კოენზინ Q 10
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): coenzyme Q10, inulin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი კომპანია: Aptiekas produkcija
მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ) 1 კაფსულის შემადგენლობა:
უბიქინონი 60მგ.
ინულინი 440 მგ კოფერმენტი Q-10 (უბიქინონი) - ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა.
მას ,,ახალგაზრდობის ვიტამინს" უწოდებენ. იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ჰიდროფობურ მიტოქონდრიების მემბრანაში, სადაც მიმდინარეობს ატფ-ს სინთეზი. კოენზიმი Q10 აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს უჯრედებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. კოენზიმ Q-10 აბრკოლებს ალკილური რადიკალების წარმოქმნას პირველ ანუ ჯაჭვის ინიციაციის ფაზაში. იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ-ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მოქმედებისგან. უნიკარდი Q 10 აქტიურად გამოიყენება კარდიომიოპათიისა და გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დროს. ანორმალიზებს არტერიულ წნევას, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით - იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან. ამცირებს მავნე "ქოლესტერინის" დონეს.
ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების, ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში.
უნიკარდი Q 10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზის სტიმულაციას და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში. უნიკარდი Q 10 ლეციტინის სინთეზის გზით აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში. ინულინი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ამცირებს ქოლესტერინის დონეს. აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას, .აძლიერებს ირგანიზმის იმუნიტეტს.
ინულინი უზრუნველჰყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას,ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები, ქოლესტერინის კრისტალები, ცხიმოვანი მჟავები,
ინულინი ხელს უწყობს ვიტამინების, მინერალების (Ca-ი და Mg-ი და ა.შ) შეწოვას.
ინულინი როგორც პრებიოტიკი ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზებას აღსანიშნავია, ხოლო ასაკის მატებასთან ერთდ ორგანიზმში მისი სინთეზი მცირდება. ზოგიერთი პათოლოგიის დროს კი საკვებით მიღებული უბიქინონის ათვისება არაა საკმარისი.
ყოველივე ეს განაპირობებს უნიკარდი Q10 -ის მიღების აუცილებლობას.
ჩვენება:
კარდიოლოგია: კარდიომიოპათია და ცირკულატორული დარღვევები; არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადებები; გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია;
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა.
უნიკარდი Q 10 -ის დანიშვნა რეკომენდებულია პაციენტებში რომლებიც იღებენ სტატინებს ნევროლოგია: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, პოლინეიროპათია, მიასთენია, ნევრიტები, შაკიკი, გაფანტული სკლეროზი.
ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა.
მომატებული ფიზიკური და ფსიქიკური გადაძაბვა სპორტსმენებში;
პაროდონტოპათიები;
წამალთაშორისი ურთიერთქმედება:
პრეპარატი აძლიერებს დიურეზული საშუალებების, საგულე გლიკოზიდების და ნიტრატების მოქმედების ეფექტს. ახანგრძლივებს ენალაპრილის და ნიტრენდიპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. პრეპარატი ამცირებს სტატინებით გამოწვეულ არასასურველ ეფექტებს და აქვეითებს b-ბლოკატორების კარდიოდეპრესიულ მოქმედებას. იგი აძლიერებს ვიტამინ E -ს ანტიოქსიდანტურ თვისებას და L-კარნიტინის მეტაბოლიზმს და ცირკულაციას. უნიკარდ Q-10 ამცირებს ციტოსტატიური ანტიბიოტიკების კარდიოტოქსიურ ეფექტებს. აინჰიბირებს ვარფარინის ანტიაგრეგანტულ და ანტითრომბოლიზურ აქტივობას.
გამოყენების წესი:
რეკომენდებული სამკურნალო დოზა შეადგენს 60 მგ. 2-ჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60 მგ. 1-ჯერ დღეში.
პროფილაქტიკის მიზნით: 1 კაფსულა დღეში.
პრეპარატის მიღება უმჯობესია საკვების მიღების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები 0.39%, მადის დაქვეითება 0.23%, გულისრევა 0.16% და დიარეა 0.11%. კანის ჰიპერემია.
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.