newhospitals

კატაქსოლი 0.015% 15მლ თვ/წვეთ.

კატაქსოლი 0.015% 15მლ თვ/წვეთ.
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
8338ნახვა

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელაბა:

აზაპენტაცენი, Azapentacene

 

წამლის ფორმა:
თვალის წვეთები.
აღწერილობა: სტერილური გამჭვირვალე მკვეთრი-წითელი ფერის ხსნარი.

 

შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის დიჰიდროაზაპენტაცენის პოლისულფონატი 0,15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ბორატი, კალიუმის ქლორიდი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, თიომერსალი, საინექციო წყალი.

 

პრეპარატის ACT კოდი S01XA

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ოფთალმოლოგიური საშუალებები.
კატარაქტის სამკურნალო საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კატაქსოლი - ოფთალმოლოგიური პრეპარატია, რომელიც გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ. აზაპენტაცენი ბროლის სულფჰიდრულ ჯგუფებს იცავს ჟანგვისაგან და ხელს უწყობს ბროლის გაუმჭვირვალე ცილების გაწოვას. მააქტივირებელ ზეგავლენას ახდენს პროტეოლიზურ ფერმენტებზე, რომლებსაც შეიცავს თვალის წინა კამერის წყალწყალა ნამი. პრეპარატის გამოყენება შეიძლება, როგორც პროგრესირებადი კატარაქტის საპროფილაქტიკო საშუალება და გაუმჭვირვალე პროტეინების გამხსნელი ნივთიერება.

 

გამოყენების ჩვენებები:
- მოხუცებულთა კატარაქტა
- თანდაყოლილი კატარაქტა
- ტრავმული კატარაქტა
- მეორადი კატარაქტა.

 

უკუჩვენებები:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

გვერდითი მოქმედება:
რეკომენდებულ დოზებში ჩვენებების მიხედვით გამოყენებისას, გვერდითი მოქმედება არ გამოვლენილა.

 

გამოყენების წესი და დოზები:
განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
კატაქსოლის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთის ოდენობით 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ქუთუთოების დახუჭვა და ცხვირსაცრემლე სადინარზე ხელის დაჭერა, რაც ამცირებს სამკურნალო პრეპარატის სისტემურ აბსორბციას. შედეგად, მცირდება მისი გვერდითი ეფექტები.
მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.
აუცილებელია ხანგრძლივი მკურნალობა.

 

ჭარბი დოზა:
პრეპარატის გადაჭარბებული დოზირებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
შემთხვევითი გადაჭარბებული დოზირებისას, აუცილებელია თვალების წყლით ამობანა.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კატაქსოლის ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.

 

განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტებმა, რომლებიც სარგებლობენ კონტაქტური ლინზებით, კატაქსოლი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ლინზების ამოღების შემდეგ და მათი ჩასმა შეუძლიათ პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთში.
იკრძალება საწვეთურის წვერსა და ზედაპირზე შეხება, ვინაიდან ამან შეიძლება ხსნარი დააბინძუროს.
ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონი უნდა დაიხუროს. პიპეტის წვერით თვალთან შეხება არ შეიძლება.

 

გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვების სამკურნალოდ კატაქსოლის გამოყენება შეიძლება ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

 

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
კატაქსოლის გამოყენების შემდეგ პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე ავტოტრანსპორტის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა მოწყობილობასთან მუშაობა, რომლებიც საჭიროებს მხედველობის სიმახვილეს პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე.

 


გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
კატაქსოლის თვალის წვეთების გამოყენება ორსული და მეძუძური ქალებისათვის შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს ნაყოფისა და ბავშვისათვის.
მკურნალობის დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

 

გამოშვების ფორმა:
კატაქსოლის თვალის წვეთები 0,015%-იანი, პლასტმასის 15 მლ ფლაკონ-საწვეთურში ჩასახრახნი თავსახურით.
ფლაკონი-საწვეთური გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25°C ტემპერატურის პირობებში.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

 

გაცემის პირობები:
რეცეპტით.

 

მწარმოებელი:
კატაქსოლი წარმოადგენს კომპანიის "WORLD MEDICINE" (დიდი ბრიტანეთი) პროდუქტსა და სავაჭრო მარკას.
("WORLD MEDICINE", Great Britain).
დამზადებულია "Rompharm company S.R.L.", ოტოპენი, ეროილორის ქ. 1ა, რუმინეთი.
("Rompharm company S.R.L.", Otopeni, Eroilor street 1A, Romania).

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.