კარვედიგამა 12.5მგ #30ტ
საერთაშორისო დასახელება - carvedilol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ადრენომაბლოკირებელი საშუალებები; ბეტა1 და ბეტა2 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
12,5 მგ ტაბლეტი #30 ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება: კარვედილოლი
1 ტაბლეტი შეიცავს 12,5 მგ კარვედილოლს
დანამატები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, პოვიდონი, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტრიეთილციტრატი, მაკროგოლი, პოლიდექსტროზა. ჩვენებები:
კარვედიგამა 12,5 მგ. ტაბლეტები გამოიყენება:
- ჰიპერტონიისას (სისხლის წნევა ყოველგვარი ორგანული მიზეზის გარეშე)
- ქრონიკული ანგინა პექტორისი (სივიწროვის შეგრძნება მკერდში)
- როგორც დამატებითი თერაპია მსუბუქიდან მწვავე გულის უკმარისობისას (გულის კუნთების სისუსტე). მიღების წესები და დოზები:
პრეპარატი კარვედიგამა 12,5 მგ ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
3.1 გამოყენების წესი:
მიღება: წამლის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჭამისგან დამოუკიდებლად წყლის დიდი რაოდენობის მიყოლებით. გულის ურმარისობით დაავადებულ პაციენტებში სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის შემდეგ იმისათვის, რომ კარვედილოლის შეთვისება მოხდეს ნელა და მწოლიარე მდგომარეობაში სისხლის წნევის დაწევის რისკის (ორთოსტატიული ჰიპოტონია) შესამცირებლად.
არსებობს 4 ტიპის კარვედიგამას ტაბლეტები:
3,125 მგ, 6,25 მგ, 12,5 მგ და 25 მგ ტაბლეტები.
12,5 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია, როგორც ტაბლეტები გასაყოფი ხაზით. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი დოზირების განსხვავებულ რეჟიმს არ ნიშნავს, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს შემდეგს:
მაღალი წნევა: მაღალი წნევის მკურნალობისას კარვედილოლი შეიძლება გამოიყენებული იყოს ცალკე ან წნევის დამწევ სხვა სამკურნალო საშუალებებთან და განსაკუთრებით, ტიაციდ-დიურეტიკთან ერთად. რეკომენდებულია პრეპარატის დღეში ერთხელ მიღება. მაქსიმალური რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 12,5 მგ კარვედიგამას 2ტაბლეტს (შესაბამისად 25 მგ კარვედილოლს), ხოლო რეკომენდირებული მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 12, 5 მგ კარვედიგამას 4 ტაბლეტს (შესაბამისად 50 მგ კარვედილოლს). მოზრდილები:
რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგ კარვედიგამას 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ (შესაბამისად 12,5 მგ კარვედილოლს დღეში ერთხელ) პირველი ორი დღის განმავლობაში. შემდეგ მკურნალობა გრძელდება 12,5 მგ კარვედიგამას 2 ტაბლეტით (შეასბამისად 25 მგ კარვედილოლი) დღეში ერთხელ.
დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ მკურნალობის დაწყების შემდეგ ორ კვირაში ან უფრო დიდი ხნის გასვლის შემდეგ. უფრო დიდი დოზებისთვის არსებობს კერვედილოლის 25 მგ-იანი ტაბლეტები. ხანდაზმული პაციენტები:
რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგ კარვედიგამას 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ (შესაბამისად 12,5 მგ კარვედილოლს დღეში ერთხელ). ეს დოზა შეიძლება იყოს საკმარისი შემდგომი მკურნალობისთვისაც. პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ მკურნალობის დაწყების შემდეგ ორ კვირაში ან უფრო დიდი ხნის გასვლის შემდეგ. უფრო დიდი დოზებისთვის არსებობს კერვედილოლის 25 მგ-იანი ტაბლეტები. ქრონიკულად სტაბილური ანგინა პექტორისი:
მოზრდილები:
რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგ კარვედიგამას 1 ტაბლეტს დღეში ორჯერ (შესაბამისად 12,5 მგ კარვედილოლს დღეში ორჯერ) პირველი ორი დღისთვის. შემდეგ მკურნალობა გრძელდება 2 კარვედიგამას 12,5 მგ-იანი ტაბლეტის მიღებით (შესაბამისად 25 მგ კარვედილოლი დღეში ორჯერ) დღეში ორჯერ. უფრო დიდი დოზებისთვის არსებობს კერვედილოლის 25 მგ-იანი ტაბლეტები.
დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ მკურნალობის დაწყების შემდეგ ორ კვირაში ან უფრო დიდი ხნის გასვლის შემდეგ.
მაქსიმალური რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 100 მგ-ს, რომელიც მიიღება 2 დოზად (დღეში ორჯერ). ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს კერვედილოლის 25 მგ-იანი ტაბლეტები. ხანდაზმული ადამიანები:
რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგ კარვედიგამას 1 ტაბლეტს დღეში ორჯერ (შესაბამისად 50 მგ კარვედილოლს დღეში ორჯერ). შემდეგ მკურნალობა გრძელდება 2 კარვედიგამას 12,5 მგ-იანი ტაბლეტის მიღებით (შესაბამისად 25 მგ კარვედილოლი დღეში ორჯერ) დღეში ორჯერ. ეს არის მაქსიმალური რეკომენდირებული დღიური დოზა. უფრო დიდი დოზებისთვის არსებობს კერვედილოლის 25 მგ-იანი ტაბლეტები. გულის უკმარისობა:
გულის ზომიერი და მწვავე უკმარისობის მკურალობისას საჭიროა აგრეთვე დამატებითი საბაზისო თერაპია დიურეტიკით, ACE- ინჰიბიტორებით, დიგიტალისით დაან ვაზოდილატატორებით. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს კლინიკურად სტაბილურ მდგომარეობაში (ყოველგვარი NYHA- კლასის ცვლილებების და გულის უკმარისობასთან დაკავშირებულ ჰოსპიტალიზაციის გარეშე). საბაზისო თარეპია არ უნდა შეიცვალოს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში. ამასთან ერთად პაციენტს უნდა ჰქონდეს გულის შეკუმშვის სიხშირე არანაკლებ 50 დარტყმა წუთში და სისტოლური წნევა 85 მმ Hg- ზე მეტი.
მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში წამლის მიღების დოზა უნდა იყოს 3,125 მგ კარვედილოლი. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა კარგად შეითვისა აღნიშნული დოზა, ორი კვირის ან მეტი დროის გასვლის შემდეგ კარვედილოლის დოზა შეიძლება გაიზარდოს 12,5 მგ კარვედიგამას ნახევარი ტაბლეტით, რომელიც უნდა განაწილდეს დღეში 2 მიღებაზე (შესაბამისად 6,25 მგ კარვედილოლი დღეში ორჯერ), ხოლო შემდგომში ორი ტაბლეტით კარვედიგამას 25 მგ დღეში ორჯერ (შესაბამისად 12,5 მგ კარვედილოლი დღეში ორჯერ). შესაბამისი დოზირებისთვის არსებობს 3,125 მგ, 6,25 მგ და 25 მგ კარვედილოლის ტაბლეტები. მიღწეული უნდა იყოს პაციენტისთვის მისაღები მაქსიმალური დოზა. მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა პაციენტებისთვის, რომელთა წონა 85 კგ-ზე ნაკლებია შეადგენს 25 მგ-ს დღეში ორჯერ, ხოლო 85 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებისთვის 50 მგ-ს დღეში ორჯერ, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არ აქვს გულის მწვავე უკმარისობას. უფრო დიდი დოზებისთვის არსებობს კარვედილოლის 25 მგ-იანი ტაბლეტები. 50 მგ-ზე მეტი დოზის მიღება დღეში ორჯერ საჭიროებს ექიმის მუდმივ მეთვაყურეობას.
მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გულის უკმარისობის მაჩვენებლების დროებითი გაუარესება, განსაკუთრებით, გულის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში და/ან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკების მაღალ დოზებს. ზემოაღნიშნული არ მიუთითებს მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობაზე, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება დოზის გაზრდა. მკურნალ