკარდიის სამკურნალოდ);
-  ქალებში, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ და რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ეფექტურ საშუალებებს;
-  თუ თქვენ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას;
-  თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი.

 

 

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები მიღების დროს
კორაქსანის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:

თუ თქვენ გაწუხებთ გულის შეკუმშვათა სიხშირის დარღვევა (როგორიც არის არითმია, გულისცემის გახშირება, გულმკერდის არეში ტკივილის გაძლიერება ან წინაგულების მდგრადი ფიბრილაცია (არითმიის ნაირსახეობა) ან ანომალიები ელექტროკარდიოგრამაში (ეკგ), წოდებული როგორც <>,  
თუ თქვენ გაგინვითარდათ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის დაღლილობა, თავბრუსხვევა ან ქოშინი (ეს შეიძლება იყოს გულისცემის ძალიან დაბალი სიხშირის ნიშანი),
თუ თქვენ აღგენიშნებათ წინაგულების ფიბრილაციის სიმპტომები (პულსის უჩვეულოდ მაღალი სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში (110დარტყმა/წთ-ზე მეტი) ან პულსის უმიზეზო დარღვევა, რომლის სიხშირის გაზომვა გართულებულია),  
თუ თქვენ უახლოეს წარსულში გადაიტანეთ ინსულტი (<<სისხლჩაქცევა ტვინში>>),
თუ თქვენ გაქვთ ძალიან დაბალი ან ზომიერად დაბალი არტერიული წნევა;
თუ თქვენი არტერიული წნევა არ ექვემდებარება კონტროლს, განსაკუთრებით ჰიპოტენზიური მკურნალობის შეცვლის შემდეგ;
თუ თქვენ გაწუხებთ გულის უკმარისობის მძიმე ფორმა, ან გულის უკმარისობის საშუალო ფორმა ელეტროკარდიოგრამაში ანომალიით, წოდებული როგორც <<ჰისის კონის ფეხის ბლოკადა>>;
თუ თქვენ გაწუხებთ ბადურის ქრონიკული დაზიანება,
თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადებები,
თუ თქვენ გაწუხებთ თირკმლის მძიმე დაავადებები.
თუ ჩამოთვლთაგან ერთ-ერთი მაინც გაწუხებთ, კორაქსანის მიღებამდე საჭიროა თქვენი ექიმის კონსულტაცია.

 

 

ბავშვებში:
კორაქსანი არ ინიშნება ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე)

 


სხვა სამკურნალო პრეპარატები და კორაქსანი
თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით უახლოეს წარსულში ან უნდა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.  
თუ თქვენ ღებულობთ ქვემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პრეპარატს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რადგან, შესაძლოა საჭირო გახდეს კორაქსანის დოზის კორექცია ან მონიტორინგის ჩატარება:
ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);
ბარბიტურატები (ძილის დარღვევისას და ეპილეფსიისას);
ფენიტოინი (ეპილეფსიისას);
Hიპერიცუმ პერფორატუმ ანუ კრაზანა (დეპრესიის ჰომეოპათიური მკურნალობა);
გულისცემის რითმის ან სხვა დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებს Qთ ინტერვალს, როგორებიცაა:
- ქინიდინი, დიზოპირამიდი, იბუტილიდი, სოტალოლი, ამიოდარონი      
   (გულისცემის რითმის დაღვევის მკურნალობისას);
-  ბეპრიდილი (სტენოკარდიის მკურნალობისას);
-  ზოგიერთი ტიპის პრეპარატები შფოთვის, შიზოფრენიის ან სხვა ფსიქოზების სამკურნალოდ (როგორიც არის პიმოზიდი, ზიპრაზიდონი, სერტინდოლი)
-  მალარიის სამკურნალო პრეპარატები (როგორიც არის მეფლოკინი ან გალოფანტრინი);
-  ერითრომიცინი ი/ვ (ანტიბიოტიკი);
-  ქენტამიდინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი);
-  სიზაპრიდი (გასტროეზოფაგური რეფლუქსისას);
დიურეზული საშუალებების ზოგიერთი ტიპები, რომლებსაც შეუძლიათ გამოწვიონ სისხლში კალიუმის დონის შემცირება, როგორიც არის ფუროსემიდი, ჰიდროქლორთიაზიდი, ინდაპამიდი (შეშუპების, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული).

კორაქსანის მიღება საკვებთან და სასმელთან:
კორაქსანით მკურნალობისას საჭიროა გრეიფრუტის წვენის მიღებისგან თავის შეკავება.

 

 

ორსულობა და ლაქტაცია:
არ მიიღოთ კორაქსანი თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას (იხილეთ განყოფილება <<რა შემთხვევებში არ შეიძლება კორაქსანის მიღება>>).
თუ თქვენ ხართ ორსულად და ღებულობდით კორაქსანს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
არ მიიღოთ კორაქსანი შეიძლება დაორსულდეთ და თქვენ არ იყენებთ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხილეთ განყოფილება <<რა შემთხვევებში არ შეიძლება კორაქსანის მიღება>>).DEBA 
არ მიიღოთ კორაქსანი თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი (იხილეთ განყოფილება <<რა შემთხვევებში არ შეიძლება კორაქსანის მიღება>>). გააფრთხილეთ თქვენი ექიმი თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან გემავთ ძუძუთი კვებას, რადგანაც თუ თქენ დანიშნული გაქვთ კორაქსანი, აუცილებელი იქნება ძუძუთი კვების შეწყვეტა. 
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

 

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა:
კორაქსანმა შეიძლება გამოიწვიოს დროებითი მხედევლობითი შეგრძნებები (მხედველობის არეში სიმკვეთრის დროებითი მომატება) იხილეთ განყოფილება <<შესაძლო გვერდითი ეფექტები>>). თუ თქვენ ეს გამოგივლინდათ, გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვისას, ისეთ სიტუაციებში, როდესაც შეიძლება მოხდეს განათების უეცარი ცვლილება, განსაკუთრებით ღამით მართვისას.  

 

 

კორაქსანი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაგაჩნიათ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

 


3. როგორ მიიღება კორაქსანი

ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მითითება. თუ თქვენ გაგიჩნდათ ეჭვი პრეპარატის მირების სისწორეში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. 
კორაქსანის მიღება საჭიროა ჭამის დროს.
თუ თქვენ მკურნალობთ სტაბილურ სტენოკარდიას
საწყისი დოზა არ უნდა აჭარბებდეს კორაქსანის ერთ 5მგ ტაბლეტს დღეში ორჯერ. თუ თქვენ მაინც აღნიშნავთ სტენოკარდიის სიმპტომებს და კარგად იტანთ დოზას 5მგ დღეში ორჯერ, შესაძლებელია დოზის გაზრდა. შემანარჩუნებელი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 7,5მგ-ს დღეში ორჯერ. ექიმი დაგინიშნავთ შესაფერის დოზას. ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს. ზოგიერთ შემთხვევებში (მაგალითად, ხანდაზზმულ პაციენტებში) ექიმმა შეიძლება დანიშნოს განახევრებული დოზა, ანუ 5მგ კორაქსანის ტაბლეტის ნახევარი (რაც შეესაბამება 2,5მგ ივაბრადინს) დილით და 5მგ ტაბლეტის ნახევარს საღამოს. 
თქვემ მკურნალობთ გულის ქრონიკულ უკმარისობას
კორაქსანის ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დოზაა – ერთი ტაბლეტი 5მგ, დღეში ორჯერ, აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 7.5მგ-მდე, დღეში ორჯერ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რომელი დოზაა თქვენთვის შესაფერისი. ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დილით და საღამოს. ზოგიერთ შემთხვევებში (მაგალითად, ხანდაზზმულ პაციენტებში) ექიმმა შეიძლება დანიშნოს განახევრებული დოზა, ანუ 5მგ კორაქსანის ტაბლეტის ნახევარი (რაც შეესაბამება 2,5მგ ივაბრადინს) დილით და 5მგ ტაბლეტის ნახევარს საღამოს. 

 

 

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი კორაქსანი
კორაქსანის ძალიან დიდი დოზით მიღებისას, თქვენ შეიძლება იგრძნოთ ქოშინი და Dდაღლილობა, რაც გულისცემის სიხშირის ზედმეტად შემცირების შედეგია. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს. 

 

 

თუ თქვენ დაგავიწყდათ კორაქსანის მიღება
თუ თქვენ დაგავიწყდათ კორაქსანის მიღება, შემდეგი დოზა უნდა მიიღოთ ჩეულებრივ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა. 
ტაბლეტების შემცველ კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე დაბეჭდილი კალენდარი დაგეხმარებათ იმის გახსენებაში თუ როდის მიიღეთ ბოლოჯერ კორაქსანი.

 

 

თუ თქვენ წყვეტთ კორაქსანის მიღებას: 
იქიდან გამომდინარე, რომ სტენოკარდიის ან გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა გრძელდება მთელი ცხოვრება, ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე საჭიროა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. 
თუ თქვენ თვლით, რომ კორაქსანი ავლენს ზედმეტად ძლიერ ან ძალიან სუსტ მოქმედებას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. 
თუ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დაამტებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.      

 

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები 

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ქვემოჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი ეფექტები კლასიფიცრდება შემდეგი სისტემით:
ძალიან გავარცელებული: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს
გავრცელებული: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
არაგავრცელებული: უვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
იშვიათი: უვითარდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
ძალიან იშვიათი: უვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასების გაკეთება შეუძლებელია.
ამ პრეპარატის ყველაზე  გავრცელებული გვერდითი მოქმედება, დოზადამოკიდებულია და დაკავშირებულია მის მოქმედების მექანიზმთან:

 


ძალიან გავარცელებული: 
მხედევლობითი შეგრძნენები (მხედველობის არეში სიმკვეთრის დროებითი მომატების შეგრძნება, ყველაზე ხშირად გამოწვეული, განათების მკვეთრი ცვლილების გამო). ისინი შეიძლება აღწერილი იყოს როგორც ცისარტყელას რგოლები სინათლის წყაროს ირგვლივ, გამოსახულების დეკომპოზიცია და მრავალჯერადი გამოსახულება. როგორც წესი ეს ვლინდება თერაპიის პირველი ორი თვის განმავლობაში; შემგომში ისინი შეიძლება პერიოდულად განვითარდნენ და გაქრნენ თერაპიის განმავლობაში ან დასრულების შემდეგ.EMDEG
გავრცელებული:
ცვლილებები გულის მუშაობაში (სიმპტომი: გულისცემის რითმის შენელება). როგორც წესი ისინი ვლინდება თერაპიის დაწყებიდან 2-3 თვის განმავლობაში.

 

 

ასევე არსებობს ცნობები სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ:

გავრცელებული:
გულის შეკუმშვების რიტმის დარღვევები გულისცემის აღქმის ანომალური შეგრძნება, არაკონტროლირებული არტერიული წნევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არამკაფიო მხედველობა (დაბინდული მხედველობა).

არაგავრცელებული:
გახშირებული გულისცემა და გულის დამატებითი შეკუმშვები, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, მუცლის  ტკივილი, თავბრუსხვევა (ვერტიგო), სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), კუნთური კრამპები, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება: სისხლში შარდმჟავს მომატებული დონე, ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) და კრეატინინის (წარმოიქმნება კუნთურ ქსოვილში) მომატებული შემცველობა, გამონაყარი კანზე, ანგიოშეშუპება (სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება), დაბალი არტერიული წნევა, გულის წასვლა, დაღლილობა, სისუსტე, ანომალური ეკგ, თვალებში გაორება, მხედველობის დარღევვა.

იშვიათი:
ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის სიწითლე, საერთო სისუსტე.

ძალიან იშვიათი:
გულისცემის არარეგულარული რითმი.
 
თუ თქვენ გაგინვითარდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.
გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების პროფილზე უფრო მეტი ინფორმაცცის შეგროვებას.

 

 

5. როგორ ინახება კორაქსანი   
ინახება არა უმეტეს 30ºჩ ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე. 
არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე ან კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო რიცხვი.

არ შეიძლება პრეპარტის ჩაშვება კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში გადაგდება. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ წამალი, რომლის მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულლია გარემოს დაცვისკენ.

 

 

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კორაქსანი
აქტიურ ნივთიერება - ივაბრადინი (ჰიდროქლორიდი).
კორაქსანი 5მგ: აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ ივაბრადინს (შეესაბამება 5,390მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდს).
კორაქსანი 7,5მგ: აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 7,5მგ ივაბრადინს (შეესაბამება 8,085მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდს).

ტაბლეტის ცენტრალური ნაწილის სხვა ინგედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B), სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი (E551), აპკიანი  გარსის სხვა ინგრედიენტები: ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, გლიცეროლი (E422), მაგნიუმის სტეარატი (E470B), რკინის ყვითელი ოქსიდი  (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

 

 

როგორ გამოიყურება კორაქსანი და შეფუთვის შემცველობა
კორაქსანი 5მგ-ის ნარინჯისფერ-ვარდისფერი ფერის, მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს გამყოფი ხაზით, ტაბლეტის ერთ 
მხარეს ამოტვიფრულია ნიშანი ,,5’’, ხოლო მეორეზე ° 
კორაქსანი 7,5მგ-ის ნარინჯისფერ-ვარდისფერი ფერის, სამკუთხედის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ტაბლეტის ერთ მხარეზე ამოტვიფრულია ნიშანი ,,7.5’’, ხოლო მეორეზე °
ტაბლეტები გამოდის კოლოფებში (კონტურულ-უჯრედული შეფუთვა ალ/პვქ) დაბეჭდილი კალენდრით, რომლებიც შეიცავს 14, 28, 56, 84, 98, 100 ან 112 ტაბლეტს.
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა გაყიდვაში არ იმყოფებოდეს.

 

 

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი:
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
Les Laboratoires Servier/le laboratua servie
50 rue Carnot 
92284 Suresnes cedex-France (საფრანგეთი)

მწარმოებლები:  
Les Laboratoires Servier Industrie/le laboratua servie industri
905, route de Saran 
45520 Gidy - France (საფრანგეთი)

ან

Servier (Ireland) Industries Ltd/servie (irlandia) indastriz ltd
Gorey Road
Arklow – Co. Wicklow – Ireland (ირლანდია)

 

 

ვარგისიანობის ვადა:
3 weli. 

სამედიცინო პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით. 


CanarTis bolo gadaxedvis TariRi: 11.2014

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.