newhospitals

კოლდრექსი ჰოთრ.იუნიორი3გ#10პაკ

კოლდრექსი ჰოთრ.იუნიორი3გ#10პაკ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3695ნახვა
საერთაშორისო დასახელება -paracetamol, phenylephrine, ascorbic acid
 

ACT კლასიფიკაციის კოდი - N02BE51

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები; პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
3 გ პაკეტი 10 ც

 

წამლის ფორმა:
ფხვნილი ხსნარის დასამზადებლად, შიგნით მისაღებათ (ბავშვებისათვის)
აღწერილობა
თეთრიდან ღია ყვითელ შეფერილობამდე, ჰეტეროგენული ფხვნილი, ლიმონის არომატით. 125მლ ცხელ წყალში პრეპარატის გახსნისას წარმოიქმნება ხსნარი ყვითელიდან მოყვითალო-მწვანე შეფერილობამდე, ზედაპირზე აპკის წარმოქმნის გარეშე, ლიმონის არომატით: შესაძლოა უმნიშვნელო რაოდენობით ნალექი.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი 300მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5მგ, ასკორბინის მჟავა 20მგ:
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციკლამატი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ლიმონის არომატიზატორი 610399 E, კურკუმინის საღებავი E 100, კრემნის კოლოიდური დიოქსიდი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოლდრექსი იუნიორი ჰოთდრინქი - კომბინირებული პრეპარატი.
პარაცეტამოლი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხისდამწევ მოქმედებას ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი- სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება, ხსნის ცხვირის შეგუბებას, (ავიწროებს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს) და აუმჯობესებს სუნთქვას.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) აკმაყოფილებს C ვიტამინზე გაზრდილ მოთხოვნილებას, გაციებისა და გრიპის დროს.

 

ჩვენებები:
გამოიყენება ბავშვებში 6-12 წლამდე გაციებისა და გრიპის ძირითადი სიმპტომების კუპირებისათვის, ისეთი როგორიცაა მომატებული ტემპერატურე, თავის ტკივილი, კანკალი, სახსრებისა დაკუნთების ტკივილი, ცხვირის შეგუბება, ყელის ტკივილი.

 

მიღების წესები და დოზები:
1 საშეტის შიგთავსი მოვათავსოთ ფინჯანში, დავასხათ დაახლოებით 125 მლ ცხელი წყალი, მოვურიოთ გახსნამდე. თუ აუცილებელი დავამატოთ ცივი წყალი და შაქარი.
ბავშვებში 6-12 წლამდე: 1 საშეთი ყოველ 4 საათში. არაუმეტეს 4 საშეტისა 24 საათის განმავლობაში.
ნუ გამოვიყენებთ პრეპარატს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
Pრეპარატი მიღება 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით არ არის რეკომენდებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები ნარჩუნდება მიმართეთ ექიმს. ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ვინაიდან მოგვიანებით შესაძლოა ღვიძლის სერიოზული დაზიანება.

 

უკუჩვენება:
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული სხვა პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად, პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენას გენეტიკური არ არსებობისას, სისხლის დაავადებების დროს, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს, თირეოტოქსიკოზი, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის დაავადებები ( აორტალური სარქვლის გამოხატული სტენოზი, მწვავე მიოკარდის ინფარქტი, ტაქიარითმია), დახურულკუთხოვანი გლაუკომა, 6 წლამდე ასაკის ბავშვები. სიფრთხილით გამოიყენება კეთილთვისეიანი ჰიპერბილირუბინემიის დროს

 

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია: ჰიპნატრიული დიეტის შენარჩუნების აუცილებლობისას (ყოველი საშეტი შეიცავს 0,06გ ნატრიუმს). ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი არ მიიღებაეთანოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად. კოლდრექს იუნიორის აქტიური ნივთიერებები არ იწვევს ძილიანობას.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის მიღება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად არ არის რეკომენდებული, ასევე მათი მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში. ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთანრიფამპიცინთან, ზიდოვუდინთან და სხვა ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის თუ თქვენ იღებთ მეტოკლოპრამიდს, დომპერიდონს (გულისრევისა და ღებინების მკურნალობისას) ან ქოლესტირამინს (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), მეტოკლოპრამიდი და დომპერიდოლი ზრდის პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს, ხოლო ქოლესტირამინი აქვეითებს.
გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი აქვეითებს დიურეზული პრეპარატების ეფექტს. გალოტანი ზრდის პარკუჭოვანი არითმიის რისკს.
ფენილეფრინი აქვეითებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. გუანეტიდინი აძლიერებს ალფა-ადრენომასტიმულირებელი, ხოლო ტრიციკლური ანტიდეპრესანტები- ფენილეფრინის სიმპატომიმეტიკურ ეფექტს. ხანგრძლივი მიღებისას პარაცეტამოლი აძლიერბს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (ვარფარინი და სხვა კუმარინები), რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.

 

შენახვის პირობები და ვადები:
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ტემპერატურე არაუმეტეს 25°C
3 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
მწარმოებელი: «სმიტკლაინ ბიჩემ» ესპანეთი
ესპანეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.