კლინდაცინი ტ
სავაჭრო სახელწოდება
კლინდაცინი ტ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება)
CLINDAMYCIN PHOSPHATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი
მწარმოებელი
პოლფა ტარხომინი (Tarchomin pharmaceutical works "POLFA" S.A.)
მწარმოებელი ქვეყანა
პოლონეთი გამოშვების ფორმა
1% 10მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1 გაცემის რეჟიმი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია
ათქ კლასიფიკაციის კოდი
D10AF01 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გელი 1%: ტუბში 30 გ.
1 გ
კლინდამიცინი (ფოსფატის სახით)...........................10 მგ დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, გასუფთავებული წყალი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კლინდამიცინი ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. ახდენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას, თუმცა მაღალ კონცენტრაციებში ავლენს ბაქტერიოციდულ ეფექტს. პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ინ ვიტრო პირობებში კლინდამიცინი ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
გრამდადებითი ბაქტერიები:Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis. Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus durans, Streptococcus bovis. Clostridium tetani, Clostridium perfringens, Clostridium diphteriae (არსებობს მდგრადი შტამები). გრამდადებითი ანაერობული ბაქტერიები: Peptococcus sp., Peptostreptococcus sp., Eubacterium sp., Propionibacterium sp., Bifidobacterium sp., Lactobacillus sp. გრამუარყოფითი ბაქტერიები: ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების უმეტესობა მგრძნობიარეა კლინდამიცინის მიმართ, ამავდროულად აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები, როგორც წესი, მდგრადნი არიან.
უმარტივესები: Plasmodium vivax, Toxoplasma gondii, Pneumocystis carini. პაციენტთა უმრავლესობაში, პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას კლინდამიცინი შრატსა და შარდში არ განისაზღვრება.
ჩვენებები
Propionibacterium acne-ს მიერ გამოწვეული ჩვეულებრივი ფერიმჭამელა, ასევე კანის სხვა ინფექციები, გამოწვეული კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
დოზირების რეჟიმი მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: პრეპარატის კლინდაცინ T-ს გელი თხელ ფენად დაიტანება დასნებოვნებულ მონაკვეთებზე დღეში 2-ჯერ. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 4-8 კვირას შეადგენს. პრეპარატის გამოყენება აუცილებელია ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. 12 წლამდე ასაკის ბავშვები: კლინდაცინ T-ს გელის გამოყენების უსაფრთხოება განსაზღვრული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულ პაციენტებში აუცილებლობას არ წარმოადგენს დოზირების ცვლილება.
დოზირება თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში: პრეპარატის გამოყენებისას ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით პრეპარატის დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.
იმ შემთხვევაში თუ პაციენტს პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი, ან სუსტი ეჩვენება, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად კლინდაცინ T-ს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა:
- კანის გაღიზიანება, ქავილი, წვა, ერითემა პრეპარატის წასმის ადგილას;
- იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
- იშვიათად მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დისპეფსიური სიმპტომები; ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლოა სპორადიულად აღინიშნებოდეს: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, მუცლის ტკივილი, ფსევდომემბრანული კოლიტი .
სანერწყვე ჯირკვლების ანთება გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ.
უკუჩვენებები: - ჰიპერმგრძნობელობა კლინდამიცინის, ლინკომიცინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
- პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებისათვის კრონის დაავადებით, წყლულოვანი კოლიტით ან ანტიბიოტიკებით თერაპიის შემდგომი კოლიტით ანამნეზში. ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. კლინდაცინ T-ს ორსულებში დანიშვნა შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. კანის ზედაპირიდან პრეპარატის აბსორბციის შესაძლებლობის გამო, კლინდამიცინის დანიშვნა მეძუძური დედებისათვის არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები შემთხვევით დაზიანებულ კანზე , თვალების კონიუნქტივზე ან ლორწოვანზე გელის მოხვედრისას უნდა მოხდეს ამ ადგილის ჩამობანა დიდი რაოდენობით ოთახის ტემპერატურის წყლით. ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა. ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ოთახის ტემპერატურის წყლით გელის ჩამობანა და შემდეგ პრეპარატის რეკომენდებული რაოდენობის წასმა.
პრეპარატ კლინდაცინ T-ს დოზის გამოტოვება: თუ პრეპარატის გამოყენება არ მოხდა დანიშნულ დროს, ხოლო შემდეგ გამოყენებამდე საკმაოდ დიდი დროა, პრეპარატის გამოყენება აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს ბოლო ხანებში გამოყენებული პრეპარატების შესახებ, მათ შესახებაც კი, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.
კუნთების ტონუსის შემამცირებელ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას კლინდამიცინს შეუძლია მათი მოქმედების პოტენცირება, ამიტომ პრეპარატის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებიც ამ ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობენ. შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.