newhospitals

კბილის პასტა 30გ

კბილის პასტა 30გ
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3975ნახვა
აღწერა
პროფილაქტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული საშუალება. ამ პროდუქტს გააჩნია ყველა თვისება, რაც უნდა ჰქონდეს კბილის პასტას - აშორებს ნადებს, ათეთრებს კბილებს, იცავს კარიესისგან, აჯანსაღებს სუნთქვას.
უნიკალური ანტივირუსული კბილის პასტა ეხმარება პირის ღრუს ლორწოვანი გარსს ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან დაიცვაში.

 

შემადგენლობა: 
ორნმ ლარიფანი, წყალი, სორბიტი, კრემნიუმის დიოქსიდი, გლიცერინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმ კარბოქსილმეთილცელულოზა, ნატრიუმ ლაურილ სულფატი, ნატრიუმ ქლორიდი, პიტნის ზეთი, ტიტანიუმ დიოქსიდი, ნატრიუმ მეთილპარაბენი, ნატრიუმ ფტორიდი.

 

მოქმედება:
ლარიფანის კბილის პასტა არის პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს აქტიური ნივთიერება ლარიფანის 0,1%-ს. მისი ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული და იმუნომოდულაციური მოქმედება. პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს ლარიფანს თავისთავად უკვე გულისხმობს მზაობას გამომჟღავნებული მავნე გარემოფაქტორების წინააღმდეგ, ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმების მობილიზაციით კანსა და ლორწოვან გარსში. მისი მოქმედება განსაკუთრებით ეფექტურია ანთებითი პროცესების სამკურნალოდ (სტომატიტი - ნაწილობრივ ჰერპესული, ჰინგივიტი - ღრძილების ქსოვილების ანთება), პაროდონტიტი და ა.შ.
ლარიფანის კბილის პასტა, გარდა აქტიური ნივთიერებისა, შეიცავს ფართოდ გამოყენებად კომპონენტებს, როგორიცაა ნატრიუმ ფტორიდი, რომელსაც გააჩნია ანტიკარიესული მოქმედება, ტიტანიუმ დიოქსიდი - გააჩნია გათეთრების ეფექტი, პიტნის ზეთი - სადეზინფექციო და გამწმენდი ეფექტის მქონე კომპონენტი, კრემნიუმის დიოქსიდი - გამწმენდი მოქმედების მქონე და სხვა.

 

გამოყენების წესი:
პროფილაქტიკური კბილის პასტა ლარიფანი რეკომენდირებულია ადამიანებისთვის რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ვირუსული ინფექციების (ჰერპესის) და ანთებითი პროცესების (აფტას) მიმართ. კბილის პასტა უნდა გამოიყენებოდეს სულ მცირე ორჯერ დღეში სამი წუთის განმავლობაში, რათა სასურველი ეფექტი იქნას მიღწეული. მკურნალობის შემდეგ სასურველია ერთ თვიანი შესვენება.

 

ჩვენება: 
•    იცავს პირი ღრუს ანთებითი პროცესებისგან - ჰერპესის ჩათვლით;
•    იცავს კარიესისგან;
•    დეზინფექციას უკეთებს და წმენდს პირის ღრუს ლორწოვან გარსს;
•    ათეთრებს კბილებს;
•    აგრილებს სუნთქვას.

 

შენახვის ვადა: 30 თვე.

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა - პლასტმასის ტუბი შემადგენლობა, მასა 30 გრ.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.