newhospitals

კლამოქსი 1000მგ #10ტ

კლამოქსი 1000მგ #10ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
11131ნახვა
საერთაშორისო დასახელება:
amoxicillin, clavulanic acid

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1000 მგ 10 ტაბ.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლამოქსი BID 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტი არის პერორალური ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული კომბინაცია, რომელიც შედგება ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი ამოქსიცილინისა და ბეტა ლაქტამაზას ინჰიბიტორის, კალიუმის კლავულანატისაგან (კლავულანმჟავას კალიუმის მარილი).
ამოქსიცილინი არის ამპიცილინის ანალოგი, რომელიც წარმოებულია ბაზისური პენიცილინის ბირთვისგან, 6-ამინოპენიცილანის მჟავასგან.
კლავულანის მჟავა, რომელიც იწარმოება სტრეპტომიცინის კლავულიგერუსის ფერმენტაციით, არის ბეტა ლაქტამი, რომელიც სტრუქტურულად ენათესავება პენიცილინებს და გააჩნია სხვადასხვა ბეტა ლაქტამაზების ინაქტივაციის უნარი ამ ფერმენტების აქტიური უბნების ბლოკირების გზით. კლავულანის მჟავა განსაკუთრებით აქტიურია კლინიკურად მნიშვნელოვანი პლაზმიდით განპირობებული ბეტალაქტამაზების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად პასუხისმგებელნი არიან პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ განვითარებულ რეზისტენტობაზე.
ფარმაკოკინეტიკა
კლავულანის მჟავა გავლენას არ ახდენს ამოქსიცილინის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე.
აბსორბცია:
ამოქსიცილინი და კალიუმის კლავულანატი პერორალური მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ 90% და 75% შესაბამისად. მათზე გავლენას არ ახდენს საკვები. ამოქსიცილინისა და კალიუმის კლავულანატის მიღება შეიძლება საკვების მიუხედავად.
ამოქსიცილინი და კალიუმის კლავულანატი პერორალური მიღების შემდეგ უმაღლეს შრატისმიერ კონცენტრაციებს აღწევს 1 საათში. ამოქსიცილინის შრატისმიერი კონცენტრაციები, რომლებიც მიიღწევა კლამოქსის მიღების შემდეგ ანალოგიურია იმ კონცენტრაციებისა, რომლებიც წარმოიქმნება ცალკე მხოლოდ ამოქსიცილინის ექვივალენტური დოზების პერორალური მიღებისას. ამოქსიცილინის პერორალური დოზის გაზრდის კვალდაკვალ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვილი დოზის რაოდენობა მცირდება მხოლოდ უმნიშვნელოდ, ხოლო პრეპარატის უმაღლესი შრატისმიერი კონცენტრაციები და AUC ზოგადად სწორხაზოვნად მატულობს გაზრდილი დოზების ფონზე.
კლამოქსის ორივე კომპონენტი უკავშირდება შრატისმიერ პროტეინებს მცირე პროცენტით (ამოქსიცილინი 20% და კლავულანის მჟავა 30%), ხოლო დაახლოებით 70% არ უკავშირდება.
განაწილება:
ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა კარგად დიფუნდირებს შუა ყურის სეკრეტში, პერიტონეალურ სითხეში, პლევრის სითხეში, შარდში, ნაწლავის ლორწოვანში, ძვალში, ნაღველში, ბრონქულ სეკრეტში, ქალის სასქესო ორგანოებში.
ამოქსიცილინი ადვილად დიფუნდირებს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, ცერებროსპინალური სითხის გამოკლებით. ტვინის გარსის ანთებისას, ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შეღწევა იზრდება.
მეტაბოლიზმი:
ამოქსიცილინის დაახლოებით 10% და კლავულანის მჟავას 50% ღვიძლში მეტაბოლიზდება.
ექსკრეცია:
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა ძირითადად ექსკრეტირდება თირკმლებით.
პერორალური მიღების შემდეგ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1.3 საათს, ხოლო კლავულანის მჟავის - 1 საათს.
ამოქსიცილინის დაახლოებით 50-78% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 25-40% გამოიდევნება უცვლელად შარდით მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში.
მიკრობიოლოგია:
ამოქსიცილინი არის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი ბაქტერიციდული მოქმედების ფართო სპექტრით მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის წინააღმდეგ. თუმცა, ამოქსიცილინი მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამაზების მიმართ და ამდენად, მოქმედების სპექტრი არ მოიცავს იმ ორგანიზმებს, რომლებიც წარმოქმნიან ამ ფერმენტებს.
კლავულანის მჟავა არის ბეტა-ლაქტამი, პენიცილინების სტრუქტურულად მონათესავე, რომელსაც გააჩნია იმ ბეტა-ლაქტამაზების ფართო სპექტრის ინაქტივაციის უნარი, რომლებსაც ხშირად გამოიმუშავებენ პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები. კერძოდ, იგი კარგად მოქმედებს კლინიკურად მნიშვნელოვანი პლაზმიდით განპირობებული ბეტალაქტამაზების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად პასუხისმგებელნი არიან პრეპარატის პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტობაზე.
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების უმეტესი შტამების წინააღმდეგ როგორც ინ ვიტრო, ისე კლინიკური ინფექციებისას, როგორც ეს აღწერილია "ჩვენებებში".
გრამდადებითი აერობები:
Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი) შტაპჰყლოცოცცი, რომლებიც რეზისტენტულია მეთიცილინის/ოქსაცილინის მიმართ, განხილული უნდა იყოს, როგორც ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ რეზისტენტული.
გრამუარყოფითი აერობები:
Enterobacter--ის სახეობები (მიუხედავად იმისა, რომ ენტერობაქტერის სახეობის უმრავლესი შტამები რეზისტენტულია ინ ვიტრო, კლამოქსის შემთხვევაში აღინიშნა კლინიკური ეფექტურობა ამ ორგანიზმით გამოწვეული საშარდე ტრაქტის ინფექციებისას).
Escherichia coli (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი)
Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი)
Klebsiella -ს სახეობები (ყველა ცნობილი შტამი არის ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი)
Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი)
In vitro მონაცემები:
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა ინ ვიტრო ავლენს მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციებს (mik) რაოდენობით 2მკგ/მლ-ს ან ნაკლებს Streptococcus pneumoniae$ - ს უმეტესი შტამების (>/=90%) წინააღმდეგ; mik 0.06 მკგ/მლ-ს ან ნაკლებს Neisseria gonorrhoeae - ს უმეტესი შტამების (>/=90%) წინააღმდეგ; mik 4 მკგ/მლ-ს ან ნაკლებს სტაფილოკოკებისა და ანაერობული ბაქტერიების უმეტესი შტამების (>/=90%) წინააღმდეგ; mik 8 მკგ/მლ-ს ან ნაკლებს სხვა ჩამოთვლილი ორგანიზმების უმეტესი შტამების (>/=90%) წინააღმდეგ.
$ ვინაიდან ინ ვიტრო ამოქსიცილინი უფრო აქტიურია S. pneumoniae - ს წინააღმდეგ, ვიდრე ამპიცილინი ან პენიცილინი, S. pneumoniae -ს უმრავლესობა ამპიცილინის ან პენიცილინის მიმართ უშუალო მგრძნობელობით სრულად მგრძნობიარეა ამოქსიცილინის მიმართ.
გრამდადებითი აერობები:
Enterococcus faecalis *X
Staphylococcus epidermidis (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი)
Staphylococcus saprophyticus (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი)
Streptococcus pneumoniae*X
Streptococcus pyogenes*X
ვირიდანსის ჯგუფის სტრეპტოკოკები*X
გრამუარყოფითი აერობები:
Eikenella corrodens (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი)
Neisseria gonorrhoeae* (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი)
Proteus mirabilis* (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი)
ანაერობული ბაქტერიები:
Bacteroides სახეობები, მათ შორის Bacteroides fragilis (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი)
Fusobacterium სახეობები (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი)
Peptostreptococcus - ის სახეობები X
* ადექვატური და კარგად კონტროლირებული კლინიკური ცდებით დადგინდა ცალკე მხოლოდ ამოქსიცილინის ეფექტურობა ამ ორგანიზმებით გამოწვეული გარკვეული კლინიკური ინფექციების მკურნალობისას.
X ეს არის არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი ორგანიზმები და ამდენად, ისინი მგრძნობიარე არიან ცალკე მხოლოდ ამოქსიცილინის მიმართ.

 

ჩვენებები:
კლამოქსი BID 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები ნაჩვენებია გარკვეული მგრძნობიარე მიკროორგანიზმების შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ შემდეგი მდგომარეობების დროს:
ქვემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები - გამოწვეული H. influenzae - ს და M. catarrhalis -ის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამებით.
შუა ყურის ანთება - გამოწვეული H. influenzae-ს და M. catarrhalis -ის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამებით.
სინუსიტი - გამოწვეული H. influenzae-ს და M. catarrhalis - ის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამებით.
კანისა და კანის სტრუქტურების ინფექციები - გამოწვეული S. aureus-s, E. coli -სა და Klebsiella spp. - ის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამებით.
საშარდე ტრაქტის ინფექციები - გამოწვეული, E. coli-s, Enterobacter spp.-სა და Klebsiella spp.-ის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამებით.
მიუხედავად იმისა, რომ კლამოქსი ნაჩვენებია მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების სამკურნალოდ, ამპიცილინ-მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებიც ექვემდებარებიან კლამოქსით მკურნალობას ამოქსიცილინის შემცველობის გამო; ამდენად, შერეული ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ამპიცილინ-მგრძნობიარე ორგანიზმებით და კლამოქსის მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი ორგანიზმებით, არ საჭიროებენ სხვა ანტიბიოტიკის დამატებას.
ვინაიდან ამოქსიცილინი in vitro უფრო მეტად აქტიურია S. pneomoniae -ს მიმართ, ვიდრე ამპიცილინი ან პენიცილინი, ამპიცილინის ან პენიცილინის მიმართ შუალედურად მგრძნობიარე S. pneomoniae -ს შტამების უმრავლესობა სრულად მგრძნობიარეა კლამოქსის მიმართ.
პრეპარატის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიის განვითარების შემცირებისა და კლამოქსისა და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ეფექტიანობის შესანარჩუნებლად კლამოქსი გამოიყენება მხოლოდ იმ ინფექციების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის, რომლებიც დადასტურებულად ან მაღალი ალბათობით გამოწვეულია მგრძნობიარე ბაქტერიებით. როდესაც კულტურისა და მგრძნობელობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია, მისი გათვალისწინება აუცილებელია ანტიბაქტერიული თერაპიის შერჩევისას ან მოდიფიცირებისას. ამგვარი მონაცემების არარსებობისას, თერაპიის ემპირიული შერჩევისას გამოიყენება ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური და მგრძნობელობის შესახებ არსებული მოდელები.
გამომწვევი ორგანიზმებისა და კლამოქსის მიმართ მათი მგრძნობელობის დასადგენად უნდა ჩატარდეს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები სხვა ნაჩვენებ ქირურგიულ პროცედურებთან ერთად.

 

მიღების წესები და დოზები:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ:
კლამოქსი BID 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტი მიიღება დღეში ორჯერ მწვავე ინფექციებისას.
თერაპია უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს 14 დღე.
კლამოქსი BID 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად დაუღეჭავად. აუცილებლობისას, ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად და გადაიყლაპოს დაუღეჭავად.
გასტროინტესტინური აუტანლობის რისკის შესამცირებლად ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დაწყებისას. ასეთ შემთხვევაში, ტაბლეტი ოპტიმალურად შეიწოვება.
გამოყენება ბავშვებში
< 40 კგ-ზე წონის ბავშვებში გამოიყენება სუსპენზია ექიმის კონსულტაციით.

 

გვერდითი მოვლენები:
კლამოქსი 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტი ზოგადად კარგი ამტანობით ხასიათდება. ყველაზე ხშირად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი, პირღებინება და ვაგინიტი. გვერდითი ეფექტების, განსაკუთრებით კი დიარეის გამოვლენა იზრდება რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას. სხვა ნაკლებად ხშირად გამოვლენილი რეაქციებია: დისკომფორტი მუცლის არეში, მეტეორიზმი და თავის ტკივილი.
შემდეგი გვერდითი ეფექტები დაკავშირებულია ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:
დიარეა, გულისრევა, პირღებინება, გასტრიტი, მოუნელებლობა, სტომატიტი, კანდიდოზი, ენტეროკოლიტი, ჰემორაგიული და ფსევდომემბრანოზული კოლიტი. გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება ტაბლეტის ჭამამდე მიღების შემთხვევაში.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები:
გამონაყარი კანზე, ჭინჭრის გამონაყარი, ანაფილაქსია, ანგიოშეშუპება, მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და იშვიათად ექსფოლიატური დერმატიტი. აღნიშნული რეაქციების კონტროლი შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალებებით, აუცილებლობისას კი, სისტემური კორტიკოსტეროიდებით. ამგვარი რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ექიმი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
ღვიძლი:
ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკებით მკურნალობისას აღინიშნება AST (SGOT) და/ან ALT (SGPT) ზომიერად მომატება, თუმცა ამგვარი მონაცემების მნიშვნელობა არ არის ცნობილი. იშვიათად აღინიშნება ღვიძლის დისფუნქცია, მათ შორის შრატისმიერი ტრანსამინაზების (AST და/ან ALT), შრატისმიერი ბილირუბინის და/ან ტუტე ფოსფატაზას მომატება. ღვიძლის დისფუნქცია, რომელიც შეიძლება მწვავე იყოს, ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ყოველივე ეს ზოგადად ასოცირებულია სერიოზულ ძირითად დაავადებებთან ან პარალელურად გამოყენებულ პრეპარატებთან.
თირკმელი:
იშვიათად აღინიშნება ინტერსტიციული ნეფრიტი და ჰემატურია.
ჰემატოლოგიური ეფექტები:
აღინიშნა ანემია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ეოზინოფილია, ლეიკოპენია და აგრანულოციტოზი. აღნიშნული ცვლილებები გარდამავალი ხასიათის იყო და ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა მკურნალობის დასრულების შემდეგ. უმნიშვნელო თრომბოციტოზი აღინიშნა კლამოქსით მკურნალობაზე მყოფ 1%-ზე ნაკლებ პაციენტში.
ცენტრალური ნერვული სისტემა:
შექცევადი ჰიპერაქტიურობა, აგზნება, შფოთვა, ცნობიერების მოშლა, უძილობა და ძილიანობა.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

უკუჩვენება:
კლამოქსი უკუნაჩვენებია ნებისმიერი პენიცილინის მიმართ ალერგიული რეაქციების ისტორიის მქონე პაციენტებში.
შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი რეაქცია სხვა ბეტალაქტამის ანტიბიოტიკებთან.
უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნათ სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის მოშლა ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ან პენიცილინის გამოყენებისას.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
B კატეგორიის ორსულობა
კლინიკური გამოკვლევებისას დადგინდა, რომ ოპტიმალურ დოზაზე ათჯერ მაღალი დოზით ამოქსიცილინის/ კლავულანის მჟავის მიღება არ ვნებს ნაყოფს და გავლენას არ ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციებზე.
არ არსებობს მონაცემები ორსულობის პერიოდში კლინიკური უსაფრთხოების შესახებ. კლამოქსი ორსულობისას გამოიყენება რისკისა და სარგებლის კოეფიციენტის შეფასების შემდეგ.
ლაქტაცია
კლამოქსის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ სენსიტიზაცია, რაც დაკავშირებულია დედის რძეში ნარჩენი რაოდენობების ექსკრეციასთან.

 

განსაკუთრებული მითითებები:
პენიცილინით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. ამგვარი რეაქციები სავარაუდოდ ვლინდება იმ პირებში, რომლებსაც აქვთ პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის და/ან მრავალი ალერგენის მიმართ მგრძნობელობის ისტორია. პენიცილინის ჰიპერმგრძნობელობის ისტორიის მქონე პაციენტებში აღინიშნა სერიოზული რეაქციები ცეფალოსპორინებით მკურნალობისას. კლამოქსით თერაპიის დაწყებამდე გამოკვლეულ უნდა იქნას პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ ადრე გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ალერგიული რეაქციების განვითარებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სათანადო თერაპია.
ვინაიდან ანტიბაქტერიული თერაპიის შედეგად შეიძლება განვითარდეს ფსევდომემბრანული კოლიტი, დიარეის არსებობის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება.
ანტიბაქტერიული თერაპიის დროს შეიძლება დაზიანდეს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი და აღინიშნოს მიკრობის clostridium - ის ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ პენიცილინები ხასიათდებიან დაბალი ტოქსიკურობით, ხანგრძლივი თერაპიისას რეკომენდებულია სისტემური ორგანოების, მათ შორის თირკმლების, ღვიძლისა და ჰემოპოეტური ფუნქციის შეფასება.
მონონუკლეოზის მქონე პაციენტების უმრავლესობაში ამპიცილინის მიღებისას ვითარდება ერითემატოზული გამონაყარი კანზე. ამდენად, ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკები არ მიიღება მონონუკლეოზის მქონე პაციენტებში.
თერაპიის პერიოდში გათვალისწინებული უნდა იყოს მიკოზური ან ბაქტერიული პათოგენებით სუპერინფექციების განვითარების ალბათობა. სუპერინფექციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და/ან დაიწყოს შესაბამისი თერაპია.
პაციენტები თირკმლების უკმარისობით: კლამოქსი BID 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები არ არის რეკომენდებული კრეატინინის დაბალი კლირენსის მქონე პაციენტებში (<30მლ/წთ).
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით: პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ამავე დროს, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი.

 

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირება იშვიათია. ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გასტროინტესტინური სიმპტომები და სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი.
აღნიშნული მდგომარეობების შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის თირკმლისმიერ ტუბულარულ სეკრეციას. კლამოქსთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისხლში ამოქსიცილინის დონეების მომატება და გახანგრძლივება.
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მსგავსად, კლამოქსმა შეიძლება შეამციროს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტიანობა, რის შესახებაც ინფორმირებული უნდა იყოს პაციენტი.
ამოქსიცილინისა და კალიუმის კლავულანატის გამოყენებისას აღინიშნა სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის მომატება. კლამოქსი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად გადიან თერაპიას ანტიკოაგულანტების გამოყენებით.
ურთიერთქმედება ლაბორატორიულ ანალიზებთან
კლამოქსის პერორალური მიღებისას აღინიშნება შარდში ამოქსიცილინის მაღალი კონცენტრაციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქციები შარდში გლუკოზის განმსაზღვრელ ანალიზებში. ამგვარად, იმ პაციენტებში, რომლებიც კლამოქსს იღებენ, გლუკოზის ანალიზები ფერმენტული გლუკოზას ოქსიდაზას რეაქციების საფუძველზე გამოყენებული უნდა იყოს მაშინ, როდესაც ნაჩვენებია შარდში გლუკოზის განმსაზღვრელი ანალიზების ჩატარება.
ორსულ ქალებში ამოქსიცილინის მიღების შემდეგ აღინიშნება პლაზმაში მთლიანი კონიუგირებული ესტრიოლის, ესტრიოლ-გლუკორონიდის, კონიუგირებული ესტრონისა და ესტრადიოლის კონცენტრაციების დროებითი შემცირება.

 

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება 25°C - მდე, მშრალ ადგილას.
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

 

მწარმოებელი ფირმა. ქვეყანა:
BILIM PPHARMACEUTICALS A.S.
თურქეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.