newhospitals

კლიონი ინფუზ.ხს 500მგ/100მლ ფლ

კლიონი ინფუზ.ხს 500მგ/100მლ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3468ნახვა
საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება:
მეტრონიდაზოლი.
 

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
100 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 500 მგ მეტრონიდაზოლს.

 

წამლის ფორმა:
საინფუზიო ხსნარი.

 

კლინიკური თავისებურებანი:
მიღების ჩვენება:
საინფუზიო ხსნარი კლიონი გამოიყენება მეტრონიდაზოლის მიმართ მგრძნობიარე ანაერობული ბაქტერიების მიერ გამოწვეული მწვავე ინფექციების სამკურნალოდ. შერეული ინფექციების დროს (გამოწვეული აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმებით), პრეპარატი გამოიყენება იმ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში, რომლებიც ეფექტურია აერობული მიკროორგანიზმის წინააღმდეგ.
მეტრონიდაზოლი ეფექტურია Bacteroides fragilis შტამების წინააღმდეგ, რომლებიც რეზისტენტულია კლინდამიცინის, ქლორამფენიკოლისა და პენიცილინის მიმართ.
აბდომინალური ინფექციები: მაგ.: პერიტონიტის.
გინეკოლოგიური ინფექციები: მაგ.: მცირე მენჯის აბსცესი, პარამეტრიტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი.
ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები: მაგ.: Bacteroides fragilis-ით გამოწვეული ტვინის აბსცესი.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მაგ.: Bacteroides fragilis-ის შტამებით გამოწვეული განგრენოზული პნევმონია.
ძვლისა და სახსრების ინფექციები: მაგ.: ოსტეომიელიტი.
Bacteroides fragilis-ის შტამებით ან Clostridium-ის სახეობებით გამოწვეული სეფსისი და ბაქტერიემია.

 

პროფილაქტიკისთვის:
პრეპარატი გამოიყენება ოპერაციის შემდგომი ჭრილობების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და მცირე მენჯის არეში ქირურგიული ჩარევის დროს.

 

მიღების წესი და დოზირება:
საინფუზიო ხსნარის ინტრავენული შეყვანა ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია პრეპარატის პერორალური მიღება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, პრეპარატი შესაძლებელია მიღებულ იქნეს პერორალური გზით.
შერეული ინფექციების დროს საინფუზიო კლიონი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პარენტერალური ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში, პრეპარატების ერთმანეთში არევის გარეშე.
დაუშვებელია პრეპარატის სხვა პრეპარატებთან შერევა წვეთოვანი შეყვანისას ინტრავენურად. საინფუზიო ხსნარის ინტრავენული შეყვანის სისწრაფე: 5 მლ./წთ

 

ანაერობული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას:
პრეპარატის შეყვანა თერაპიული მიზნით მოზრდილებისთვის (სხეულის მასის 70 კგ-მდე) და ბავშვებისთვის 12 წლის ასაკის ზევით:
საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ (3 მლ) მეტრონიდაზოლს სხეულის მასის ერთ კილოგრამზე, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 7,5 მგ (1,5 მლ) მეტრონიდაზოლს სხეულის მასის ერთ კილოგრამზე, ყოველ 6 საათში, სამი დღე-ღამის განმავლობაში; ამის შემდეგ, იგივე დოზით ყოველ 12 საათში. მეტრონიდაზოლის მაქსიმალური დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გრამს. თერაპიის საშუალო კურსი შეადგენს 7-10 დღეს; მწვავე ინფექციების სამკურნალოდ მკურნალობის კურსი შესაძლოა 2-3 კვირა გაგრძელდეს.
ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით:
საწყისი დოზა შეადგენს 7,5 მგ (1,5 მლ) მეტრონიდაზოლს სხეულის მასის ერთ კილოგრამზე, ყოველ 8 საათში, სამი დღე-ღამის განმავლობაში; ამის შემდეგ, იგივე დოზით ყოველ 12 საათში.

 

ოპერაციისშემდგომი ანაერობული გართულებების თავიდან აცილების მიზნით:
პრეპარატის შეყვანა პროფილაქტიკის მიზნით მოზედილებისთვის (სხეული მასის 70 კგ-მდე) და ბავშვებისთვის 12 წლის ასაკის ზევით:
ინტრავენულად შეჰყავთ 15 მგ (3 მლ) მეტრონიდაზოლი სხეულის მასის ერთ კილოგრამზე, 30-60 წუთის განმავლობაში. პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს ოპერაციის დაწყებამდე 1 საათით ადრე. აუცილებლობის შემთხვევაში, ოპერაციიდან 6 (-8) ან 12 (-16) საათის შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის მიღების გაგრძელება დოზირებით 7,5 მგ (1,5 მლ) მეტრონიდაზოლი სხეულის მასის ერთ კილოგრამზე.

 

პროფილაქტიკის მიზნით 12 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში:
პრეპარატის შეყვანის დოზა იდენტურია ზემოაღნიშნულ დოზასთან, მაგრამ ერთჯერადი ინტრავენული დოზა შეადგენს 7,5 მგ (1,5 მლ) მეტრონიდაზოლს სხეულის მასის ერთ კილოგრამზე.

 

გამოყენება თირკმლის ფუნქციის მოშლის დროს:
თირკმლის ფუნქციის მოშლა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე, ამიტომ სავალდებულო არ არის დოზის შეცვლა. თუმცა, პაციენტისთვის ჰემოდიალიზის ჩატარების დროს, უნდა გვახსოვდეს მეტრონიდაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდის შემცირების შესახებ. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, ჰემოდიალიზის ჩატარების შემდეგ შესაძლოა წარმოიქმნას პრეპარატის დამატებითი შეყვანის აუცილებლობა. იმ ავადმყოფების შემთხვევაში, რომლებიც არ იმყოფებიან ჰემოდიალიზზე და კრეატინინის კლირენსი წუტში 10 მლ-ზე ნაკლებია, შესაძლებელია მეტრონიდაზლის მეტაბოლიტების დაგროვება. ასეთ შემთხვევაში ნაჩვენებია ჰემოდიალიზის ჩატარება, რამეთუ პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია.

 

ჰემოდიალიზი:
მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები კარგად გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. ვინაიდან ჰემოდიალიზის დროს ნახევრადგამოყოფის პერიოდი მკვეთრად მცირდება (დაახლოებით 3 საათამდე), რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, პრეპარატის დამატებითი შეყვანა გახდეს საჭირო.

ღვიძლის მწვავე დაავადების დროს მეტრონიდაზოლი გაცილებით ნელა მეტაბოლიზირდება. შედეგად, შესაძლოა მეტრონიდაზოლისა და მისი მეტაბოლიტების სისხლის პლაზმაში დაგროვება. ასეთ შემთხვევაში, პრეპარატის დოზა და მიღებებს შორის ინტერვალი დგინდება ღვიძლის დაზიანების სიმძიმის მიხედვით.

 

დოზირება ხანდაზმულ პაციენტთა შემთხვევაში:
ხანდაზმულ პაციენტთა შემთხვევაში, ხშირად იცვლება მეტრონიდაზოლის ფარმაკოკინეტიკა, ამიტომ, შესაძლოა აუცილებელი გახდეს სისხლის შრატში მეტრონიდაზოლის დონის კონტროლი.

 

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის ან სხვა ნიტროიმიდაზოლების მიმართ. ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრი, ძუძუთი კვება.

 

განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენების დროს:
თერაპიის 10 დღეზე მეტ ხანს ჩატარების შემთხვევაში - მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ავადმყოფის მკაცრი კონტროლით - აუცილებელია რეგულარული ლაბორატორიული კონტროლი. თუ ქრონიკული დაავადების გამო თერაპიის ხანგრძივი კურსია საჭირო, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სხვაობა მოსალოდნელ ეფექტსა და პოტენციურ რისკს შორის. ღვიძლის დაავადების დროს მცირდება მეტრონიდაზოლის გამოყოფის პერიოდი, რამაც, შესაძლოა, პრეპარატის დაგროვება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა დოზის კორექცია.
საინფუზიო კლიონის ხსნარი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ღვიძლის ენცეფალოპათიის მქონე პაციენტთა შემთხვევაში. პრეპარატის გამოყენებამ სხვა, ნატრიუმის მარილის შემცველ პრეპარატებთან ერთად შესაძლოა ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება გამოიწვიოს. პრეპარატის გმოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს კანდიდოზის გამწვავება. თერაპიის დროს ალკოჰოლის გამოყენება სასტიკად აკრძალულია. პრეპარატის გამოყენებისას, შესაძლოა შეინიშნებოდეს მსუბუქი ლეიკოპენია, ამიტომ, მიზანშეწონილია სისხლის სურათის კონტროლი (ლეიკოციტების რაოდენობა) მკურნალობის დასაწყისში და ბოლოს. პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს იმ პაციენთტა შემთხვევაში, რომლებიც ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს, ან მიდრეკილი არიან შეშუპებისკენ.
მეტრონიდაზოლით მკურნალობის კურსის დროს შესაძლებელია ლითიუმის დონის მომატება. იმ პაციენტთა შემთხვევაში, რომლებიც მეტრონიდაზოლით მკურნალობის პროცესში დამატებით ლითიუმის მარილს ღებულობდნენ შენიშნულია თირკმლის ფუნქციის მოშლა. ამასთან დაკავშირებით, კლიონით მკურნალობის კურსის დაწყებამდე აუცილებელია ლითიუმის დოზის შემცირება ან მკურნალობის პროცესში მისი დროებით შეწყვეტა. კლიონი მეტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე და მძიმედ მიმდინარე დაავადებების დროს.

 

წამლებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
- პრეპარტი აძლიერებს პერორალური ანტიკოაგულანტური პრეპარატების მოქმედებას. შესაძლოა გაიზარდოს პროთრომბინის დრო, ამიტომ აუცილებელია პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.
- ფერმენტების ინდუქტორებმა (მაგ. ფენიტოინი, ფენობარბიტალი) შესაძლოა გამოიწვიონ მეტრონიდაზოლის გამოყოფის დაჩქარება, რაც გამოიწვევს პლამაში მისი შემცველობის დაკლებას და ფენიტოინის კლირენსის მომატებას.
- ფერმენტების ინჰიბიტორები (მაგ. ციმეტიდინი) აძლიერებს ნახევრადგამოყოფის პერიოდს და ამცირებს მეტრონიდაზოლის კლირენსს.
- მკურნალობის პროცესში ალკოჰოლის გამოყენება იწვევს რეაქციებს, მაგალითად, დისულფირამი (შეტევითი ტკივილები მუცლის არეში, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, კანის სიწითლე).
- დაუშვებელია პრეპარატის დისულფირამთან ერთდროული გამოყენება (ადიტიური მოქმედება, შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქოტური მდგომარეობა, გონების არევა).
- მეტრონიდაზოლით მკურნალობის კურსის დროს შესაძლებელი სისხლში ლითიუმის დონის მომატება, ამიტომ კლიონის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ლითიუმის დოზის შემცირება ან მკურნალობის პროცესში მისი დროებით შეწყვეტა.
- მეტრონიდაზოლისა და ციკლოსპორინის ერთდროულმა შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში ციკლოსპორინის მომატება, რაც ლაბორატორულ კონტროლს საჭიროებს (სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის დონის განსაზღვრა).
- მეტრონიდაზოლი ამცირებს 5-ფტორურაცილის კლირენსს, რაც ხელს უწყობს მისი ტოქსიკურობის მომატებას.
- პრეპარატმა, შესაძლოა, ხელი შეუშალოს АЛТ, АСТ- ლაქტატდეჰიდროგენაზის, გლუკოზ-ჰექსოკინაზის აქტივობის და ტრიგლიცერიდების დონის განსაზღვრას ლაბორატორულ გამოკვლევებში.

 

პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს:
ფეხმძიმობა:
ჯგუფი "B"
მეტრონიდაზოლი აღწევს ჰემატო-პლაცენტარულ ბარიერში. ჩატარებულ იქნა გამოკვლევები ვირთაგვებზე, რომლეთა შედეგად დამტკიცდა, რომ ხუთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ, არ იქნა გამოვლენილი რაიმე უარყოფითი გავლენა არც მოზრდილი ვირთხების ფერტილურობაზე, არც თვით ნაყოფზე. ჩვეულებრივი, ადამიანებისთვის განკუთვნილი დოზის მაკე თაგვებისთვის ინტრაპერიტონალური შეყვანისას დაფიქსირდა ფეტოტოქსიკურობის მომატება, ხოლო იგივე დოზის პერორალური გზით შეყვანისას, არ გამოვლინდა რაიმე გადახრა. მიუხედავად ამისა, არ ჩატარებულა გამოკვლევა ფეხმძიმე ქალზე. ჩატარებულ იქნა გამოკვლევათა მეტა-ანალიზი მეტრონიდაზოლის ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში შეყვანასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც არ გამოვლენილა რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მეტრონიდაზოლის დანიშვნა ფეხმძიმეთათვის, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის დროს, დაშვებულია მხოლოდ ექიმის მიერ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკისა და მოსალოდნელი სარგებლის შეფარდების შეფასების შემდეგ.
ძუძუთი კვება:
დედის რძეში მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია შეესაბამება მის კონცენტრაციას პლაზმაში. პრეპარატის მიღების შემდეგ რძეს, შესაძლოა, მწარე გემო მიეცეს. ბავშვზე პრეპარატის უარყოფითი მოქმედების თავიდან აცილების მიზნით უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება მკურნალობის პროცესში და/ან მისი დასრულებიდან 2 დღის შემდეგ, ან თვით მკურნალობა, იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედისთვის მკურნალობის კურსის ჩატარება.

 

პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის მართვის უნარზე, ასევე ტრავმატიზმის მაღალი რისკის მქონე მექანიზმებთან მუშაობაზე:
მეტრონიდაზოლი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვისა და სხვა სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

გვერდითი მოვლენები:
მეტრონიდაზოლის გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, დოზაზეა დამოკიდებული. უფრო ხშირად გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ ვლინდება.
კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, უმადობა, შეტევითი ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, დიარეა, ნადები ენაზე, მწარე გემო პირის ღრუში.
სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ: უკუქცევადი ნეიტროპენია (ლეიკოპენია).
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: პერიფერიული ნევროპათია (სხეულის დაბუჟების შეგრძნება), იშვიათად, მხოლოდ ხანგრძივი მიღების შედეგად შეინიშნება თავის ტკივილი, კრუნჩხვა, ძილიანობა, თავბრუს ხვევა, კოორდინაციის მოშლა, ატაქსია, გონების არევა.
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, მრავალნაირი სახის ექსუდატიური ერითემა, ძალზედ იშვიათად - ანგიონევროტული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია.
ადგილობრივი რეაქციები: ი/ვ შეყვანის ადგილას შესაძლოა წარმოიშვას თრომბოფლებიტი.
პრეპარატის გავლენა ღვიძლზე: იშვიათად ვლინდება ღვიძლის ფერმენტის აქტივობის მომატება, ქოლესტაზი და სიყვითლე.
სხვა: ტემპერატურის მომატება, შარდის გამუქება (იწვევს მეტრონიდაზოლის მეტაბოლიტი, არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა).
ეს მოვლენები, როგორც წესი, ქრება დოზის შემცირებისთანავე ან მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ.

 

ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზის სიმპტომების გაჩენისას (ღებინება, გულისრევა, ატაქსია) ჩატარებულ უნდა იქნეს სიმპტომატური თერაპია (კუჭის ამორეცხვა, ნახშირის შეყვანა, ჰემოდიალიზი), რამეთუ მეტრონიდაზოლს სპეციფიური ანტიდოტი არ გააჩნია. მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები კარგად ელიმინირდება ჰემოდიალიზის დროს.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება: მეტრონიდაზოლი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეტრონიდაზოლი ორგანიზმში პასიური დიფუზიის გზით ხვდება. ის აღდგება ბაქტერიული უჯრედის შიგნით, ბიოლოგიურად აქტიური ციტოტოქსიური მეტაბოლიტი აზიანებს დნმ-ს. ფერმენტი, რომელიც აღადგენს მეტრონიდაზოლის ნიტროჯგუფს, არაეფექტურია ჟანგბადთან მიმართებაში. ამით აიხსნება ის, რომ მეტრონიდაზოლი მხოლოდ ანაერობულ პირობებში მოქმედებს. მეტრონიდაზოლი ეფექტურია რიგი მარტივი (Trichomonas vaginalis, Entamoeba hystolitica, Giardia lamblia) და ობლიგატური ანაერობული მიკროორგანიზმებით ინფიცირების დროს.
მოქმედების სპექტრი:
In ვიტრო ეფექტურია ყველა ობლიგატური ანაერობების მიმართ (პროპიონიბაქტერიისა და აქტინომიცეტების გარდა).
გრამ-უარყოფითი ჩხირები: Bacteroides სახეობები, მათ შორის Bacteroides fragilis ჯგუფი (B. fragilis, B. ovatus, B. thetaitaomicron), Fusobacterium-ის სახეობები.
გრამ-დადებითი ჩხირები: Clostridium-ისა და Eubacterium-ის სახეობები.
გრამ-უარყოფითი კოკები: Peptococus-ისა და Pepetostreptococus-ის სახეობები.
პრეპარატი ეფექტურია რიგი ფაკულტატიური ანაერობების (Gardenerella vaginalis, Helicobacter pylori) და რიგი სპიროქეტების მიმართ.

 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ჯანმრთელ მოხალისეებში ორგანიზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 8 საათს შეადგენს. მეტრონიდაზოლის 60-80% და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმლის მეშვეობით, კუჭ-ნაწლავიდან გამოიყოფა შეყვანილი დოზის 6-15%. ჯანმრთელ მოხალისეებსა და ავადმყოფებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეტრონიდაზოლი სწრაფად შეაღწევს ცერებროსპინალურ სითხეში და აღწევს თერაპიულ კონცენტრაციას ტვინისა და ფილტვის აბსცესში. მეტრონიდაზოლს აქვს განაწილების ფართო არეალი და 20%-ზე ნაკლები სისხლის ცილას უკავშირდება. მეტრონიდაზოლი აღწევს ნაღველის სადინრებში და აღწევს იგივე კონცენტრაციას, როგორც სისხლის პლაზმაში. პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში პირდაპირაა დაკავშირებული შეყვანილ დოზასთან. ჯანმრთელი მოხალისეებისთვის შეყვანილი ხსნარი დოზირებით 100-4000 მგ (რვა საათის მანძილზე) აღწევდა კონცენტრაციის მაქსიმალურ პიკს სისხლის პლაზმაში. ერთჯერადად შეყვანილი ხსნარი, რომელიც 500 მგ მეტრონიდაზოლს შეიცავს, იძლეოდა საშუალო კონცენტრაციას 11,7-18 მკგ/მლ პლაზმაში. ღვიძლის ფუნქციის მოშლის მოქნე პაციენტთა შემთხვევაში აღინიშნა მეტრონიდაზოლის კლირენსის შემცირება.
თირკმლის ფუნქციის შემცირება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მეტრონიდაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

 

უსაფრთხოების კლინიკამდელი ცდები:
მეტრონიდაზოლის ტოქსიკურობა მისი ხანგრძლივი გამოყენებისას განსხვავებულია თაგვებსა და სხვადასხვა ცხოველების შემთხვევაში. მაგალითად, ნევროლოგიური გადახრები, აღწერილი ძაღლების შემთხვევაში, არ აღინიშნა სხვა ცხოველების შემთხვევაში. პრეპარატის მაღალმა პერორალურმა დოზამ გამოიწვია სხეულის მასის შემცირება და საკვერცხეების ატროფია თაგვებსა და ვირთაგვებში, ხოლო ი/ვ გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატს არ ჰქონია ზეგავლენა ვირთაგვებზე, არ იწვევდა არტერიული წნევის მნიშვნელოვან მომატებასა და გადახრას ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური პარამეტრებით.
მაიმუნების შემთხვევაში, მაღალმა დოზამ გამოიწვია ღვიძლის სტრუქტურული მოშლა, ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის გადახრის გარეშე. პრეპარატის შეყვანის 5 კვირიანმა კურსმა დოზირებით 1 მგ. სხეულის მასის 1 კგ-ზე არ გამოიწვია თაგვებში ლეთალური დასასრული. ერთ-ერთ გამოკვლევაში აღწერილ იქნა ფილტვის სიმსივნისა და ავთვისებიანი ლიმფომების გახშირება, მაგრამ სხვა მკვლევარებმა ვერ დაადასტურეს ეს ვარაუდი Sprague-Dawley-ს ჯიშის ვირთაგვებსა და ზაზუნებზე ჩატარებული ცდებით. მეტრონიდაზოლ in vitro აღმოჩნდა მუტოგენური რიგი მიკროორგანიზმების მიმართ, მაგრამ ინ ვივო ჩატარებული ცდების შედეგად არ დადასტურდა გენეტიკური დაზიანების საშიშროება.

 

ფარმაცევტული მონაცემები:
ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი.

 

შეუთავსებლობა:
არ არის მონაცემები



ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

 

შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს 15-300C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა:
კოლოფი შეიცავს 1 ან 10 ფლაკონს, თითო - 100 მლ, რეზინის თავსახურით, ყვითელი ფერის პლასტმასის დამცავი ხუფით.

 

პრეპარატის გამოყენების განსაკუთრებული მითითებები:
მხოლოდ სტაციონარული გამოყენებისათვის.

 

გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტით.

 

მწარმოებელი და მისი მისამართი:
ს.ს. "გედეონ რიხტერი", უნგრეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.