კოლდრექსი #12ტ
სავაჭრო სახელწოდება:
კოლდრექსი საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: არ არის სამკურნალო ფორმა:ტაბლეტები აღწერილობა:
კაფსულის ფორმის ნარინჯისფერ-თეთრი ფერის ორშრიანი ტაბლეტები. ნარინჯისფერი შრე შეიძლება შეიცავდეს თეთრ ჩანართებს. ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ჩოლდრეხ. პრეპარატის შემადგენლობა:
თითო ტაბლეტი შეიცავს: პარაცეტამოლი 500 მგ
კოფეინი 25 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5 მგ
ტერპინჰიდრატი 20 მგ
C ვიტამინი
(ასკორბინის მჟავა) 30 მგ დამხმარე ნივთიერებები:
სახამებელი ხსნადი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, სტეარინის მჟავა, პოვიდონი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
"მწვავე რესპირატორული დაავადებებისა" და გაცივების სიმპტომების მოსახსნელი საშუალება (არანარკოტიკული ანალგეტიკი + სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალება + ვიტამინი) კოდი ატქ: N02B - E51. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტაბლეტები "კოლდრექსი" - კომბინირებული პრეპარატი. პარაცეტამოლს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, ფენილეფრინი ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, რის შედეგადაც უმჯობესდება სუნთქვა, კოფეინს გააჩნია ზოგადმატონიზირებელი მოქმედება, ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) გრიპისა და გაცივების დროს აკმაყოფილებს მომატებულ მოთხოვნილებას C ვიტამინზე. ჩვენებები:
ტაბლეტები "კოლდრექსი" უზრუნველყოფს გაცივებისა და გრიპის სიმპტომების მოხსნას, (მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცხვირის დაცობა, ტკივილები ცხვირის ღრუსა და ყელში.) უკუჩვენებები:
პრეპარატის მიღება არ შეიძლება ერთდროულად პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს, გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტის დროს, სისხლის სისტემის დაავადებების დროს, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს, თირეოტოქსიკოზის, დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს. განსაკუთრებული მითითებანი:
"კოლდრექსის" მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან შემდეგ შემთხვევებში:
• სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული მიღება;
• ორსულობა და ლაქტაცია. ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პარაცეტამოლის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად. გამოყენების მეთოდები და დოზები:
მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ბავშვები:
2 ტაბლეტი დღეში 4-ჯერამდე.
ბავშვები (6-12 წელი):
1 ტაბლეტი დღეში 4 ჯერამდე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ხუთ დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ჭარბი დოზირების შემთხვევა უნდა ეცნობოს ექიმს, მაშინაც კი, თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზებით პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული რეაქციები, მაგალითად კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად - სისხლის სურათის დარღვევა. მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება. პარაცეტამოლით მოწამვლის დროს სპეციფიკური ანტიდოტი არის აცეტილცისტეინი.
ფენილეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი, არტერიული წნევის უმნიშვნელო მომატება და იშვიათ შემთხვევებში გულისცემის შეგრძნება. ეს სიმპტომები პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება.
პრეპარატ "კოლდრექსის" მიღების დროს ჩაისა და ყავის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს აგზნებადობა და ნერვული დაძაბულობა. ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომები - გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ოფლიანობა, კანის სიფერმკრთალე, გულის არითმიები. 1-2 დღის შემდეგ ვლინდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. პირველი 4 საათის განმავლობაში დაზარალებულს უნდა ამოერეცხოს კუჭი. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ერთდროულად ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო ინჰიბიტორებთან ერთად და მათი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.
ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინისა და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას მატულობს ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი.
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია თუ პაციენტი ღებულობს მეთოკლოპრამიდს, დომპერიდონს (გამოიყენება გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ) ან ქოლესტირამინს (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად), ვინაიდან მეთოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს. გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერებში და მუყაოს კოლოფებში, თითოში 12 და 24 ცალი. ვარგისიანობის ვადა:
4 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქდიან გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი:
გლაქსოსმითკლაინ კონსიუმერ ხელსკერი, წარმოებულია "შპს გლაქსოსმითკლაინ დანგარვანი შპს", ირლანდია
GlaxoSmithKline Dungarvan Ltd., Knockbrack, Dungarvan, Co. Waterford., Ireland.
მისამართი რუსეთში:
119180, ქ. მოსკოვი, იაკინასკაიას სანაპირო, 2.
ს/ს "გლაქსოსმითკლაინ ხელსკერი"