newhospitals

კეტორალი

კეტორალი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
10793ნახვა

ერთი აბი შეიცავს 200 მგ კეტოკონაზოლს.

 

ჩვენება:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა: -კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ინფექციები (ვულვოვაგინალური კანდიდოზი); - კანისა და რქოვანი წარმონაქმნების სოკოვანი დაავადებანი; - დასუსტებულ ავადმყოფებში სოკოვან დაავადებათა პროფილაქტიკა.

 

უკუჩვენებები:

ღვიძლის ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევები; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

განსაკუთრებული მითითებები:

ანამნეზში ღვიძლის დაავადებების; -სამკურნალო საშუალებებზე ალერგიული რეაქციების მქონე პირებში; -თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას. პრეპარატით 2 კვირის ან უფრო დიდხანს მკურნალობის პროცესში საჭიროა ღვიძლის ფუნქციების მუდმივი კონტროლი

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული კეტოკონაზოლისა და ციკლოსპორინების, ანტიკოაგულანტების,მეთილპრედნიზოლონის, ლოვასტატინის ერთდროული გამოყენება. რიფამპიცინი და იზონიაზიდი ამცირებენ სისხლის პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციას.


მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ინიშნება 200 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დერმატომიკოზების დროს შეადგენს 4 კვირას; ონიქომიკოზების დროს - 6-12 თვეს (კლინიკურ და მიკოლოგიურ გაუმჯობესებამდე); კანისა და პირის ღრუს კანდიდოზის დროს - 2-3 კვირას; სისტემური მიკოზების დროს - 1-2 თვეს. თუკი აღნიშნული დოზა არ იძლევა კლინიკურ გაუმჯობესებას, მაშინ დღიური დოზა უნდა განისაზღვროს 400 მგ-მდე. ვაგინალური კანდიდოზის დროს კეტოკონაზოლი ინიშნება 400 მგ დღეში, 15-30 კგ წონის ბავშვებში კეტოკონაზოლის დღიური დოზაა 100 მგ, ხოლო 30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებს ენიშნებათ მოზრდილის დოზა. სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში ინიშნება 400 მგ დღეში, ბავშვებში - 4-8 მგ/კგ სხეულის წონაზე. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება კეტოკონაზოლი მიიღება ჭამის დროს.

 

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, პარესთეზიები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თრომბოციტოპენია, გინეკომასტია, ოლიგოსპერმია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა

 

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და პრეპარატის ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

 

მწარმოებელი:

"BILIM PHARMACEUTICALS", თურქეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.