კაროტოლინი 100მლ ფლ
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ნარინჯისფერი, ზეთოვანი სითხე დამახასიათებელი სუნითა და მწარე გემოთი, რომელიც პრაქტიკულად არ იხსნება წყალში. შემადგენლობა:კაროტინოიდები არა ნაკლებ 120 მგ%; დამხმარე ნივთიერებები: უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ტოკოფეროლი, ფლავონოიდები. გამოშვების ფორმა:
ზეთოვანი ხსნარი ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.
ათქ კოდი D03A X 50**. ფარმაკოლოგიური თვისებები:
კაროტოლინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და რეპარაციული ეფექტები კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებისას. ფარმაკოკინეტიკა:
არ არის შესწავლილი. გამოყენების ჩვენება:
კაროტინი ინიშნება ტროფიკული წყლულის, ეგზემის, ზოგიერთი ერითროდერმიის სახის (ფსორიაზული, დესქვამატური), ლორწოვანი გარსის ატროფიული ცვლილებები, კანის სხივური დაზიანებებისას. მიღების წესი და დოზირება:
კაროტოლინი გამოიყენება გარეგანად. დაზიანებულ უბანზე 1-2-ჯერ დღეში ათავსებენ პრეპარატით გაჟღენთილ საფენს, რომელსაც აფიქსირებენ. აპლიკაციის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების ფორმის, მისი სიმძიმის, პრეპარატის გამოხატული თერაპიული მოქმედებით. ლორწოვანი გარსის დაზიანებებისას (რექტიტები, ვაგინიტები) გამოიყენება კაროტოლინის ინსტილაციები. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 კვირას. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობას იმეორებენ. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის დადგენილი. ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი. ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშევბისაგან დაცულ ადგილას არა უმეტესად +20° C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 2 წელი. აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე. შეფუთვა:
50, 100 მლ ფლაკონებში. მწარმოებელი ფირმა: "ბიოსტიმულატორი" (უკრაინა)