კეტონალი 100მგ/2მლ #10ა
საერთაშორისო დასახელება - ketoprofen
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
100მგ/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი ამპულა №10 და №60 საინექციო ხსნარის თითოეული 2 მლ (1 ამპულა) შეიცავს კეტოპროფენის 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი (12,3 %), ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციის მიზნით) და საინექციო წყალი. ჩვენებები:
სხვადასხვა სახის რევმატოიდული დაავადების მკურნალობა:
-რევმატოიდული ართრიტი;
-სერონეგატიური სპონდილოართრიტი, მაგალითად ანკილოზური სპონდილიტი, ფსორიოზული ართრიტი და პოსტინფექციური რეაქტიული ართრიტი;
-პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;
-ოსტეოართრიტი;
-სახსარგარეთა რევმატიზმი (მხრის სახსრის კაფსულიტი, ტენდინიტი და ბურსიტი).
ამსუბუქებს სხვადასხვა სახის ტკივილს:
-პოსტტრავმული ტკივილი.
-პოსტოპერაციული ტკივილი (მაგალითად, ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ განვითარებული ტკივილი).
-სიმსივნეების მქონე პაციენტებში ძვლოვანი მეტასტაზების შედეგად განვითარებული ტკივილი.
-მტკივნეული მენსტრუაცია. მიღების წესები და დოზები:
როგორ ტარდება კეტონალის ინექცია
ყოველთვის გამოიყენეთ კეტონალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზები:
კუნთში შეყვანა (ინექცია კუნთში)
გამოიყენეთ ერთი ამპულა (100 მგ) დღეში ერთჯერ ან ორჯერ.
ინფუზია ვენაში (ვენაში შეყვანა)
კეტოპროფენის ინფუზია უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტაციონარულ პირობებში.
ინფუზია ტარდება 0,5-1 საათის განმავლობაში მაქსიმუმ 48 საათზე.
მაქსიმალური დოზირება შეადგენს 200 მგ 24 საათზე.
წყვეტილი ინფუზია ვენაში
ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის 100 მლ-ში იხსნება კეტოპროფენის 100-დან 200 მგ-მდე, ტარდება 0,5-1 საათის განმავლობაში. მაქსიმალური დოზირება შეადგენს 200 მგ 24 საათზე.
ხანგრძლივი ინფუზია ვენაში
500 მლ საინფუზიო ხსნარში (ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი, რინგერის ხსნარი, გლუკოზა) იხსნება კეტოპროფენის 100-დან 200 მგ-მდე, ტარდება 8 საათის განმავლობაში. მაქსიმალური დოზირება შეადგენს 200 მგ 24 საათზე.
შესაძლებელია კეტოპროფენის კომბინირება ცენტრალური მოქმედების ანალგეტიკებთან; მისი შერევა შესაძლებელია ერთ ფლაკონში მორფინთან: 10-20 მგ მორფინი და 100 მგ (200-მდე) კეტოპროფენი იხსნება 500 მლ რინგერის ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან საინექციო ხსნარში. მაქსიმალური დოზირება შეადგენს 200 მგ 24 საათზე.
კეტოპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს (ყველა დოზირების ფორმის ჩათვლით) 200 მგ-ს.
დროის უმცირეს პერიოდში, რაც საჭიროა სიმპტომების კონტროლირებისათვის, უმცირესი დოზის გამოყენების გზით შესაძლებელია ყველა არასასურველი ეფექტის თავიდან აცილება.
თქვენი ექიმი გეტყვით, რა პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება თქვენი მკურნალობა.
-თუ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ კეტონალის ეფექტი თქვენთვის არის ძლიერი ან სუსტი, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
დღეში 200 მგ კეტოპროფენის დოზით მკურნალობის დაწყებამდე შეაფასეთ სარგებლისა და საშიშროების ბალანსი, ამაზე მაღალი დოზის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ასაკიანი პაციენტები
ყველა ასაკიანი პაციენტის მკურნალობა რეკომენდებულია დაიწყოს კეტოპროფენის მცირე დოზით; რეკომენდებულია ასეთი მცირე ეფექტური დოზის და მცირე დროის შენარჩუნება, რაც საკმარისი იქნებოდა სიმპტომების კონტროლისათვის. ასაკიან პაციენტებში მომატებულია გვერდითი ეფექტების განვითარების საშიშროება.
პედიატრია
დოზირება არ არის დადგენილი. გვერდითი მოვლენები:
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კეტოპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. ისინი ატარებენ გვერდითი ეფექტების სახელწოდებას.
კეტოპროფენის უმნიშვნელო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არიან ხანმოკლე, ძირითადად მიეკუთვნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხირდან, მაგალითად, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა (საკვების არასაკმარისი ან დარღვეული შეწოვა); დისპეპსია (კვების შემდეგ კუჭის არეში დისკომფორტის შეგრძნება); გულისრევა, ღეინება, ყაბზობა, მეტეორიზმი (აირების დაგროვება კუჭსა და ნაწლავებში); დიარეა, გულძმარვა ან სხვა სახის დარღვევები.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს სხვა ისეთი ეფექტი, როგორიც არის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ბრუნვის შეგრძნება, უმნიშვნელო დეზორიენტაცია, ძილიანობა, ხასიათის ცვლილება (ემოციური სტატუსის შეცვლა) და უძილობა (გართულებული დაძინება ან ანომალური გამოღვიძება).
მანამ, სანამ ეს ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები არ მოგაყენებთ უსიამოვნებას, შეგიძლიათ მათ არ მიაქციოთ ყურადღება.
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაგინვითარდათ გამონაყარი ან ხმაური ყურებში.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს უფრო სერიოზული; ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ სამკურნალო საშუალების გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს:
-ქოშინი;
-ძლიერი ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება;
-გულის წასვლა;
-კანის ან სკლერის ყვითელ ფრად შეფერვა (სიყვითლე);
-გამოყოფილი შარდის მოცულობის შემცირება;
-გამონაყარი კანზე, ქავილი, შეშუპება, გამოხატული თავბრუსხვევა ან სუნთქვის გართულება;
-ქავადი, გაწითლებული, შეშუპებული, ბუშტუკებით დაფარული, მტკივნეული ან აქერცვლადი კანი;
-ხელების, კოჭის, ტერფის, სახის, ტუჩების, თვალების, ხორხის ან ენის შეშუპება; -სუნთქვის ან ყლაპვის გართულება;
-უეცრად განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი;
-კიდურების ცალმხრივი სისუსტე;
-ჰიპერმგრძნობელობა მზის შუქის მიმართ;
-კოჭების შეშუპება;
-მუცლის ძლიერი ტკივილი;
-გულისრევა სისხლით ან ყავის ნალექის მსგავსი ფერის შემცველობით;
-კუპრისებრი ან სისხლიანი განავალი;
-სილურჯეები ტანზე.
არ ინერვიულოთ ასეთი სახის შესაძლო გვერდითი ეფექტების თაობაზე. პაციენტთა უმრავლესობა იყენებს კეტონალს მსგავსი პრობლემის განვითარების გარეშე.
რომელიმე გვერდითი ეფექტის დამძიმების ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტუქციაში, მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღწერილია სხვა გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ პაციენტში):
-დისპეპსია (კვების შემდეგ დისკომფორტის შეგრძნება კუჭის არეში);
ხშირი (ვითარდება 100-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში):
-დისპეპსია, გაღიზიანებადობა, ღამის კოშმარები (შიშის მომგვრელი სიზმრები), ძილიანობა;
-თავის ტკივილი, ასთენია (სისუსტე), სისუსტე (საერთო სისუსტე), გადაღლა, თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის შემცირება);
-მხედველობის დარღვევა;
-ხმაური ყურებში;
-შეშუპება (გენერალიზებული შეშუპება);
-ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი (აირების დაგროვება კუჭსა და ნაწლავებში); ანორექსია (უმადობა), გულისრევა, სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება);
ხანგრძლივი, განსაკუთრებით კი მაღალი დოზების, გამოყენების შემთხვევაში უფრო ხშირად აღწერილია დაწყლულების, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და პერფორაციის გავითარების შემთხვევები;
-გამონაყარი კანზე;
არახშირი (ვითარდება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში):
-ანემია (ერითროციტების შემცირება), ჰემოლიზი (ერითროციტების მომატებული დაშლა), პურპურა (კანის წითელი უბნები), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი დონე), აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობის უკმარისობა, რაც იწვევს ცხელებას, ყელის ტკივილს, ინფექციების ხშირ განვითარებას).
კეტოპროფენის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის მომატება, სისხლდენა ცხვირიდან და სისხლჩაქცევები.
-ასთმა, ასთმის გაუარესება, ბრონქოსპაზმი (ქოშინით ან ხველით მიმდინარე გართულებული სუნთქვა), დისპნოე (სუნთქვის გართულება), განსაკუთრებით კი აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა აასპ მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.
-სისხლიანი ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), რინიტი (სურდო, ცემინება), ხორხის შეშუპება (ყელის შეშუპება);
-გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია).
-მაღალი დოზის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული თრომბოზების განვითარების საშიშროება (გულის შეტევა ან ინსულტი).
-ალოპეცია (თმის ცვენა), ეგზემა (ქავადი, მწველი წითელი ფერის გამონაყარი), პურპურისებრი გამონაყარი, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება (ქავადი გამონაყარი), ექსფოლიაციური დერმატიტი (აქერცვლით მიმდინარე კანის დაავადება);
-მენომეტრორაგია (სისხლდენა საშვილოსნოდან);
იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში):
-მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციებით (მოჩვენებები, არარეალური ნივთების შეხება ან მოსმენა) თანდართული დელირია (მძიმე დეზორიენტაცია, გაურკვეველი მეტყველება), დეზორიენტაცია და მეტყველების დარღვევა;
-ფოტომგრძნობელობა (კანის ჰიპერმგრძნობელობა მზის სხივების მიმართ);
-წყლულოვანი სტომატიტი (ჭრილობები პირის ღრუში); გასტრიტი (კუჭის ტკივილი, ღებინება), პეპტიური წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (გულისრევა სისხლით ან ყავის ნალექის მსგავსი ფერის შემცველობით);
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში):
-ანგიოშეშუპება (უპირატესად სახისა და ხორხის შეშუპება) და ანაფილაქსია (გართულებული სუნთქვა, თავბრუსხვევა);
-კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება), წვრილი ნაწლავის პერფორაცია (საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი ნაწილის კედლის გახვრეტა) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი დაავადების გამწვავება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ენტეროპათია);
-სიყვითლით მიმდინარე ღვიძლის მძიმე დაზიანება (კანის ან სკლერის ყვითლად შეფერვა) და ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
-ბულოზური ხასიათის რეაქცია კანის მხრიდან (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის ბუშტუკოვანი ანთება)), ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (გამონაყარი, კანის გაწითლება, ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში ბუშტების განვითარება, კანის აქერცვლა, ცხელება), ექსფოლიაციური დერმატიტის (აქერცვლით მიმდინარე კანის დაავადება);
-თიკმელების მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმელების ანთება), ნეფროზული სინდრომი (გამოხატულია შეშუპებით), მწვავე პიელონეფრიტი (ცხელება, ტკივილი გვერდში, შარდში სისხლის არსებობა).
მდგომარეობა პრეპარატის შეყვანის ადგილას
შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები, წვის და/ან ინექციის ადგილის ტკივილის სახით.
ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტუქციაში, ან ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებისას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა ცვლილების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. უკუჩვენება:
საინექციო კეტონალი არ გამოიყენება, თუ:
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კეტოპროფენის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
-თუ თქვენ წარსულში გაწუხებდათ ასთმა, ჭინჭრის ციება (ქავადი გამონაყარი) ან ალერგიული ტიპის რეაქციები, რაც გამოწვეული იყო კეტოპროფენით ან სხვა მსგავსი მოქმედების ნივთიერებით, მაგალითად სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატით ან სალიცილატით (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა);
-თუ თქვენ გაწუხებთ გულის მძიმე უკმარისობა;
-თუ თქვენ ემზადებით ოპერაციისათვის ან ახლო წარსულში გადატანილი გაქვთ აორტოკორონარული შუნტირების ოპერაცია;
-თუ თქვენ გაწუხებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა ან მუცლის ზედა ნაწილის დისკომფორტი ან ტკივილი (ქრონიკული დისპეპსია);
-თუ თქვენ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლული ან ადრე გაწუხებდათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დაწყლულება ან პერფორაცია;
-თუ თქვენ გაქვთ კუჭ-ნაწლავის, ცერებროვასკულარული ან სხვა ნებისმიერი სახის მწვავე სისხლდენა;
-თუ თქვენი ორგანიზმი განწყობილია სისხლდენებისადმი;
-თუ თქვენ გაწუხებთ თირკმელების მძიმე დაავადება;
-თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება;
-თუ თქვენ გაწუხებთ ასთმა ან რინიტი (სურდო, ცემინება);
-თუ თქვენ ხართ ორსულად, ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
-თუ თქვენ ხართ 15 წელზე უმცორი ასაკის პირი; დაიცავით სიფრთხილე:
შეატყობინეთ ექიმს აწმყოში ან წარსულში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ, განსაკუთრებით:
-თუ თქვენ გაწუხებდათ დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (შესაძლებელია განვითარდეს კრონის დაავადების ან წყლულოვანი კოლიტის დაავადებების ტიპის გამწვავება);
-თუ თქვენ დარღვეული გაქვთ სისხლის შედედების ფუნქცია;
-თუ თქვენ გაწუხებთ თირკმელების ან ღვიძლის ფუქციის დარღვევა;
-თუ თქვენ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) და/ან სუსტად ან ზომიერად გამოხატული გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა, პერიფერიული ან ცერებრალური არტერიების დაავადება;
-თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტი ან სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე;
-თუ თქვენ გაქვთ ინფექციური დაავადება;
-თუ თქვენ იყენებთ სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას;
-თუ თქვენ ყოველდღიურად იღებთ ალკოჰოლის 3 ან მეტ პორციას ან ხართ მწეველი;
-თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ჩარევა;
-თუ თქვენ გეგმავთ დაორსულებას; კეტოპროფენმა შეიძლება შეამციროს ფერტილობა; მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტონალის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 12,3% ეთანოლს.
დოზის თითოეული 2 მლ შეიცავს 0,2 გ ეთანოლს, რაც შეიძლება იყოს მავნე ღვიძლის დაავადების, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის, ტვინის დაავადების ან დაზიანების მქონე პაციენტებისათვის, ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებისათვის. შეიძლება გაიზარდოს ან შეიცვალოს სხვა სამკურნალო პროდუქტის ეფექტი. ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდი
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
ორსულობის პერიოდში კეტოპროფენის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დამტკიცებული. ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრის დროს თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კეტონალის ინექციები იმ შემთხვევაში, თუ დედის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მიყენებულ საშიშროებას. არ არის რეკომენდებული კეტონალის ინექციების გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს, ვინაიდან არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ გართულებები მშობიარობის დროს, ასევე ნაყოფის შეუქმნან სერიოზული საფრთხე.
თუ თქვენ ხართ ორსულად, მაშინ კეტონალის ინექცია გამოიყენება მხოლოდ თქვენი ექიმის მკაცრი დანიშნულების მიხედვით.
ლაქტაციის პერიოდი
შეატყობინეთ თქვენ ექიმს, თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე; კეტოპროფენი შეიძლება აღწევდეს დედის რძეში.
თუ თქვენ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, მიიღეთ ექიმის რჩევა მკურნალობის ან ბუნებრივი კვების გაგრძელების ან შეწყვეტის თაობაზე. განსაკუთრებული მითითებები:
მექანიზმების მართვა და ტარება
ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე და არამკვეთრი მხედველობა. თუ თქვენ მიეკუთვნებით პაციანტთა ამ ჯგუფს, მკურნალობის პერიოდში არ ატაროთ ავტოსატრანსპორტო საშუალებები და არ მართოთ მექანიზმები.
ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე მუშაკებისათვის განკუთვნილი დამატებითი ინფორმაცია
კეტონალი® 100 მგ/2 მლ საინექციო სხნარი
საინექციო ხსნარის 2 მლ (1 ამპულა) შეიცავს კეტოპროფენის 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი (12,3 %), ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციის მიზნით) და საინექციო წყალი.
თერაპიული ჩვენება

-სერონეგატიული სპონდილოართრიტი, მაგალითად ანკილოზური სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი და პოსტინფექციური რეაქტიული ართრიტი;

სხვადასხვა სახის ტკივილს შემსუბუქება:
-პოსტტრავმული ტკივილი

-სიმსივნეების მქონე პაციენტებში ძვლოვანი მეტასტაზების შედეგად განვითარებული ტკივილი,
-მტკივნეული მენსტრუაცია. დოზირება და დანიშნულება:
პარენტერალური გამოყენებისათვის.
რეკომენდებული დოზირება
მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
შეყვანა კუნთში (ინექცია კუნთში)
რეკომენდებული დოზა არის ერთი ამპულა 100 მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კეტონალის ინექციის და ორალური, რექტალური ან კანისმიერი მკურნალობის შეთავსება.
ინფუზია ვენაში
კეტოპროფენის ინფუზია ტარდება მხოლოდ სტაციონარულ პირობებში. ინფუზია უნდა ჩატარდეს 0,5-1 საათის განმავლობაში მაქსიმუმ 48 საათზე. მაქსიმალური დოზირება შეადგენს 200 მგ 24 საათზე.

შესაძლებელია კეტოპროფენის კომბინირება ცენტრალური მოქმედების ანალგეტიკებთან; მისი შერევა ერთ ფლაკონში შესაძლებელია მორფინთან: 10-20 მგ მორფინი და 100 მგ (200-მდე) კეტოპროფენი იხსნება 500 მლ რინგერის ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან საინექციო ხსნარში. მაქსიმალური დოზირება შეადგენს 200 მგ 24 საათზე.
სიმპტომების კონტროლისათვის საჭირო დროის უმცირეს პერიოდში უმცირესი დოზის გამოყენების გზით შესაძლებელია ყველა არასასურველი ეფექტის თავიდან აცილება.
კეტოპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (ყველა დოზირების ფორმის ჩათვლით) შეადგენს 200 მგ-ს. დღეში 200 მგ კეტოპროფენის დოზით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სარგებლისა და საშიშროების ბალანსის შეფასება, ამაზე მაღალი დოზის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

დოზირება არ არის დადგენილი. მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტონალის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 12,3% ეთანოლს.
დოზის თითოეული 2 მლ შეიცავს 0,2 გ ეთანოლს. ეს შეიძლება იყოს მავნე ღვიძლის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის, ტვინის დაავადების ან დაზიანების მქონე პაციენტებისათვის, ბავშვებისათვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. შეიძლება გაზარდს ან შეცვალოს სხვა სამკურნალო პროდუქტების ეფექტი. გაფრთხილება:
დაუშვებელია ერთ ფლაკონში ტრამადოლისა და კეტოპროფენის შერევა, ვითარდება ნალექი. საინფუზიო ფლაკონები უნდა შეიფუთოს შავ ქაღალდში ან ალუმინის ფოლგაში, ვინაიდან კეტოპროფენი მგრძნობიარეა შუქის მიმართ. ჭარბი დოზირება:
თუ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ სამკურნალო საშუალება მიიღეთ ჭარბად, შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტი, როგორიც არის, ღებინება, გულისრევა, ეპიგასტრალური მიდამოს ტკივილი, გულისრევა სისხლით, შავი განავალი, გონების დაბინდვა, სუნთქვის დათრგუნვა, კრუნჩხვები, თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ღვიძლისმიერი უკმარისობა. გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
კეტონალით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შიგნით მისაღები (ორალური ფორმის) კეტონალის გამოყენებით. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
თუ თქვენ იყენებთ ან იყენებდით სხვა რომელიმე, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ, ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
კეტოპროფენთან ზოგიერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს მათი მოქმედება.
კეტოპროფენი კარგად უკავშირდება ცილებს, შესაბამისად სხვა ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც უკავშირდებიან ცილებს, როგორებიც არიან მაგალითად, ანტიკოაგულანტები, სულფონამიდები, ჰიდანტოიდები, პლაზმის ცილებთან დაკავშირების კონკურენციისას პრეპარატების დონის მომატების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მათი დოზირების შეცვლა.
არ არის რეკომენდებული კეტოპროფენის ერთდროული გამოყენება სხვა არასტეროიდულ რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან და სალიცილატებთან (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა) ერთად;
კორტიკოსტეროიდები: მომატებულია კუჭ-ნაწლავის დაწყლულების ან სისხლდენის განვითარების საშიშროება.
ანტიკოაგულანტები: აასპ შეიძლება გაზარდოს ისეთი ანტიკოაგულანტის ეფექტი, როგორიც არის ვარფარინი.
ანტიაგრეგატული საშუალებები და სეროტონინის შებრუნებული შებოჭვის სელექტიური ინჰიბიტორები (შშღIს): მომატებულია კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების საშიშროება.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: კეტოპროფენი ამცირებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტს.
დიურეტიკები: კეტოპროფენი ამცირებს დიურეტიკების ეფექტს.
დიურეტიკებმა შეიძლება გაზარდონ აასპ ნეფროტოქსიურობის განვითარების საშიშროება.
თირკმელების დაზიანების განვითრების საშიშროება უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც დიურეტიკებთან ან ანგიოტენზურ კონვერტაზას ინჰიბიტორებთან ერთად იყენებენ არასტეროიდულ რევმატიზმის საწინააღმედეგო საშუალებებს.
ნივთიერებების ან თერაპიული ჯგუფის გარკვეული რიგი ფლობს ჰიპერკალიემიის განვითარების პოტენციურ უნარს: კალიუმის მარილები, კალიშემანარჩუნებელი დიურეტიკები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, ჰეპარინი (დაბალმოლეკულური ან არაფრაქციული), ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი.
კეტოპროფენი ზრდის ორალური დიაბეტის საწინააღმდეგო და ზოგიერთი ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების (ფენიტოინი) ეფექტს.
გულის გლიკოზიდები: აასპ შეიძლება გააუარესოს გულის მუშაობა, შეამციროს СКФ და გაზარდოს პლაზმაში გლიკოზიდების დონე.
ლითიუმი: ლითიუმის ელიმინაციის შემცირება. როცა კეტოპროფენის გამოყენებას იწყებენ პაციენტები, რომლებიც იყენებენ ლითიუმის პრეპარატებს, ასეთ პაციენტებში კეტოპროფენის დოზირების კორექციის ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისას, საჭიროა პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი; პაციენტმა კი უნდა მიაქციოს ყურადღება ლითიუმით ინტოქსიკაცის განვითარების შესაძლო სიმპტომებისა და ნიშნებს.
ციკლოსპორინი: მომატებულია ნეფროტოქსიურობის განვითარების საშიშროება.
მეტოტრექსატი: მეტოტრექსატთან (განსაკუთრებით მაღალი დოზებით თერაპიისას) აასპ-ს, მათ შორის კეტოპროფენის, ერთდროული გამოყენებისას აღწერილია მძიმე, ზოგჯერ სასიკვდილო, ტოქსიურობის შემთხვევები;
მიფეპრისტონი: არასტეროიდულ რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს მიფეპრისტონის ეფექტი. არ არის რეკომენდებული არასტეროიდული რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება მიფეპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის განმავლობაში. შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25°C.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ლეკ დ.დ
სლოვენია