კარდიამიდი
NICETHAMIDUM Pharmaceutical works POLFA in Pabianice, პოლონეთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: წვეთები: ფლაკონში 15მლ. 1 მლ. ნიკეტამიდი - 250მგ დამხმარე ნივთიერება: (S)-რძემჟავას, გასუფთავებულ წყალს. ფარმაკოლოგიური მოქმედება პრეპარატ კარდიამიდის მოქმედი ნივთიერება ნიკეტამიდი ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და სუნთქვის სისტემაზე. ჩვენებები კარდიამიდი გამოიყენება დამხმარე თერაპიის სახით ქრონიკული სისუსტისა და დაღლილობის დროს.დოზირების რეჟიმი: პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. მოზრდილები: ჩვეულებრივ მიიღება 20-40 წვეთი დღე-ღამეში 3-ჯერ. მოზარდები 12-დან 18 წლამდე: 20-40 წვეთი ერთჯერადად, დღეში ერთხელ. წვეთები უნდა გაზავდეს მცირე რაოდენობის წყალში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.5 გ ნიკეტამიდს (დაახლოებით 120 წვეთი). თუ შენიშნავთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს. გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა პრეპარატმა, კარდიამიდმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები. ქვემოთ მოყვანილია ნიკეტამიდის შესაძლო არასასურველი ეფექტები, სისტემებისა და ორგანოების კლასიფიკაციის მიხედვით. დარღვევები გულის მხრივ: გულის შეკუმშების სიხშირის მომატება, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები, იშვიათად ტონურ-კლონური ხასიათის, ფსიქომოტორული აგზნება. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, პირღებინება. დერმატოლოგიური დარღვევები: ჰიპერჰიდროზი. დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: კუნთების ტრემორი, კუნთების რიგიდულობა. ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას: სიცხის შეგრძნება, სხეულის ტემპერატურის მომატება. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: კანის ქავილი, განსაკუთრებით ცხვირის, ხველა, ცემინება, კანის ჰიპერემია. ფსიქიკური დარღვევები: შფოთვა. ზოგიერთ პაციენტში პრეპარატით მკურნალობის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტები. სხვა ისეთი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს. კარდიამიდის გამოყენება ბავშვებში: არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. უკუჩვენებები პრეპარატი კარდიამიდი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: - ნიკეტამიდის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. - გულის შეკუმშვების სიხშირის მომატების (ტაქიკარდიის) და გულის რითმის სერიოზული დარღვევებისას; - არტერიული ჰიპერტენზიის დროს; - არასტაბილური სტენოკარდიისას; - ეპილეფსიის დროს; - 12 წლამდე ასაკის ბავშვებში; - ორსულობის პერიოდში. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო კარდიამიდის გამოყენებისას მძიმე ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, ბრონქოსპაზმის შესაძლო განვითარების გამო, აგრეთვე ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში. პორფირიის მქონე პაციენტებში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების მწვავე შეტევები. ორსულობა და ლაქტაცია პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოების მონაცემების არარსებობის გამო. პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ბოლო პერიოდში მიღებული ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის. განსაკუთრებული მითითება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა: პრეპარატი ჩვეულებრივ არ იწვევს ფსიქოფიზიკური აქტივობის მოშლას და არ აქვეითებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარს.
ჭარბი დოზირება რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას: გამოყოფის ნახევარპერიოდის სიმცირის გამო, პრეპარატით ზედოზირება ნაკლებ მოსალოდნელია. მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობით პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ფსიქომოტორული აგზნება, გულის შეკუმშვების სიხშირის მომატება, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება, ეპილეპტოიდური კრუნჩხვები. შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. Pharmaceutical works POLFA in Pabianice