კლოფაზიმინი (კაფსულები)
კლოფაზიმინი კაფსულები BP 100 მგ
შემადგენლობა: რბილი ჟელატინის თითო კაფსულა შეიცავს: კლოფაზიმინი კაფსულები BP 100 მგ
კლინიკური ფარმაკოლოგია კლოფაზიმინს გააჩნია დაბალი ბაქტერიციდული გავლენა კეთრის მიკრობაქტერიაზე (ჰანსენის ბაცილა). კლოფაზიმინი აფერხებს მიკობაქტერიების ზრდას და უკავშირდება დეოქსირიბონუკლეური მჟავას. კლოფაზიმის ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები კვანძოვანი ერითრემას წინააღმდეგ. თუმცა მისი მოქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის დადგენილი.
ფარმაკოკინეტიკა: კეთრით დაავადებულ პაციენტებში კლოფაზიმინის აბსორბციის სიხშირე ცვალებადია, პრეპარატის პერორალურად მიღებისას მერყეობს 45%-62% მდე. კეთრით დაავადებულ პაციენტებში, რომელებიც ღებულობენ 100მგ და 300 მგ დღეში შესაბამისად შრატის საშუალო კონცენტრაციამ შეადგინა 0.7 მკგ/მლ და 1 მკგ/მლ. ერთი დოზის , 300 მგ ის მიღების შემდეგ უცვლელი კლოფაზიმინის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა 24 სთ ის შარდში უმნიშვნელოა. კლოფაზიმინი ადამიანის ორგანიზმში დიდი ხნის მანძილზე რჩება . კლოფაზიმინის ნახევარგამოყოფის პერიოდი განმეორებითი დოზების პერორალურად მიღების შემდეგ შეადგენს სულ მცირე 70 დღეს. მიღებული პრეპარატის ნაწილი ფეკალიებში შესაძლებელია გამოიყოს ნაღველით. მიღებული პრეპარატის მცირე ნაწილი აგრეთვე გამოიყოფა ნერწყვში, კანის ცხიმში და ოფლში. კლოფაზიმინი არის ძლიერ ჰიპოფილური და ძირითადად გროვდება ცხიმოვან ქსოვილებში და მიკროფაგების სისტემის უჯრედებში. შეიწოვება მაკროფაგებით მთელს სხეულში. კეთრით დაავადებულ პაციენტების გვამის ექსპერტიზის დროს აღმოჩენილი იქნა კლოფაზიმისნის კრისტალები ძირითადად მეზოენტერალურ კვანძებში , თირკმელზედა ჯირკვლებში, კანქვეშა ცხიმში, ღვიძლში, ნაღველში, ნაღვლის ბუშტში, ელენთაში, წვრილ ნაწლავში, კუნთებში, ძვლებში და კანში.
მიკრობიოლოგია: კლოფაზიმინის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის დადგენა კეთრის ბაცილის საწინააღმდეგოდ ინ ვიტრო ცდებში არ არის ჯერჯერობით შესაძლებელი. თაგვის საყრდენ მამოძრავებელ სისტემაში მიკობაქტერიულ კეთრის გავრცელებას აფერხებს კვების დროს 0.0001%-0.001% კლოფამიზინის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიების განადგურება შესაძლებელია დაიწყოს პრეპარატის მიღებიდან მალევე თაგვების კვლევებისათვის პაციენტებიდან აღებულ ბიოფსიურ ქსოვილებში ვერ განისაზღვრება მანამდე სანამ მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 50 დღე არ გავა. კლოფაზიმინი არ ავლენს უკუკავშირს დეპსონის და რიფამპინის მიმართ არსებობს [i]in vitro[/i] ცდების შემდეგი მონაცემები, მაგრამ მათი კლინიკური მნიშვნელობა არ არის დადგენილი. ინ ვიტრო კვლევებში კლოფამიზინი აფერხებს [i]M.avium[/i] და [i]M.bovis[/i] დაახლოებით 0.1-1.0 მკგ/მლ კონცენტრაციით. მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაცი ა [i]M. avium -intracellulare[/i] ის შემთხვევაში გარდა შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომის მქონე პაციენტებისა მერყეობდა 1.0-5.0 მკგ/მლ. გამონაკლის შემთხვევებში მიკროორგანიზმები მიკობაქტერიებისაგან განსხვავებით არ ინჰიბირდება კლოფაზიმინით.
მითითებები და გამოყენება: კლოფაზიმინი გამოიყენება ლეპრომატოზული ლეპრა მათ შორის დეპსონის მიმართ რეზისტენტული ლეპრომატოზული ლეპრა, კვანძოვანი ერითემული ლეპრა გართულებული ლეპრომატოზული ლეპრის დროს. კლოფაზიმინი არ არის ეფექტური კეთრთან დაკავსირებული სხვა სახის ანთებების მკურნალობის დროს. რეკომენდირებულია კომბინირებული მკურნალობა მრავალბაცილიანი კეთრის მკურნალობის საწყის ეტაპზე მედიკამენტის მიმართ რეზისტენტულობის განვითარების პრევენციისათვის.
დოზა და მიღება: კლოფაზიმინი მიიღება კვების დროს. სასურველია კლოფაზიმინის მიღება ერთ ან რამდენიმე კეთრის საწინააღმდეგო საშუალებასთან ერთად მედიაკმენტის მიმართ რეზისტენტულობის პრევენციისათვის. გამოვლენილი დეპსონის მიმარტ რეზისტენტული კეთრის მკურნალობის დროს მიიღება 100 მგ კლოფაზიმინი დღეში ერთჯერ ერთ ან რამდენიმე კეთრის საწინააღმდეგო საშუალებასთან ერთად 3 წლის მანძილზე , ხოლო შემდეგ მიიღება მხოლოდ 100 მგ კლოფაზიმინი დღეში ერთჯერ. კლინიკური გაუმჯობესება ჩვეულებრივ შესაძლებელია გამოვლინდეს მკურნალობის პირველ და მესამე თვეზე ხოლო სრულად ვლინდება 6 თვის შემდეგ. დეპსონის მიმართ მგრძნობიარე მრავალბაცილიანი კეთრის დროს რეკომენდირებულია კეთრის საწინააღმდეგო ორი სხვა საშუალების მიღება . სამი მედიკამენტის კომბინაციის მიღება რეკომენდირებულია სულ მცირე 2 წლის მანძილზე ,ხოლო საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს სანამ კანის უარყოფითი ლაქები არ გაქრება. ამ დროისათვის შესაძლებელია ერთ პრეპარატიანი მკურნალობით ჩანაცვლება. კვანძოვანი ერითემული ლეპრის რეაქციების მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომების სიმწვავეზე. ზოგადად, კეთრის საწინააღმდეგო ძირიტადი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს და თუ შეიქმნა ნერვის დაზიანების ან კანის დაწყლულების საშიშროება საწიროა კორტიკოსტეროიდების მიღება. როდესაც არსებობს კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროება , კლოფაზიმინის მიღებამ 100-200 მგ დღეში 3 თვის მანძილზე შესაძლებელია ხელი შეუწყოს კორტიკოსტეროიდების საჭიროების შემცირებას Aან საერთოდ შეწყვეტას. 200 მგ ზე მეტი დღიური დოზა არ არის რეკომენდირებული და მას შემდეგ რაც რეაქციული მოვლენები კონტროლირებადი გახდება შეძლებისდაგვარად დროულად უნდა მოხდეს დოზის შემცირება დღიურ 100 მგ მდე. პაციენტი უნდა დარჩეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
უკუჩვენებები: არ არის დადგენილი უკუჩვენებები
გაფრთხილებები: ზოგიერთი პაციენტი , რომლებიც მკურნალობენ კლოფაზიმინით მუცლის ღრუს მწვავე სიმპტომების დორს საჭიროებენ კვლევითი ლაპაროტომიის ჩატარებას. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ელენთის დაზიანება , ნაწლავების გაუვალობა და კუჭნაწლავის სისხლდენა. ასევე მუცლის ღრუს მწვავე სიმპტომების შედეგად აღინიშნება სიკვდილიანობაც. ექსპერტიზის დროს აღმოჩენილი იქნა კლოფაზიმინის ნარჩენები კრისტალების სახით სხვადასხვა ქსოვილებში, მათ სორის ნაწლავების ლორწოში,ღვიძლში, ელენთაში და მეზოენტერალური კვანძებში. კლოფაზიმინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები., როგორიც არის მუცლის ტკივილი და ფაღარათი. კლოფაზიმინის დრიუ 100 მგ ზე მეტი დოზა სარიოების შემტხვევაში მაქსიმალურად მცირე პერიოდის მანძილზე უნდა იქნეს მიღებული და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ პაციენტი უჩივი კოლიკით გამოწვეული ან მწვავე ტკივილი მუცლის ღრუში , გულისრევა, ღებინება ან ფაღარათი დოზა უნდა შემცირდეს ან საჭიროების შემთხვევაში დოზებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს ან შეწყდეს პრეპარატის მიღება.
უსაფრთხოების ზომები: ზოგადი ექიმებმა უნდა იცოდნენ რომ კლოფიზიმინის მიღებით გამოწვეულმა კანის გაუფერუებამ შესაძლებელია საბაბი მისცეს დეპრესიას. დაფიქსირდა ორი თვითმკვლელობის ფაქტი პაციენტებში, რომელბიც ღებულობდნენ კლოფიზიმინს. კანის სიმშრალის და იხტიოზის შემტხვევაში შესაძლებელია კანის ზეთის გამოყენება.
ინფორმაცია პაცინეტებისათვის: პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული,რომ კლოფაზიმინმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის გაუფერულება, კერძოდ წითელიდან მოყავისფრო შავში, ასევე თვალის კონიუნქტივის ,ცრემლის, ოფლის, ნერწყვის, შარდის, განავალის ფერის შეცვლა. პაციენტებმა უნდა მიიღონ რჩევა რომ კანის გაუფერულება , მიუხედავად იმისა რომ რევერსიულია შესაძლებელია დასჭირდეს რამდენიმე თვე ან წელი კლოფაზიმინის მკურნალობის დასრულებიდან. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი რომ კლოფანიმინი მიიღონ კვების დროს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: წინასწარი მონაცემების მიხედვით დეპსონმა შესაძლებელია შეაფერხოს კლოფაზიმინის ანთების საწინააღმდეგო აქტივობა, თუმცა ეს მოსაზრება არ არის დადასტურებული. თუ კეთრთან დაკავშირებული ანტებითი რეაქციები განვითარდება იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დეპსონით და კლოფაზიმინით , მაინც სასურველია რომ მკურნალობა გაგრძელდეს ორივე პრეპარატით. კარცინოგენეზი, მუტაგენეზი, ნაყოფიერების დაქვეითება კარცენოგენეზის ხანგრძლივი კვლევა კლოფამიზინის გამოყენეისას ცხოველებსი არ ჩატარებულა. მუტაგენურობის კვლევების შედეგები უარყოფითია. ერთ ერთ კვლევაში აღინიშნა ნაყოფიერების დაქვეითება ვირთხებზი , რომლებიც ღებულობდნენ ადამიანი სდოზასთან სედარებით 25ჯერ მეტ დოზას. შვილიანობა შემცირდა და არინიშნა იმპლანტაციის დაბალი პროპორციულობა. ორსულობა კატეგორია C ცხოველებზე ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებში, როდესაც ბოცვრები ღებულობდნენ ადამიანის დოზასთან შედარებით 8ჯერ მეტ დოზას, ხოლო ვირთხები 25 ჯერ მეტ დოზას კლოფაზიმინი არ იყო ტერატოგენული . მიუხედავად ამისა თაგვებში,რომლებიც ღებულობდნენ ადამიანი დოზასთან შედარებით 12-25ჯერ მეტ დოზას აღინიშნა ნაყოფის მოწამვლა, მაგ: ნაყოფის ქალის ოსიფიკაციის რეტარდაცია, მუცლის მოშლის და მკვადი ნაყოფის დაბადება, ახალსობილების ძნელად გადარჩენა. ნაშიერის კანმა და ცხიმოვანმა ქსოვილებმა ფერი შეიცვალა დაბადებიდან დაახლოებით 3 დღის შემდეგ , რასაც ასევე ხელს უწყობს დედის რძეშო კლოფაზიმინის არსებობა. დადგინდა რომ კლოფაზიმინი გადადის პლაცენტაში. იმ ახალშობილების კანი, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში ღებულობდნე კლოფაზიმინს , იყო ძალიან დალაქავებული. ასეთ ახალშობილებში არ აღმოჩენილა ტერატოგენოფი ფაქტები. ორსულ დედებში არ არსებობს ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები. კლოფაზიმინის მიღება ორსულობის ოერიოდძი გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევასი თუ მისი პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფის რისკის ქვეშ დაყენებას. მეძუძური დედები კლოფაზიმინი გადადის დედის რძეში. კლოფაზიმინის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის სასურველი გარდა აუცილებელი შემტხვევებისა. პედიატრიული გამოყენება პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება პპედიატრიულ პაციენტებში არ არის დადგენილი. სამედიცინო ლიტერატურასი მოცემულია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პედიატრიული პაციენტები მკურნალობდნე კლოფაზიმინით.
უკურეაქციები: ზოგადად პრეპარატი კლოფაზიმინი კარგად აიტანება თუ პაციენტი ღებულობს არაუმეტეს 100 მგ დოზას დღეში. ყველაზე ხშირი უკურეაქციები ჩვეულებრივ დაკავშირებულია დოზასთან და ჩვეუელებრივ რევერსიულია როდესაც წყდება კლოფაზიმინის მიღება. უკურეაქციები >1% პაციენტებში კანი: პიგმენტაცია ვარდისფერიდან მოყავისფრო-მოშავოში პაციენტების 75-100% ში მკურნალობის დაწყებიდანრამდენიმე კვირაში ;იხტიოზი და სიმშრალე (8-28%);გამონაყარი დაქავილი (1-5%). კუჭნაწლავი: მუცლის და ეპიგასტრული ტკივილი , ფაღარათი, გულის რევა , ღებინება, კუჭნაწლავის ინტოლერანტულობა (40-50%) თვალი: კონიუნქტივი და თვალის რქოვანას გაუფერულება , რაც გამოწვეულია კლოფაზიმინის ნარცენი კრისტალების გამო;სიმშრალე, წვა, ქავილი, გაღიზიანება. სხვა: შარდის , განავალის, ნერწყვის, ოფლის გაუფერულება, სისხლში შაქრის დონის მომატება, ერითროციტრბის დალექვის სიჩქარის მომატება უკურეაქციები <1% პაციენტებში კანი: ფოტომგრძნობელობა, ერითროდერმა, ხორკლისებური გამონაყარი, მონილიალური ჰელიოზი. კუჭნაწლავი: ნაწლავების გაუვალობა (იხილეთ გაფრთხილებები), კუჭნაწლავიდან სისხლდენა (იხილეთ გაფრთხილებები),, ანორექსია, შეკრულობა, წონაში დაკლება, ჰეპატიტი, სიყვითლე, ეოზინოფილური ენტერიტი, ღვიძლის გადიდება. თვალი: მხედველობის დაქვეითება . ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა,თავის ტკივილი, ნევრალგია, გემოს დაკარგვა. ფსიქიატრიული მდგომარეობა: კანის გაუფერულებით გამოწვეული დეპრესია, დაფიქსირდა თვითმკვლელობის ორი ფაქტი. ლაბორატორიული მონაცემები: ცილის დონის მომატება,შრატის ბილირუბინი, AST (SGOT), ეოზინოფილია, ჰიპოკალემია. სხვა: ელენთის დაზიანება (იხილეთ გაფრთხილებები) თრომბოემბოლიზმი, ანემია, ცისტიტი, ძვლის ტკივილი, შეშუპება, ცხელება, ლიმფადენოპათია, სისხლძარღვების ტკივილი.
ჭარბი დოზირება: არ არსებობს სპეციალური მონაცემები კლოფაზიმინის ჭარბი დოზირების მკურნალობის შესახებ. მიუხედავად ამის, აჭარბი დოზირებისას , უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვა და ჩატარდეს სიმპტომატური მკურნალობა.
შენახვის პირობები: ინახება >30ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ბლისტერზე მოცემულია 10 კაფსულა.
მწარმოებელი: შპს სვის ფარმა პვტ 373709, GIDC, PHASE IV, ვატვა, აჰმედაბადი