კოკლავი 1.2გ #1ფლ GMP
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პენიცილინის ჯგუფი
პენიცილინის ჯგუფი
პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
ამოქსიცილინის ნატრიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 1 გ ამოქსიცილინს და კლავულანის კალიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 0.2 გ კლავულანის მჟავას. მოქმედების მექანიზმი:
ფართო სპექტრის კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი.
ამოქსიცილინი - ნახევრადსინთეზური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. მოქმედებს ბაქტერიციდულად, არღვევს ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის პროცესს. ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.
კლავულანის მჟავა - აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზების ფართო სპექტრს. პრეპარატის შემადგენლობაში კლავულანის მჟავის არსებობა იცავს ამოქსიცილინს ბეტა-ლაქტამაზების მოქმედებისაგან და შესაბამისად ზრდის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრს იმ მიკროორგანიზმების მიმართაც, რომლებიც რეზისტენტულნი არიან პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ.
პრეპარატისადმი მგრძნობიარე აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Bacillus anthracis; Corynebacterium species; Enterococcus faecalis; Enterococcus faecium; Listeria monocytogenes Nocardia asteroids; Staphylococcus aureus, კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (Staphylococcus epidermidis ჩათვლით); Streptococcus agalactie; Streptococcus pneumonia; Streptococcus pyogenes; Streptococcus species; Streptococcus viridians. ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.. აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bordetella pertussis; Brucella spp., Escherichia coli; Gardnerella vaginalis; Haemophilus influenza; Helicobacter pylori; Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella catarrhalis (Branhamella catarrhalis); Neisseria gonorrhoeae; Neisseria meningitides; Pasteurella multocida; Proteus mirabilis; Proteus vulgaris; Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholera; YErsenia enterocolitica. ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bacteroides spp., (Bacteroides fragilis ჩათვლით); FUsobacterium spp.. სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi; Chlamydiae; Leptospira icterohaemorrhagiae; Treponema pallidum.
ინტრავენურად შეყვანილი აქტიური ნივთიერებების თერაპიული კონცენტრაცია ისაზღვრება სხვადასხვა ორგანოებში, ქსოვილებსა და სითხეებში, როგორიცაა ფილტვები, მუცლის ღრუს ორგანოები, ცხიმოვანი, ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილები, პლევრალური, პერიტონეალური და სინოვიალური სითხეები, კანი, ნაღველი, შარდი, ჩირქოვანი გამონადენი, ნახველი, ინტერსტიციალური სითხეები. პლაზმის ცილებს უკავშირდება ამოქსიცილინის 18%, ხოლო კლავულანის მჟავას 25%. ინტრავენურად შეყვანილი პრეპარატის T1/2 0.9 საათს შეადგენს. ამოქსიცილინის 70%, ხოლო კლავულანის მჟავას - 65% პირველი 6 სთ-ის განმავლობაში შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. ჩვენება:
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ზედა სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ბრონქიტი, მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება);
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ცერვიციტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი).
- ნაწლავური და სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, დიზენტერია, სალმონელოზი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესი, ფლეგმონა, ინფიცირებული ჭრილობები);
- ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები (ოსტეომიელიტი);
- შერეული ინფექციები (სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, ინტრააბდომინალური ინფექციები);
- საჭმლის მომნელებელი სისტემის, მცირე მენჯის ღრუს, თავისა და კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის, სანაღვლე გზებისა და სახსრების პოსტოპერაციული ინფექციები და მათი პროფილაქტიკა. უკუჩვენება:
- ანამნეზში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ანამნეზში კოკლავით ან პენიცილინით გამოწვეული სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით (ანამნეზში პენიცილინებით გამოწვეული კოლიტი) და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით. უსაფრთხოების ზომები:
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პენიცილინზე, ცეფალოსპორინებსა და სხვა ალერგენებზე მომატებული მგრძნობელობის გადამოწმება. ხოლო პრეპარატის მიღებისას ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.
კოკლავი, როგორც წესი კარგად გადაიტანება და დაბალი ტოქსიკურობით ხასიათდება, თუმცა ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში რეკომენდებულია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციებისა და ჰემოპოეზის კონტროლი.
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა რეზისტენტული შტამების წარმოქმნა.
კოკლავი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ხოლო თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია თირკმლის უკმარისობის სიმძიმეზე.
პრეპარატი იშვიათად იწვევს პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში.
პრობენეციდი და მისი მსგავსი პრეპარატები (დიურეზული საშუალებები, ფენილბუტაზონი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) ამცირებენ ამოქსიცილინის მილაკოვან სეკრეციას და შესაბამისად ზრდიან ამ უკანასკნელის კონცენტრაციას სისხლში. ამიტომ აღნიშნული პრეპატების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული. აღნიშნული პრეპარატები გავლენას არ ახდენენ თირკმლის მიერ კლავულანის მჟავას ექსკრეციაზე.
კოკლავისა და ალოპურინოლის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
პრეპარატი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.
კოკლავის ხსნარის შერევა არ შეიძლება სისხლის შემცველ პრეპარატებთან და ცილის შემცველ სხვა სითხეებთან, როგორიცაა პროტეინული ჰიდროლიზატები ან ინტრავენური ლიპიდემიური ემულსიები, აგრეთვე დექსტროზის, დექსტრანისა და ნატრიუმის ბიკარბონატის საინფუზიო ხსნარებთან.
პრეპარატის ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან ერთ შპრიცში შერევა დაუშვებელია, ამ უკანასკნელის აქტივობის დაქვეითების გამო.
პრეპარატის გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე არ არის დადგენილი. ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, უკიდურესი საჭიროების შემთხვევების გარდა.
კოკლავი შესაძლოა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში ექიმის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ვინაიდან პრეპარატის მცირე რაოდენობა მაინც გადადის რძეში.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: შესაძლოა გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ან წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ამოქსიცილინური კრისტალურია.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. კოკლავი ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზის მეშვეობით. დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატის დოზირება განისაზღვრება პაციენტის ასაკის, წონის, თირკმლის ფუნქციისა და ინფექციის სიმძიმის მიხედვით.
მოზრდილებში: სტანდარტული დოზაა 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა 8 საათში ერთხელ, ხოლო მძიმე ინფექციების შემთხვევაში - 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა 4-6 საათში ერთხელ.
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისათვის:
ოპერაციის ხანგრძლივობა < 1 საათი: 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა შემყვანი ნარკოზის დროს.
ოპერაციის ხანგრძლივობა > 1 საათი: 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა შემყვანი ნარკოზის დროს და დამატებით 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა 4-ჯერ ოპერაციამდე 24 საათის განმავლობაში.
ოპერაციის განმავლობაში ინფექციის განვითარების ნიშნების გამოვლინებისას ინიშნება კოკლავით სტანდარტული მკურნალობის კურსი.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ინტრავენური დღიური დოზის შერჩევა ხდება კრეატინინის კლირენსის მიხედვით: კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ კორექციას არ საჭიროებს
კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ საწყისი დოზა 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა, შემდეგ 0.5 გ ამოქსიცილინი / 0.1 გ კლავულანის მჟავა 2-ჯერ დღეში კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ საწყისი დოზა 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა, შემდეგ 0.5 გ ამოქსიცილინი / 0.1 გ კლავულანის მჟავა ერთხელ დღეში ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა, შემდეგ 0.5 გ ამოქსიცილინი / 0.1 გ კლავულანის მჟავა ერთხელ დღეში და დამატებითი დოზა 0.5 გ ამოქსიცილინი / 0.1 გ კლავულანის მჟავა ყოველი დიალიზის შემდეგ.
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი.
ასაკოვან პაციენტებში პრეპარატი ინიშნება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზით.
ბავშვებში 40 კგ-ზე ნაკლები წონით დოზირება ხდება წონის შესაბამისად.
3 თვემდე ასაკის ბავშვებში 4 კგ-ზე ნაკლები წონით პრეპარატი ინიშნება 25 მგ ამოქსიცილინი / 5 მგ კლავულანის მჟავა /კგ წონაზე ყოველ 12 საათში ერთხელ, ხოლო 4 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში - 25 მგ ამოქსიცილინი / 5 მგ კლავულანის მჟავა /კგ წონაზე ყოველ 8 საათში ერთხელ.
3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 25 მგ ამოქსიცილინი / 5 მგ კლავულანის მჟავა /კგ წონაზე ყოველ 6-8 სათში ერთხელ ინფექციის სიმძიმის მიხედვით.
ბავშვებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით: კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ კორექციას არ საჭიროებს
კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ 25 მგ ამოქსიცილინი / 5 მგ კლავულანის მჟავა /კგ წონაზე 2-ჯერ დღე-ღამეში კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ 25 მგ ამოქსიცილინი / 5 მგ კლავულანის მჟავა /კგ წონაზე ერთხელ დღე-ღამეში ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ ამოქსიცილინი / 5 მგ კლავულანის მჟავა ერთხელ დღეში და დამატებითი დოზა 12.5 მგ ამოქსიცილინი / 2.5 მგ კლავულანის მჟავა / კგ წონაზე დიალიზის დამთავრების შემდეგ.
მკურნალობის კურსის გახანგრძლივება პაციენტის კლინიკური მგდომარეობის შეფასების გარეშე არ არის რეკომენდებული.
ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები:
პრეპარატი გამოიყენება ვენაში საინექციოდ 3-4 წუთის განმავლობაში ან ვენაში საინფუზიოდ 30-40 წუთის განმავლობაში.
დაუშვებელია კოკლავის კუნთში ინექცია.
ვენაში ინექციისათვის: პრეპატარის 1.2 გ (1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა) იხსნება 20 მლ საინექციო წყალში.
პრეპარატის ინექცია დაუშვებელია გახსნიდან 20 წუთის განმავლობაში.
ვენაში ხანმოკლე ინფუზიისთვის: მიღებული საინექციო ხსნარი (პრეპარატის 1.2 გ გახსნილი 20 მლ საინექციო წყალში) დამატებით იხსნება 100 მლ საინფუზიო სითხეში.
ანტიბიოტიკის საკმარისი კონცენტრაცია სტაბილურია საინფუზიო ხსნარის მომზადებიდან შემდეგი პერიოდის განმავლობაში: სტაბილურობის პერიოდი 25°C-ზე
საინექციო წყალი 4 სთ
ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი 4 სთ
ნატრიუმის ლაქტატი ინტრავენური ინფუზიისათვის (1.85% ხსნარი) 4 სთ
რინგერის ხსნარი 3 სთ
ჰარტმანის ხსნარი 3 სთ
კალიუმის ქლორიდისა (0.3%) და ნატრიუმის ქლორიდის (0.9%) ხსნარი ინტრავენური ინფუზიისათვის 3 სთ კოკლავის მომზადებული ხსნარი (საინექციო წყალი; ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისათვის) სტაბილურობას ინარჩუნებს 8 საათის განმავლობაში 5°C-ზე შენახვის შემთხვევაში. მომზადებული საინფუზიო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას ოთახის ტემპერატურის მიღწევისთანავე.
კოკლავი ნაკლებად სტაბილურია ისეთ გამხსნელებში, რომლებიც გლუკოზას, დექსტრანს ან ნატრიუმის ბიკარბონატს შეიცავენ. ხსნარი წვეთოვნად უნდა იქნას შეყვანილი მომზადებიდან 3-4 წუთის განმავლობაში.
დაუშვებელია ანტიბიოტიკის ნებისმიერი ნარჩენი ხსნარის გამოყენება!
კოკლავის ფლაკონები არ არის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენებისათვის! გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გვერდითი მოვლენები სუსტად ვლინდება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ანაფილაქსიური რეაქცია. იშვიათად - ინტერსტიციალური ნეფრიტი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა. ასევე შესაძლებელია განვითარდეს ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის გარდამავალი მატება. იშვიათად - ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტი; კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: გარდამავალი ლეიკოპენია (ასევე ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი); თრომბოციტოპენია და ჰემოლიზური ანემია; სისხლის შედედებისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრები, რომლებიც ვითარდება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში.
ადგილობრივი რეაქციები: თრომბოფლებიტი ინექციის ადგილას. ვარგისიანობა და შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! გამოშვების ფორმა:
სტერილური ფხვნილი ვენაში ინექციისა და ინფუზიისათვის - 1 გ ამოქსიცილინი / 0.2 გ კლავულანის მჟავა; შეფუთვაში 1 ფლაკონი; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტის მიხედვით!