კლოვეიტი
სავაჭრო სახელწოდება: კლოვეიტი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): CLOBETASOL PROPIONATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ძალიან მაღალი აქტივობით
მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA))
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 0.05% 25გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი N1; 0.05% 25გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია
ათქ კლასიფიკაციის კოდი: D07AD01 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კრემი 0.05%: ტუბში 25 გ.
1 გ
კლობეტაზოლი (პროპიონატის სახით) . . . . . . . . 0.5 მგ დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, დინატრიუმის ედეტატი, ქლოროკრეზოლი, პარაფინი თხევადი, თეთრი ვაზელინი, გლიცეროლის მონოსტეარატი, ცეტოსტეარული სპირტი, პოლისორბატი, დეკანური და ოქტანური მჟავეების ტრიგლიცერიდები, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, ქემოდერმი, გასუფთავებული წყალი. მალამო 0.05%: ტუბში 25 გ.
1 გ
კლობეტაზოლი (პროპიონატის სახით) . . . . . . . . 0.5 მგ დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, სორბიტანის სესკვიოლეატი, თეთრი ვაზელინი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ძალიან მაღალი აქტივობით ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ძლიერი ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება. ჩვენებები:
- ფსორიაზი (პუსტულოზური და ფართო ბალთოვანი ფსორიაზის გარდა);
- ეკზემა (სხვადასხვა ფორმები);
- წითელი ბრტყელი ლიქენი;
- ალერგენთან კონტაქტით გამოწვეული ანთება (ალერგიული კონტაქტური დერმატიტი);
- ერითემატოზული დაავადებების სხვადასხვა გამოვლინებანი (წითელი მგლურა);
- კანის სიწითლე, ბუშტუკების განვითარებით (მრავალფორმული ერითემა).
- კანის დაავადებები, რომლებიც მდგრადია ნაკლებად აქტიური ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის მიმართ . დოზირების რეჟიმი:
მალამო ან კრემი დაიტანება თხელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის უწყვეტი კურსის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 3-4 კვირით.
თუ აუცილებელია კორტიკოსტეროიდებით უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი: წვა, კანის ქავილი, სტეროიდული ფერიმჭამელები, კანის სიმშრალე.
ხანგრძლივი გამოყენებისას კანის ბარიერული ფუნქციის შესუსტება.
ზოგადი: ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი დანიშვნისას დიდი დოზებით ან კანის ფართო მონაკვეთებზე წასმისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება. უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური და დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- ვარდისფერი ფერიმჭამელები;
- ვულგარული ფერიმჭამელები;
- კანის კიბო;
- გაიდის კვანძოვანი პრურიგო;
- პერორალური დერმატიტი;
- ანალური ან გენიტალური ქავილი;
- სიფილისის კანის გამოვლინებები;
- კანის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებები (მათ შორის მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, კანის ტუბერკულოზი, აქტინომიკოზი);
- გავრცელებული ბალთოვანი და პუსტულოზური ფსორიაზი;
- ასაკი 1 წლამდე;
- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი. განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილეა საჭირო:
- ხანგრძლივი გამოყენებისას, ვინაიდან შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის მომატება.
- უმცროსი ასაკის ბავშვების მკურნალობისას, ვინაიდან შესაძლოა მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა.
- მეორადი ინფექციის გამოვლენისას საჭიროა ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური საშუალებების დანიშვნა. ინფექციის გენერალიზაციის ნებისმიერი ნიშნებისას აუცილებელია კლოვეიტით მკურნალობის შეწყვეტა;
- კანის ატროფიული მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. დაუშვებელია პრეპარატის თვალში, ლორწოვან გარსზე ან კანის ტრავმირებულ უბნებზე მოხვედრა.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა: პრეპარატი კლოვეიტი ზეგავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ჭარბი დოზირება:
დოზის მწვავე გადაჭარბების განვითარება ნაკლებად შესაძლებელია. თუმცა, დოზის ქრონიკული გადაჭარბების ან არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები, რაც მოითხოვს პრეპარატის თანდათანობით მოხსნას ექიმის დაკვირვების ქვეშ. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონაცემები არ არსებობს. შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: მალამო - 2 წელი, კრემი - 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.