newhospitals

კეტონალი ფორტე 100მგ #20ტ

კეტონალი ფორტე 100მგ #20ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2195ნახვა
საერთაშორისო დასახელება - ketoprofen
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
50მგ კაფსულა №25
100მგ ტაბლეტი №20

კეტონალი® 50 მგ, კაფსულების შემადგენლობა:
ყოველი კაფსულა შეიცავს 150 მგ კეტოპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა მონოჰიდრატს, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი E 171, ცისფერი საღებავი V E131.
კეტონალი® ფორტე 100 მგ, შემოგარსული ტაბლეტების შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კეტოპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ლაქტოზა მონოჰიდრატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაკროგოლი 400, ცისფერი საღებავი ინდიგოტინი E132, ტიტანის დიოქსიდი E 171, ტალკი, კარნაუბის ცვილი.

ჩვენებები:
ამსუბუქებს სხვადასხვა წარმოშობის ტკივილს:
- პოსტტრავმატული ტკივილი (მაგალითად, სპორტული დაზიანებები, დაჭიმულობა ან კუნთების ან მყესების გადაძაბვა, ამოვარდნილობები, დაბეჟილობები),
- პოსტოპერაციული ტკივილი (მაგალითად, ორთოპედული ოპერაციის შემდგომი ტკივილი),
- ძვლის მეტასტაზების დროს ტკივილი პაციენტებში სიმსივნეებით,
- მტკივნეული მენსტრუაცია.
რევმატული დაავადაბების მკურნალობა:
კეტოპროფენი ამსუბუქებს ტკივილს სახსრებში, ამცირებს მათ შეშუპებას, შებოჭილობას და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო აქტივობა, ისეთი რევმატული დაავადებების დროს, როგორებიცაა:
- რევმატოიდული ართრიტი,
- სერონეგატიური სპონდილოართრიტი (მაანკილიზირებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი და პოსტინფექციური რეაქციული ართრიტი),
- პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა,
- ოსტეოართრიტი,
- სახსარგარეთა რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი და მხრის სახსრის კაფსულიტი).

მიღების წესები და დოზები:
კეტონალის ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება, თუ გამოვიყენებთ უმცირეს დოზას მკურნალობიოსათვის საჭირო ყველაზე ხანმოკლე პერიოდში.
ნუ შეცვლით დოზას და ნუ შეწყვეტთ მკურნალობას ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
კეტონალი 50 მგ კაფსულებით მკურნალობა
ჩვეულებრივ დოზად ითვლება კეტონალის ერთი კაფსულას (50 მგ) დილით, სადილზე და საღამოს.
რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის მკურნალობისათვის რეკომენდებულია დოზაა ერთი კაფსულა ყოველ 6 საათში.
თუ თქვენ ღებულობთ კეტონალის კაფსულას სუსტი ან ზომიერი ტკივილის ან დისმენორეის დროს ტკივილის მოსახსნელად, რეკომენდებულ დოზად ითვლება ერთი კაფსულას ყოველ 6-8 საათში.
კეტონალ ფორტე 100 მგ ტაბლეტებით მკურნალობა
ჩვეულებრივ დოზად ითვლება კეტონალ ფორტეს ერთი ტაბლეტი (100 მგ) არა უმეტეს ორჯერ დღეში.
რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის მკურნალობისათვის რეკომენდებულია დოზაა ერთი ტაბლეტი არა უმეტეს ორჯერ დღეში.
კეტონალის კაფსულებისა და კეტონალ ფორტეს ტაბლეტების კომბინირება შეიძლება კეტონალის სანთლებთან, მაგალითად:
- კეტონალის ერთი კაფსულა (50 მგ) დილით და დღისით და კეტონალის ერთ სანთელი (100 მგ) საღამოს ან
- კეტონალ ფორტეს ერთი ტაბლეტი (100 მგ) დილით და დღისით და კეტონალის ერთ სანთელი (100 მგ) საღამოს
კეტოპროფენის მაქსიმალური დღიური დოზაა 200 მგ.
მიიღეთ კეტონალის კაფსულები და კეტონალ ფორტეს ტაბლეტები ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სულ მცირე 100 მლ წყლის ან რძის მიყოლებით.
ამავდროულად კეტოპროფენის საჭმლისმომნელებელი სისტეემაზე არასასურველი ეფექტის შესამცირებლად შეიძლება ანტაციდების მიღება (წამალი, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას წარმოქმნას).
ნუ დააქუცმაცებთ და ნუ დაღეჭავთ კეტონალის კაფსულებს და კეტონალ ფორტეს ტაბლეტებს.
ნუ დაგავიწყდებათ თქვენი წამლის მიღება!
მკურნალობის ხანგრძლივობას დაგიდგენთ თქვენი ექიმი.
თუ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ წამლის ეფექტი ან ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ხანდაზმულბი: ხანდაზმულებს ჩვეუებრივ ენიშნებათ შემცირებული დოზირება.
ბავშვები: 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზირება დადგენილი არ არის.
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები:
სხვა წამლების მსგავსად კეტოპროფენს შეუძლია ზოგჯერ გამოიწვიოს ზოგიერთი არასასურველი მოვლენა.
კეტოპროფენის უმნიშვნელო გვერდით მოვლენებს, რომლებიც ხშირად ხანმოკლეა, მიეკუთვნებიან მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრიდან, როგორებიცაა საჭმლის-მონელების დარღვევა (საკვების არასაკმარისი ან დარღვეული ათვისება); დისპეფსია (ჭამის შემდეგ დისკომგორტი კუჭში), ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი (კუჭში ან ნაწლავებში გაზების დაგროვება), ფაღარათი, გულძმარვა ან სხვა.
იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა მოვლენები, როგორებიცაა თავის ტკივილი, თავბრუ, მცირე დეზორიენტაცია, ძილიანობა, გუნება-განწყობილების შეცვლა (ემოციური სტატუსის შეცვლა) და უძილობა (დაძინების გაძნელება ან ანომალური გაღვიძება).
ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების გამო ნერვიულობა არ ღირს, მანამ სანამ შემაწუხებელი არ გახდება, მაშინ მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამონაყარისა და ყურებში შუილის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება მეტად სერიოზული იყოს, და თუ თქვენ ქვემოთ მოყვანილიდან ნებისმიერი შენიშნეთ, შეწყვიტეთ წამლის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს:
- ქოშინი;
- ძლიერი ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება;
- გულის წასვლა;
- კანისა და სკლერების სიყვითლე;
- გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;
- კანზე გამონაყარი, შეშუპება, გამოხატული თავბრუ ან გაძნელებული სუნთქვა,
- ქავილი, შეშუპებული, შეწითლებული, ბუშტუკებით დაფარული, მტკივნეული ან აქერცვლადი კანი;
- ხელების, კოჭების, ტერფების, სახის, ტუჩების, თვალების, ხორხის ან ენის შეშუპება;
- ყლაპვისა და სუნტქვის გაძნელება;
- კიდურების ცალმხრივი სისუსტე;
- ფოტომგრძნობელობა;
- კოჭების შეშუპება;
- სისხლიანი ან ყავის ნალექის ფერის პირღებინება;
- ცვილისებრი განავალი ან სიხლიანი ფაღარათი;
- სისხლჩაქცევები სხეულზე.
ნუ ინერვიულებთ ამ ჩამონათვალის გამო. უმეტესობა კეტონალს ღებულობს ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
ყველა წამალს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში. თუ წამლის მიღების დროს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ცვლილებას შენიშნავთ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (1-ზე მეტი 10 ნამკურნალევი პაციენტიდან):
- დისპეფსია (დისკომფორტი კუჭში ჭამის შემდეგ).
ძალიან ხშირი (1-ზე მეტი 100-დან, მაგრამ 1-ზე ნაკლები 10 პაციენტიდან):
- დეპრესია; გაღიზიანება; ღამის კოშმარები (დაძინების შიში), ძილიანობა;
- თავის ტკივილი; ასთენია (სისუსტე); ზოგადი სისუსტე; დაღლილობა; თავბრუ; თავბრუ; პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეითება);
- მხედველობის დარღვევა;
- ხმაური ყურებში (მაგალითად შუილი);
- შეშუპება (გენერალიზებული შეშუპება)
- გულისრევა; ტკივილი მუცელში; ფაღარათი; ყაბზობა; მეტეორიზმი (გაზების დაგროვება კუჭში ან ნაწლავებში); ანორექსია (მადის დაკარგვა); ღებინება; სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანის ანთება).
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაღალ დოზებში, ყველაზე ხშირად აღინიშნება დაწყლულება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები და პერფორაცია.
- კანზე გამონაყარი
არახშირი (1-ზე მეტი 1000-დან, მაგრამ 1-ზე ნაკლები 100 პაციენტიდან):
- ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება); ჰემოლიზი (ერითროციტების გაძლიერებული დარღვევა); პურპუა (კანის შეწითლება); თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი დონე); აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების დეფიციტი, რომელიც იწვევს ცხელებას, ტკივილს ყელში, ინფექციების უფრო ხშირ განვითარებას).
კეტოპროფენის მაღალ დოზებს შეუძლია გააგრძელოს სისხლდენის დრო;
- ასთმა, ასთმის გართულება, ბრონქოსპაზმი (გაძნელებული სუნთქვა ქოშინით ან ხველით), დისპნოე (სუნთქვის გაძნელება), განსაკუთრებით პაციენტებში ალერგიით ასპირინის ან სხვა არაეეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
- სისხლიანი ხველა (სისხლიანი ნახველი); ფარინგიტი (ტკივილი ყელში), რინიტი (სურდო, ცემინება), ხორხის შეშუპება (შეშუპება ყელში);
- გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია).
მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის არტერიული თრომბოზების განვითარების საშიშროებას (გულის შეტევა ან ინსულტი);
ალოპეცია (თმების ცვენა); ეგზემა (წითელი ფერის გამონაყარი ქავილით); პურპურას სგავსი გამონაყარი; ოფლიანობა; ჭინჭრის ციება; ექსფოლიაციური დერმატიტის (კანის დაავადება მისი აქერცვლით);
- მენომეტრორაგია (გაძლიერებული სისხლდენა საშვილოსნოდან, რომელიც მენსტრუალური ციკლის მერეც გვხვდება).
იშვიათი (1-ზე მეტი 10 000-დან, მაგრამ 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტიდან):
- დელირიუმი (მეტყველების დარღვევა, მძიმე დეზორიენტაცია) მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციებით (არარეალური საგნების დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა); დეზორიენტაცია;
- ფოტომგრძნობელობა (კანის ჰიპერმგრძნობელობა მზის შუქისადმი);
- წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტის (ტკივილი მუცელში, გულისრევა); პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები (სისხლიანი ან ყავის ნალექის ფერის ღებინება ან შავი განავალი).
ძალიან იშვიათი (1-ზე ნაკლები 10 000 პაციენტიდან):
- ანგიოშეშუპება (უპირატესად სახისა და ყელის შეშუპება) და ანაფილაქსია (სუნთქვის გაძნელება, თავბრუ);
- კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება), წვრილი ნაწლავის პერფორაცია (საჭმლისმომნელებელი სისტემის რომელიმე ნაწილის კედელში ხვრელი) და სხვადასხვა ნაწლავური დაავადების გამწვავება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ენტეროპათია);
- ღვიძლის მძიმე დაზიანება სიყვითლით (კანისა და სკლერების ყვითელი შეფერილობა) და ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
- კანის ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი); ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (გამონაყარი, კანის გაწითლება, ტუჩებზე, თვალებში ან პირში ბუშტუკების განვითარება, კანის აქერცვლა, ცხელება); ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის დაავადება აქერცვლით).
- თირკმლების მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმლების ანთება); ნეფროზული სინდრომი (გამოხატული შეშუპებებით); მწვავე პიელონეფრიტი (ცხელება, ტკივილი გვერდებში, შარდში სისხლის არსებობა).
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენის მიმდინარეობა გართულდება ან შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციას, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება:
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კეტოპროფენის ან პრეპარატის ნებისმიერი პრეპარატის მიმართ.
- თუ წარსულში ჰქონდათ ასთმა, ჭინჭრის ციება (გამონაყარი) ან კეტოპროფენით ან მსგავსი მოქმედების ნივთიერებით (სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ნივთიერები ან სალიცილატები, ასპირინი) გამოწვეული ალერგიული ტიპის რეაქციები
- გულის მძიმე უკმარისობა;
- თუ ემზადებით ოპერაციისათვის ან ჩაგიტარდათ აორტოკორონარული შუნტირების ოპერაცია;
- თუ განვითარდა საჭმლის-მონელების აშლილობა ან ადრე აღინიშნებოდა დისკომფორი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (ქრონიკული დისპეფსია);
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, პერფორაცია
- კუჭ-ნაწლავის, ცერებროვასკულარული ან სხვა ნებისმიერი მწვავე სისხლდენა;
- მიდრეკილება სისხლდენებისადმი;
- ღვიძლის მძიმე დაავადება;
- თირკმლების მძიმე დაავადება;
- ასთმა ან რინიტი (სურდო, ცემინება),
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
- 15 წლამდე ასაკი.
კეტონალის კაფსულების და კეტონალ ფორტეს ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას.
კეტონალის ტაბლეტები და კაფსულები თქვენ არ უნდა მიიღოთ, თუ გაქვთ მემკივდრეობითი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია გალაქტოზას აუტანლობასთან, ლაქტაზას დეფიციტთან ან გლუკოზას ან გალაქტოზას დარღევულ შეწოვასთან.

ორსულობა და ლაქტაცია:
თუ დაფეხმძიმდით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ ეწვიეთ თქვენს ექიმს. პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს კეტოპროფენი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.
ნუ მიიღებთ კეტოპროფენს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ვინაიდან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის სერიოზული პრობლემები ან გართულებები მშობიარობის დროს.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დროს ნუ მიიღებთ კეტოპროფენს.

განსაკუთრებული მითითებები:
აცნობეთ თქვენს ექიმს თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ თუ:
- წარსულში გქონდათ აშლილობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (შეიძლება გამწვავდეს წყლულოვანი კოლიტის ტიპის დაავადებები ან კრონის დაავადება);
- დარღვეული გაქვთ სისხლის შედედება;
- დარღვეული გაქვთ ღვიძლის ან თირკმლების ფუნქცია;
- გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) და/ან სუსტად ან ზომიერად გამოხატული შეგუბებითი გულის უკმარისობა, პერიფერული ან ცერებრული არტერიების დაავადებები;
- გაქვთ დიაბეტი ან სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე;
- გაწუხებთ ინფექციური დაავადებები;
- ღებულობთ ნებისმიერ სხვა წამლებს;
- ყოველდღიურად სვავთ 3 ან მეტ პორცია ალკოჰოლს ან ეწევით;
- დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია;
- ხართ ხანდაზმული, სათანადოდ უნდა აკონტროლოთ ნებისმიერი უჩვეული სიმპტომის გამოვლენა (განსაკუთრები კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები), განსაკუთრების მკურნალობის საწყის ეტაპებზე.
ზოგიერთ წამალს ან თერაპიულ რეჟიმს შეუძლია ურთიერთქმედება კეტოპროფენთან. აცნობეთ ექიმს ყველა გამოწერილი ან ურეცეპტო წამლების შესახებ, რომლებსაც ღებულობთ.
კეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფერტილობა, ამიტომ ის არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც დაფეხმძიმებას გეგმავენ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
ძალიან იშვიათად მგრძნობიარე პირებში არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიონ თავბრუსხვევა, მოდუნება და არამკაფიო მხედველობის, თუ ასეთი პაციენტების ჯგუფს მიეკუთვნებით მკურნალობის დროს ნუ დაჯდებით საჭესთან და ნუ იმუშავებთ მექანიზმებთან.

ჭარბი დოზირება:
თუ შემთხვევით მიიღეთ კეტონალი კაფსულების და კეტონალ ფორტეს ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ გაყოფილებას. უჩვენეთ მათ თქვენი წამლის კოლოფი.
ჭარბ დოზას შეუძლია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (ეპიგასტრალური ტკივილი), სისხლიანი ღებინება, შავი განავალი, ცნობიერების დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა, თირკმლების ფუნქციის დარღვევა და თირკმლის უკმარისობა.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ჩვეულებრივად განაგრძეთ მომდევნო დოზის მიღება. გამოტოვებულის ასანაზღაურებლად ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ზოგიერთი წამალს შეუძლია შეცვალოს კეტოპროფენის ურთიერთქმედება:
- ნუ გამოიყენებთ კეტოპროფენს სხვა არასტეროიდულ ანტირევმატულ წამლებთან ან სალიცილატებთან (მაგალითად, ასპირინთან).
- კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ანტიჰიპერტონული წამლების ან შარდმდენი წამლების ეფექტი.
თირკმლების ფუნქციის დარღვევის რისკი უფრო მაღალია პაცენტებში, რომლებიც ღებულობენ აპფ ინჰიბიტორებს ან შარდმდენებს.
კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ეპილეფსიისა და დიაბეტის დროს დანიშნული წამლების ეფექტი.
- სისხლდენების საშიშროება მატულობს კეტოპროფენისა და იმ წამლების ერთდროული დანიშვნისას, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების მკურნალობასა და წარმოქმნის პროფილაქტიკაში, ისეთების როგორებიცაა ვარფარინი (ანტიკოაგულანტები), კორტიკოსტეროიდები და ანტითრომბოციტარლური საშუალებები.
- სისხლდენების რისკი მატულობს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიდეპრესიულ საშუალებებს (სეროტონინის უკუ-შებოჭვის სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფიდან).
- თუ კეტოპროფენთან ერტდროულად მიიღება საგულე გლიკოზიდები, ლითიუმის პრეპარატები, ციკლოსპორინი ან მეთოტრექსატი, ამ პრეპარატის ელიმინაცია შეიძლება მცირდებოდეს, ხოლო მათი მავნე ზეგავლენა იზრდებოდეს.
- მიფეპრისტონის მოქმედება შეიძლება შემცირდეს ერთდროული გამოყენებისას არასტეროიდულ ანტირევმატულ საშუალებებთან. არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებები არ უნდა იქნეს მიღებული მიფეპრისტონის მიღებიდან 9-12 დღის განმავლობაში.

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ლეკ დ.დ
სლოვენია

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.