newhospitals

კარდილოპინი 5მგ #30ტ

კარდილოპინი  5მგ #30ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3704ნახვა
გენერიული დასახელება:
ამლოდიპინი
წამლის ფორმა:
2,5 მგ; 5 მგ ან 10 მგ ტაბლეტები

 

შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2,6 მგ; 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინს. (ამლოდიპინის ბესილატის სახით შესაბამისად 3.475მგ, 6.95მგ ან 13.90მგ.)
არააქტიური ინგრედიენტები: მიკროკლისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელის გლუკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის არხების ბლოკატორი.

 

ჩვენება:
არტერიული ჰიპერტენზია: მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
სტაბილური სტენოკარდია ან ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია): ცალკე ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან ერთად.

 

უკუჩვენება:
დიჰიდროპირიდინთან და/ან მასში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული არასაკმარისი კვლევების გამო
არასტაბილური სტენოკარდია
აორტის კლინიკურად გამოხატული სტენოზი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი (შედარებითი უკუჩვენება, იხ. ასევე "ორსულობა და ლაქტაცია"

 

განსაკუთრებული მითითებები:
ამლოდიპინის გამოყენება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს და მის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული.
ამლოდიპინის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი ჰიპერტონული კრიზის დროს.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
კლინიკური კვლევების არასაკმარისი მონაცემების გამო, ამლოდიპინის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იღებენ ეფექტურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, საჭიროა მოსალოდნელი რისკისა და სარგებლიანობის შეფასების მიხედვით.
იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია პრეპარატის გამოყენება, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

მიღების წესი და დოზირება:
არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მკურნალობისას ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს და მიიღება დღეში ერთხელ. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია დოზის 10 მგ-მდე გაზრდა. ამლოდიპინის დოზა არ საჭიროებს კორექციას მისი თიაზიდების ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან, β-ადრენობლოკატორებთან ან ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას.
ხანდაზმულ და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ჩვეულებრივ დოზებში.
პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია ამლოდიპინის დოზა უნდა შემცირდეს (დღეში 2,5 მგ-მდე), ვინაიდან აღნიშნულ პაციენტებში პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: ამლოდიპინის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ აღნიშნულ პრეპარატს საჭიროა თავი შეიკავონ ისეთი სამუშაოების შესრულებისგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება თიაზიდების ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან, β-ადრენობლოკატორებთან, ხანგრძლივად მოქმედ ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინის სუბლინგვალურ პრეპარატებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურად მისაღებ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან უსაფრთხოა.
კლინიკური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ამლოდიპინი არ ცვლის სისხლის შრატში დიგოქსინის კონცენტრაცციასა და მის კლირენსს თირკმელებში.
ციმეტიდინისა და ამლოდიპინის ერთდროული გამოყენებისას არ იცვლება ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკა.
ინ ვიტრო კვლევებმა ცხადყო, რომ ამლოდიპინი არ მოქმედებს ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებთან დიგოქსინის, ფენიტოინის და ინდომეტაცინის შეკავშირებაზე.
ამლოდიპინი ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში გავლენას არ ახდენს ვარფარინის მოქმედებით გამოწვეულ პროთრომბინის დროის ცვლილებაზე.
გრეიფრუტის წვენი უმნიშვნელოდ ზრდის სისხლის შრატში ამლოდიპინის კონცენტრაციას, რაც არ იწვევს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს სისხლის არტერიული წნევის მხრივ.

 

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია მიღებული დოზით: შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეული არ არის მიღებული დოზით: თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ძილიანობა.
სხვა გვერდითი მოვლენები: კანზე გამონაყარი, ღრძილების ჰიპერპლაზია, დისპეფსია, ასთენია, ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმი, სექსუალური ფუნქციის (ლიბიდოს) დაქვეითება (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში), დისპნოე, ქავილი, პოლაკიურია.
ძალიან იშვიათად მოსალოდნელია ღვიძლის ფუნქციის დაზიანება, სიყვითლე, მულტიფორმული ერითემა, გინეკომასტია.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ კორონარული დაავადების მძიმე ოკლუზიური ფორმა, უვითარდებათ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ შეიძლება გამოყოფილ იქნას ძირითადი დაავადების მიმდინარეობისგან: პროგრესირებადი სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია. (წინაგულების ფიბრილაცია და ასევე პარკუჭოვანი ტაქიკარდიაც)

 

ჭარბი დოზირება:
აღინიშნება პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოვება, აგრეთვე, რეფლექსური ტაქიკარდია.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. იმის გამო, რომ ამლოდიპინი შეიწოვება ნელა, ამიტომ ეფექტურია კუჭის ამორეცხვა.
იმ შემთხვევაში, როდესაც ვითარდება არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, აგრეთვე, გულისა და სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნება. მკურნალობა სიმპტომურია.
ამლოდიპინი კარგად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ჰემოდიალიზის ჩატარება არ არის ეფექტური.

 

გამოშვების ფორმა:
3 ბლისტერი, თითო ბლისტერზე 10 ტაბლეტი, მოთავსებული მუყაოს ყუთში.

 

ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ,.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე

 

მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგისი სს უნგრეთი
GIS PHARMACEUTICALS LTD HUNGARY

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.