newhospitals

კლიმაქტოპლანი N

კლიმაქტოპლანი N
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6130ნახვა
კლიმაქტოპლანი N - Klimaktoplan(R)N ჰომეოპატიური სამკურნალო საშუალება

სარეგისტრაციო ნომერი: LC-002009 15.09.2006-დან

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: კლიმაქტოპლანი N/Klimaktoplan(R)N

სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა 1 ტაბლეტში შედის: აქტიური კომპონენტები: Cimicifuga D2 (ციმიციფუგა) - 25 მგ; Sepia D2 (სეპია) - 25 მგ, Ignatia D3 (იგნაცია) - 25 მგ, Sanguinaria D2 (სანგვინარია) - 25 მგ. დამხმარე

კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა: ბრტყელცილინდრული ტაბლეტები ღია რუხი ან რუხი ნაჭდევით, დამახასიათებელი სუნის გარეშე. იშვიათად, ტაბლეტები შესაძლოა დაწინწკლული იყოს.

ჩვენებები გამოყენებისათვის: კლიმაქტერული პერიოდი, რომლის დროსაც წამოხურებები, გაძლიერებული ოფლიანობა, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, ქავილი, ნერვული დაძაბულობა, ძილის დარღვევა აღინიშნება.

უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების გზები და დოზები მიიღება: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან სადილის მიღებიდან საათნახევრის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს. თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ. პრეპარატის კარგი მიმღებლობის დროს კლიმაქტოპლანი N-ის მიღება შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედებები: ძალიან იშვიათად შესაძლოა, პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ აუტანლობის რეაქციები გამოვლინდეს. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის. ჰომეოპათიური პრეპარატების მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობას არ გამორიცხავს.

განსაკუთრებული მითითებები: ჰომეოპათიური წამლების მიღებისას შესაძლოა დროებითი პირველადი გაუარესება აღინიშნოს. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

გამოშვების ფორმა: აპკის მქონე ალუმინის ფოლგის ბლისტერზე _ 20 ტაბლეტი. 5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.