კო-ირდა 300მგ/12.5მგ #14ტ

კო-ირდა 300მგ/12.5მგ #14ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3768ნახვა
შემადგენლობა:
კო-ირდას 150 მგ/ 2.5 მგ ყოველი შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 150 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს. აგრეთვე, საღებავი ნივთიერებების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს, რკინის ყვითელ ოქსიდს, რკინის წითელ ოქსიდს, კარმიზინსა და ინდიგო კარმინს.

კო-ირდას 300 მგ/12.5 მგ ყოველი შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 300 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს. აგრეთვე, საღებავი ნივთიერებების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს, რკინის ყვითელ ოქსიდს, რკინის წითელ ოქსიდს, კარმიზინსა და ინდიგო კარმინს.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კო-ირდას აქტიური ინგრედიენტების კომბინაციას დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გააჩნია, ის სისხლის არტერიულ წნევას უფრო ეფექტურად აქვეითებს, ვიდრე ცალკე აღებული კომპონენტი.

 

ფარმაკოდინამიკა:
ირბესარტანი ძლიერი, ორალურად აქტიური, ანგიოტენზინ -II რეცეპტორის (AT1 ქვეტიპი) სელექტიური ანტაგონისტია. ანგიოტენზინ II ძლიერი ვაზოკონსტრიქტორია, რომელიც ანგიოტენზინ I- გან წარმოიქმნება ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის (ამფ, ACE კინინაზა II) მიერ კატალიზებულ რეაქციაში. ანგიოტენზინ II რენინ-ანგიოტენზინის სისტემის (RAS) ძირითადი პრესორული საშუალებაა, რომელიც ასევე ალდოსტერონის სინთეზსა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სეკრეციას, გულის კუმშვადობას, თირკმლების მიერ ნატრიუმის შეწოვას, სიმპატიკური ნერვული სისტემის აქტივობასა და გლუვი კუნთების უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ირბესარტანი აბლოკირებს ვაზოკონსტრიქციას და ანგიოტენზინ II-ის ალდოსტერონის მასეკრეტირებელ ეფექტს AT1 ანგიოტენზინ II რეცეპტორების სელექტიურად შეკავშირების გზით.
ირბესარტანი AT1 რეცეპტორების სპეციფიკური კონკურენტული ანტაგონისტია უფრო დიდი აფინიტეტით (800-ჯერ უფრო მეტი) AT1 რეცეპტორებისათვის ვიდრე AT2 რეცეპტორებისათვის, აგონისტური აქტივობის გარეშე.
AT1 რეცეპტორების ბლოკადა ხსნის ანგიოტენზინ II-ის უარყოფით ზეგავლენას რენინის სეკრეციაზე, მაგრამ მომატებული პლაზმური რენინის აქტივობა და მოცირკულირე ანგიოტენზინ II ვერ ერევიან ირბესარტანის ეფექტს სისხლის წნევაზე.
ირბესარტანი ამფ-ს ან რენინს არ აინიჰიბირებს და ზეგავლენას არ ახდენს სხვა ჰორმონალურ რეცეპტორებსა თუ იონთა არხებზე, რომლებიც სისხლის წნევის კარდიოვასკულარულ რეგულაციას და ნატრიუმის ჰომეოსტაზში მონაწილეობენ. ვინაიდან ირბესარტანი არ აინჰიბირებს ამფ-ს, ის ზეგავლენას არ ახდენს ბრადიკინინის პასუხზე.

ჰიდროქლორთიაზიდი არის თიაზიდური შარდმდენი. პერორალური მიღების შემდეგ, დიურეზი იწყება 2 საათში, და მაქსიმალური ეფექტი 4 საათში ვითარდება, მაშინ როდესაც აქტივობა გრძელდება დაახლოებით 6-12 საათი. თიაზიდი ზეგავლენას ახდენს ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლის მილაკოვან ნაწილზე, პირდაპირ ზრდის რა ნატრიუმის და ქლორის ექსკრეციას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული მოქმედება აქვეითებს პლაზმის მოცულობას, ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, ამის შედეგად ზრდის შარდში კალიუმისა და ბიკარბონატების დაკარგვას, და ამცირებს შრატის კალიუმს. რენინ-ალდოსტერონის კავშირი გაშუალებულია ანგიოტენზინ II-ით, ასე რომ ანგიონტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების კოადმინისტრაცია იწვევს ამ შარდმდენებთან ასოცირებული კალიუმის დანაკარგის აღდგენას. თიაზიდების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მექანიზმი არ არის ბოლომდე შესწავლილი.

 

ფარმაკოკინეტიკა:
ირბესარტანი ორალურად აქტური საშუალებაა, რომელიც არ საჭიროებს აქტიურ ფორმად ბიოტრანსფორმაციას. ირბესარტანის პერორალური აბსორბცია სწრაფი და სრულია საშუალო აბსოლუტური ბიოამთვისებლობით 60-80%. ირბესარტანის პერორალურად მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დოზირებიდან 1.5-2სააში. საკვები ირბესარტანის ბიოამთვისებლობაზე ზეგავლენას არ ახდენს. თერაპიულ დოზათა ფარგლებში ირბესარტანი ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას ამჟღავნებს. ირბესარტანის ნახევრად დაშლის პერიოდი აღწევს 11-15 საათს. წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა 3 დღის განმავლობაში. ირბესარტანის შეზღუდული აკუმულაცია (<20%) შეინიშნება დღში ერთხელ დოზირების შემთხვევაში.
ირბესარტანი მეტაბოლიზდება გლუკურონის კონიუგაციის და დაჟანგვის გზით. 14C-მარკირებული ირბესარტანის პერორალურად ან ინტრავენურად მიღების შემდეგ, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობის დაახლოებით 80%, შეიძლება, მიეწეროს შეუცვლელ ირბესარტანს. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის არააქტიური ირბესარტანის გლუკურონის კონიუგატი (დაახლოებით 6%). დანარჩენი ოქსიდაციური მეტაბოლიტები ირბესარტანის ფარმაკოლოგიური აქტივობისთვის უმნიშვნელოა.
ირბესარტანი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა სანაღვლე და საშარდე გზებით. 14C -მარკირებული ირბესარტანის პერორალურად ან ინტრავენურად მიღების შემდეგ, რაქდიოაქტივობის დაახლოებით 20% აღდგება შარდში, ხოლო დანარჩენი განავალში, ირბესარტანის ან ირბესარტან გლუკურონის სახით.
ციტოქრომ P450 იზოფერმენტით ირბესარტანის ჟანგვის in vitro კვლევებმა უჩვენა, რომ ირბესარტანი ძირითადად 2C9-თი იჟანგება; 3A4-ით მეტაბოლიზმი უმნიშვნელოა. ირბესარტანი არც მეტაბოლიზდება, არც მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ან აინჰიბირებს წამლის მეტაბოლიზმთან ხშირად ასოცირებულ ფერმენტებს (1A1, 1A2, 2A6, 2B6, 2D6, 2E1). 3A4-ის სტიმულირება ან ინჰიბირება
არ აღინიშნებოდა.
ირბესარტანის 90% შეკავშირებულია შრატის ცილებთან (ძირითადად ალბუმინთან და α1-მჟავა გლიკოპროტეინთან) სისხლის უჯრედული კომპონენტების უმნიშვნელო შეკავშირებით. განაწილების საშუალო მოცულობა არის 53-93 ლიტრი. საერთო პლაზმური და თირკმლოვანი კლირენსი არის 157-176-სა და 3.0-3.5 მლ/ლ ფარგებლში შესაბამისად. განმეორებითი დოზირებისას, ც კლინიკურად უმნიშვნელოდ აკუმულირდება.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები უჩვენებენ, რომ რადიოლოგიურად მონიშნული ირბესარტანი სუსტად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერსა და პლაცენტაში. ირბესარტანი გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში.

ჰიდროქლორთიაზიდი: პლაზმური დონის 24 საათის განმავლობაში დაკვირვებისას, პლაზმური ნახევრად დაშლის პერიოდი ვარირებს 5.6-სა და 14.8 საათს შორის. ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, თუმცა სწრაფად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. პერორალური დოზის სულ მცირე 61% გამოიყოფა შეუცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში. ჰიდროქლორთიაზიდი კვეთს პლაცენტას და არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

 

ჩვენებები:
კო-ირდა ნაჩვენებია ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ამ ფიქსირებული დოზის კომბინაცია არ არის ნაჩვენები მკურნალობის დასაწყისისთვის.

 

უკუჩვენებები:
კო-ირდა უკუნაჩვენებია პაციენტებში ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის მიერ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას. ჰიდროქლორთიაზიდური კომპონენტის გამო, ეს საშუალება უკუნაჩვენებია პაციენტებში ანურიით ან სხვა სულფანილამიდწარმოებული პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.

 

უსაფრთხოების ზომები:
ნაყოფის/ახალშობილთა ავადობა და სიკვდილიანობა:
წამლებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ორსულ ქალებში გამოყენების შემთხვევაში შეუძლიათ, გამოიწვიონ ნაყოფისა და ჩვილის ავადობა და სიკვდილი. მსოფლიო ლიტერატურაში არის რამდენიმე ათეული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებს,
ორსულობის დადასტურებისას, პრეპარატი სასწრაფოდ უნდა მოიხსნას.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში წამლების გამოყენება, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ასოცირებულია ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებებთან, ჰიპოტენზიის, ქალას ჰიპოპლაზიის, ანურიის, თირკმლების შექცევადი და შეუქცევადი ნაკლოვანების და ლეტალობის ჩათვლით. ასევე აღინიშნებოდა ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ნაყოფის თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით; ამ შემთხვევაში ოლიგოჰიდრამნიონი დაკავშირებულია ნაყოფის კიდურების კონტრაქტურებთან, ქალა-სახის დეფორმაციასთან და ფილტვების ჰიპოპლაზიურ განვითარებასთან. ასევე აღინიშნებოდა დღენაკლულობა, საშვილოსნოს შიგნით ზრდაში ჩამორჩენა და ductus arteriosus, თუმცა წამალთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

ეს გვერდითი მოვლენები არ ჩანს, რომ გამოწვეული საშვილოსნოსშიდა წამლის ექსპოზიით, რომელიც შეზღუდული იყო პირევლ ტრიმესტრზე. დედები, რომელთა ემბრიონები და ნაყოფები განიცდიდნენ ანგიოტენზინ II რეცეპტორები ანტაგონისტების მიმართ ექსპოზიციას, მხოლოდ პირველ ტრიმესტრში უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი. მიუხედავად ამისა, პაციენტის დაორსულებისას, ექიმმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეაწყვეტინოს მას კო-ირდას მიღება.

იშვიათად (ალბათ ერთ შემთხვევაზე ნაკლები ყოველ ათას ორსულეზე), რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი წამლის ალტერნატივა არ მოიპოვება. ასეთ იშვიათ შემთხვევებში, პაციენტი ინფორმირებული უნდა იყო ნაყოფისათვის პოტენციური საშიშროებების შესახებ და მრავალი ულტრბგერითი გამოკვლევა უნდა შესრულდეს ინტრამნიონური გარემოს შესაფასებლად.

ოლიგოჰიდრამნიონის აღმოჩენისას, კო-ირდას მიღება უნდა შეწყდეს, თუ ამას დედისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს. შეკუმშვის დაძაბვის ტესტ (CST), არა-დაძაბვის ტესტი (NST), ან ბიოფიზიკური პროფილირება (BPP) შეიძლება, გამოჩნდეს, რაც დამოკიდებულია ორსულობის კვირაზე. პაციენტებმა და ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ ოლიგოჰიდრამნიონი შეიძლება, არ გამოჩნდეს მანამ სანამ ნაყოფი შექუცევად დაზიანებას არ განიცდის.

უნდა მოხდეს ახალშობილების სათანადო დაკვირვება ჰიპოტენზიაზე, ოლიგურიასა და ჰიპერკალემიაზე, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით ინ უტერო ექსპოზიციის ისტორიით. ოლიგურიის განვითარების შემთხვევაში, საყურადღებოა არტერიული წნევისა და თირკმლის პერფუზიის შენარჩუნება. ჰიპოტენზიის სამკურნალოდ და/ან თირკმლის დარღვეული ფუნქციის აღსადგენად შეიძლება, საჭირო გახდეს გაცვლითი ტრანსფუზია ან დიალიზი.

თიაზიდები გადიან პლაცენტარულ ბარიერში და ვლინდებიან ჭიპლარის სისხლში. არსებობს ნაყოფის ან ახალშობილთა სიყვითლის, თრომბოციტოპენიის და შესაძლოა სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების საშიშროება.

ჰიპოტენზია ჰიპოვოლემიურ და მარილის დეფიციტიან პაციენტებში:
არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება იშვიათად აღინიშნებოდა პაციენტებში გაურთულებული ჰიპერტენზიით, რომლებიც მხოლოდ ირბესარტანით (< 0.1 %) ან ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით (დაახლოებით 1%) მკურნალობდნენ. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყებამ, შეიძლება, გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია პაციენტებში ინტრავასკულარული ჰიპოვოლემიით ან მარილოვანი დეფიციტით, მაგ. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ძლიერი შარდმდენებით ან დიალიზით. ასეთი ჰიპოვოლემია ანჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენებამდე უნდა გამოსწორდეს.
ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და თუ საჭიროა, გაუკეთდეს ნორმალური მარილიანი ხსნარის ინტრავენური ინფუზია. გარდამავალი ჰიპოტენზიური ეფექტი მკურნალობის გაგრძელებისათვის უკუჩვენება არ არის, სისხლის წნევის მოწესრიგების შემდეგ ის ყოველგვარის სირთულის გარეშე შეიძლება, გაგრძელდეს.

 

ჰიდროქლორთიაზიდი:
ღვიძლი:
თიაზიდები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებით, ვინაიდან სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის მცირე ცვლილებამაც კი შეიძლება,დააჩქაროს ღვიძლიმიერი კომის განვითარება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:
ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება, განვითარდეს პაციენტებში ანამნეზში ალერგიის ან ბრონქული ასთმის ისტორიით ან ისტორიის გარეშე, თუმც უფრო ხშირად ვითარდება პაციენტებში ასეთი ისტორიით.
სისტემური წითელი მგლურა:
თიაზიდური შარდმდენები იწვევენ სისტემური წითელი მგლურას გამწვავებას.

 

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
მგრძნობიარე პირებში, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვის შედეგად, მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის ცვლილებები. პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ. პაციენტები გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობით), ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტით მკურნალობა დაკავშირებულია ოლიგურია და/ან პროგრესულ აზოტემიასთან და (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან სიკვდილთან. ირბესარტანი სავარაუდოდ მსგავსად იქცევა. ამფ ინჰიბიტორების შესწავლისას პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, აღინიშნებოდა შრატის კრეატინინის ან BUN-ის მომატება. არ არის ცნობილი ირბესარატნის გამოყენების შესახებ პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, თუცმა ისეთივე შედეგია მოსალოდნელი.

 

ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

 

ხანდაზმულებში გამოყენება:
ირბესარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის კლინიკური კვლევები არ მოიცავენ საკმარის მონაცამებს 65 წლის პირებისათვის და ზემოთ, რათა დადგინდეს მკურნალობის ეფექტი ახალგაზრდებთან შედარებით. სხვა კლინიკური კვლევები ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების კლინიკური ეფექტს შორის განსხვავებას ვერ პოულობენ. ზოგადად, ხანდაზმული პაციენტისათვის დოზის შერჩევა საფრთხილო უნდა იყოს, უნდა დაიწყოს ჩვეულებრივ ყველაზე დაბალი დოზით.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის კატეგორიები C (პირველი ტრიმესტრი) და D (მეორე და მესამე ტრიმესტრები)
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არ ირბესარტანი დედის რძეში, თუმცა ირბესარტანი და მისი ზოგიერთი მეტაბოლიტი სეკრეტირდება მეძუძური ვირთხების რძეში დაბალი კონცენტრაციებით. ჩვილისათვის შესაძლო მავნე ზეგავლენის გამო, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან წამლის მოხსნის შესახებ, დედისათვის წამლის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:
ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. მის ფარმაკოდინამიკურ თვისებებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ირბესარტანი ნაკლებად იმოქმედებს ამ უნარზე. ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას, გასათვალისწინებულია მკურნალობის დროს თავბრუს და მოთენთილობის შესაძლო განვითარება.

 

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ, ირბესარტანის და ჰიდროქლოთიაზიდის კომბინაცია კარგად აიტანება. ძირითადად გვერდითი მოვლენები მსუბუქი და ტრანზიტორული იყო და არ საჭიროებდნენ მკურნალობის შეწყვეტას. პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში პაციენტებში ჰიპერტენზიით, გვერდითი მოვლენების განვითარების სიხიშირე ირბესარტან/ჰიდროქლოთიაზიდის და პლაცებო ჯგუფებში არ განსხვდებოდა.
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, ირბესარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციური მკურნალობის შეწყვეტა, გვერდითი მოვლენების გამო საჭირო იყო მხოლოდ 3.6%-ში. ეს სიხშირე გაცილებით ნაკლები იყო (p=0.023), ვიდრე პლაცებოთი ნამკურნალევი პაციენტების 6.8%, რომლებმაც მკურნალობა შეწყვიტეს.

ამ პლაცებო კონტროლირებულ კვლევებში, ირბესარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციური თერაპიისას შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა პაციენტებში >=1%-ში:
ზოგადი: გულმკერდის ტკივილი 2%, სისუსტე 7%, გრიპი 3%
კარდიოვასკულარული: შეშუპება 1%, ტაქიკარდია 1%
საჭმლის-მონელება: მუცლის ტკივილი 2%, დისპეფსია/გულძმარვა 2%, გულისრევა / ღებინება 3%
იმუნოლოგია: ალერგია 1%
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: ჩონჩხკუნთოვანი ტკივილი 7%
ნერვული სისტემა: თავბრუ 8%, ორთოსტაზული თავბრუ 1%
შარდგამომყოფია სისტემა: პათოლოგიური შარდვა 2%

შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა 1% სიხშირით ან მეტიმ თუმცა უფრო ხშირი იყო პლაცებო ჯგუფში:
თავის ტკივილი, სინუსური დარღვევები, ხველა, ზედა სასუნთქი ინფექციები, ფარინგიტი, ფაღარათი, რინიტი, საშარდე გზების ინფექცია, გამონაყარი, შფოთვა/აღგზნებადობა და კუნთოვანი სპაზმები.

შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა პოსტ-მარკეტინგულ კვლევებში:
ჭინჭრის ციება; ანგიოედება (სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპების ჩათვლით). ჰიპერკალიემია აღინიშნებოდა იშვიათად.

 

ლაბორატორიული მაჩვენებლები:
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, სტანდარტული ლაბორატორიული პარამეტრების კლინიკური მნიშვნელობის ცვლილებები იშვიათად იყო დაკავშირებული ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებასთან.

კრეატინინი, სისხლის შარდოვანას აზოტი (BUN): პაციენტებში ესენციური ჰიპერტენზიით მხოლოდ ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით მკურნალობისას, BUN-ისა და შრატის კრეატინინს მცირე მომატება აღინიშნებოა 2.3 და 1.1 %-ში შესაბამისად.

ჰემოგლობინი: დაახლოებით 0.2 გრ/დლ კლინიკურად უმნიშვნელო საშუალო დაქვითება აღინიშნებოდა პაციენტებში მხოლოდ ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით მკურნალობისას, შედარებით 0.4 გრ/დლ დაქვეითებისა პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს ღებულობდნენ.

ღვიძლის ფუნქციური სინჯები: აღინიშნებოდა ღვიძლის ფერმენტებისა და/ან შრატის ბილირუბინის იშვიათი მომატება.

გვერდითი მოვლენის შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

 

წამლებთან ურთიერთქმედება:
ირბესარტანი
ჰიდროქლორთიაზიდთან ,დიგოქსინთან, ვარფარინთან და ნიფედიპინთან ურთიერთქმედების შესწავლისას ფარმაკოკინეტიკური (ან ფარმაკოდინამიკური) ურთიერთქმედებები არ აღინიშნებოდა.

 

ჰიდროქლორთიაზიდი:
ერთად გამოყენებისას შემდეგ წამლებს შეუძლიათ თიაზიდურ შარდმდენებთან ურთიერთქმედება:
ალკოჰოლი, საძილე საშუალებები ან ნარკოტიკები: შეიძლება განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზიის გაძლიერება.
ანტიდიაბეტური წამლები (პერორალური საშუალებები და ინსულნინი): შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური წამლების დოზების კორექცია.
სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები: დამატებითი ან გამაძლიერებელი ეფექტი.
ქოლესტერამინი და კოლესტიპოლის რეზინები: ანიონური ცვლის არსებობისა ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა დარღვეული. ქოლესტერამინის ან კოლესტიპოლის ერთჯერადი დოზა უკავშირდება ჰიდროქლორთიაზიდს და ამცირებს მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 85 და 43%-ით შესაბამისად
კორტიკოსტეროიდები, ACTH: ელექტროლიტების გაძლიერებულიოლევა, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.
პრესორული ამინები (მაგ. ნორეპინეფრინი): პრესორული ამინების დაქვეითებული ეფექტი, თუმცა არასაკმარისი მათ მოსახსნელად.
ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, არამადეპოლარიზებული საშუალებები (მაგ. ტუბოკურარინი): შესაძლო მომატებული ეფექტი.
ლითიუმი: ჩვეულებრივ არ გამოიყენება შარდმდენებთან. შარდმდენი საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის ტოქსიურობის საშიშროებას.
არასტეოიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: ზოგიერთ პაციენტში, არატსეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მარუჟოვანი, კალიუმ-შემნახველი და თიაზიდური შარდმდენების დიურეზული, ნატრიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები. ამიტომ, კო-ირდასა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთად გამოყენებისას, აუცილებელია პაციენტის სათანდო კონტროლი, იმის დასადგენად, მიიღწევა თუ არა სასურველი ეფექტი.

 

დოზირება და გამოყენების მეთოდები:
კო-ირდას რეკომენდებული საწყისი დოზა არის 150 მგ დღეში. პაციენტებისათვის, რომლებიც არტერიული წნევის შემდგომ დაქვითებას საჭიროებენ, საჭიროა ტიტრირება 300 მგ-მდე დღეში ერთხელ.
ირბესარტანის უფრო დაბალი საწყისი დოზა (75 მგ) რეკომენდებულია პაციენტებში ინტრავასაკულარული მოცულობის სიმცირით (მაგ. პაციენტები, რომლებიც ძლიერ შარდმდენებს ღებულობენ ან ჰემოდიალიზზე არია) (იხ. ჰიპოტენზია ჰიპოვოლემიურ ან მარილის დეფიციტის მქონე პაციენტებში). პაციენტები, რომლებიც უშედეგოდ მკურნალობენ მაქსიმალური დოზით 300 მგ დღეში ერთხელ, უფრო მაღალი დოზისაგან ალბათ უფრო მეტ სარგებელს ვერ მიიღებენ.

ჰიდროქლორთიაზიდი ეფექტურია დოზირებით 12.5-დან 50 მგ-მდე დღეში ერთხელ.

დოზა-დამოუკიდებელი გვერდითი მოვლენების შესამცირებლად, კომბინაციური თერაპიის დაწყება უმჯობესია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა მონოთერაპიით შედეგს ვერ მიაღწია.

კო-ირდას გამოყენება შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან.
კო-ირდას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

 

დოზის ტიტრირება კლინიკური ეფექტის მიხედვის:
პაციენტი, რომლის არტერიული წნევა არაადექვატურად კონტროლდება მხოლოდ ირბესარტანით ან ჰიდროქლორთიაზიდით შეიძლება გადავიდეს კო-ირდას დღეში ერთხელ მიღებაზე. ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის რეკომენდებული დოზა, საშუალო ეფექტის გაზრიდ მიზნით არის 150მგ/12.5მგ, 300 მგ/12.5 მგ და 300 მგ./25 მგ. კო-ირდას დოზის შეცვლის შემდეგ არტერიული წნევის სტაბლიზაციას 2-4 კვირა სჭირდება.

დღეში ერთხელ 300 მგ ირბესარტანის / 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის დოზაზე (კო-ირდას შემოგარსული 2 ტაბლეტი/დღეში) უფრო მაღალი დოზები რეკომენდებული არ არის.

ხანდაზმულ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში ღვიძლის დარღვევებით დოზის რეგულირება აუცილებელი არ არის.

 

გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით:
კო-ირდას თერაპიის ჩვეული რეჟიმი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტის კრეატინინის კლირენსი არის > 30 მლ/წთ. პაციენტებში თირკმლის უფრო მძიმე დარღვევებით, მარყუჟოვანი შარდმდენების გამოყენება უმჯობესია, ასე რომ კო-ირდა არ არის რეკომენდებული.

 

ჭარბი დოზირება:
ირბესარტანი
ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. თუმცა, 900 მგ დღიური დოზები 8 კვირის განმავლობაში კარგად აიტანება. ჭარბი დოზირების ყველაზე სავარაუდო გამოვლინება მოსალოდნელია იყოს ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ჭარბი დოზირებისას შეიძლება ასევე განვითარდეს ბრადიკარდია. ირბესარტანი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

 

ჰიდროქლორთიაზიდი:
ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი ნიშანი და სიმპტომი ადამიანებში გამოწვეულია ელექტროლიტების განლევით (ჰიპოკალიემი, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და დეჰიდრატაციით, რაც ჭარბი დიურეზის შედეგია. დიგიტალისების გამოყენებისას, ჰიპოკალიემიამ შეიძლება გაამწვავოს გულის არითმიები. ჰემოდიალიზით ჰიდროქლორთიაზიდის მოცილების ხარისხი დადგენილი არ არის.

 

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°-მდე თავის ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვა:

კო-ირდა 150მგ/12,5მგ შემოგარსული ტაბლეტი 28 შემოგარსული ტაბლეტი შეფუთვაში.
კო-ირდა 300მგ/12,5მგ შემოგარსული ტაბლეტი 28 შემოგარსული ტაბლეტი შეფუთვაში.

 

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
Barbaros bulvari 76-78

34553 ბეშიკტაში/სტამბული

 

გაიცემა ექიმის რეცეპტით

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.