newhospitals

კლარიტრომიცინი 250მგ #10ტ

კლარიტრომიცინი 250მგ #10ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6086ნახვა
[code]
კლარითრომიცინი
(CLARITHROMYCIN)



შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კლარითრომიცინის 250 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. კლარითრომიცინი მოქმედებს ბაქტერიის 50S რიბოსომულ სუბერთეულთან და თრგუნავს მიკრობის უჯრედში ცილის სინთეზს. მის მიმართ მგრძნობიარეა: Streptococcus agalactiae (pyogenes, viridans, pneumoniae), Haemophilus influenzae (parainfluenzae), Neisseria go-norrheae, Listeria monocytogenes, Legionella pneumophila, Mycoplazma pneumoniae, Helicobacter (Campilobacter) pylori, Campilobacter jejuni, Chlamidia pneumoniae (trachomatis), Moraxella (Branhamella) catarrhalis, Bordetella pertussis, Propionibacterium acnes, Mycobacterium avium, Mycobacterium leprae, Staphylococcus aureus, Ureaplazma urealyticum, Toxoplasma gondii, Neisseria gono-rrhoeae.
კლარითრომიცინი პერორალურად მიღებისას მეტაბოლიზირდება 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინამდე, რომელსაც გააჩნია იგივე ან ოდნავ შემცირებული ანტიმიკრობული აქტივობა, ვიდრე მის სახეშეუცვლელ ფორმას. 250 მგ კლარითრომიცინის რეგულარულად მიღებისას პლაზმაში სახეშეუცვლელი ფორმისა და მეტაბოლიტის მაქსიმალური კონცენტრაცია შესაბამისად აღწევს 1 მკგ/მლ და 0,6 მკგ/მლ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი – 3-4 სთ და 5-6 სთ.

ჩვენება

კლარითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზი-ლიტი, სინუსიტი;
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, ბაქტერიული პნევმონია, ატიპიური პნევმონია;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, იმპეტიგო, ჭრილობის ინფექცია;
- ინფექციები, გამოწვეული Mycobacterium avium;
- ინფექციები, გამოწვეული Chlamidia trachomatis;
- ინფექციები, გამოწვეული Helicobacter pylori;
- ინფექციები, გამოწვეული Ureaplazma urealyticum.

უკუჩვენება

მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში. სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევის დროს. კლარითრომიცინისა და თეოფილინის ან კარბამაზეპინის ერთდროული დანიშვნისას პლაზმაში აღინიშნება მათი კონცენტრაციის მომატება.

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში: შიგნით მისაღებად საშუალო დოზაა 250 მგ ორჯერ დღეში. საჭიროებისას - 500 მგ ორჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 6-14 დღეა.
ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 7,5 მგ/კგ სხეულის წონაზე. მაქსიმალური დღიური დოზაა 500 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღეა.
Micobacterium avium-ით გამოწვეული ინფექციების დროს კლარითრომიცინის დოზაა 1 გ ორჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა - 6 თვე და მეტი.
თირკმლის უკმარისობის დროს, როცა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წთ, პრეპარატის დოზა უნდა განახევრდეს, ხოლო მკურნალობის კურსის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 14 დღეს.

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალური არის მტკივნეულობა, დიარეა, სისხლის შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების ტრანზიტორული მატება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი 250 მგ, შეფუთვაში 10 ტაბლეტი.

დანიშნულება

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.