კარდიაკოლი (CARDIACOL)
მწარმოებელი: P.P.E.”GEMI”, პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გულის კუნთის მატონიზირებელი და დამამშვიდებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 30 გ, პოლიეთილენის ჩასახრახნი თავსახურით, წვეთსაზომით.
1 გ
შროშანის ექსტრაქტი..........90.5 გ
კუნელის ექსტრაქტი .........0.25 გ
კატაბალახის ექსტრაქტი ....0.25 გ.
ფლავონოიდები.............. 0.35 მგ
მაექსტრაგირებელი საშუალება:
ეთანოლის სპირტი 60%.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ახდენს კარდიოტონურ მოქმედებას, ზრდის გულის შეკუმშვის სიმძლავრეს, აძლიერებს სისტოლას, ახანგრძლივებს დისტოლას, ამცირებს გულის შეკუმშვის რიცხვს (შროშანას ექსტრაქტი).
კარდიოტონური მოქმედება ასევე გააჩნიათ ფლავონოიდებს, რომლებსაც შეიცავენ კუნელის ყვავილები. ისინი არა მარტო ზრდიან გულის კუნთისა და სისხლძარღვების ტონუსს, არამედ ახდენენ გამოხატულ სედატიურ (დამამშვიდებელ) ეფექტს.
პრეპარატი აქვეითებს სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების ტონუსს და არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ვენურ სისხლმიმოქცევას და ეწინააღმდეგება ვენური სტაზისა და თრომბოზის განვითარებას. იგი ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას, როგორც თავის ტვინის ქერქზე, ასევე ზოგიერთ ვეგეტატურ ცენტრებზე. ასევე ავლენს შარდმდენ მოქმედებას, რომელიც გამოწვეულია მის სპაზმოლიზური თვისებებით და შროშანას შემადგენლობაში ჰიპეროზიდების თავისებური ზეგავლენით.
ჩვენებები:
- გააჩნია გულის კუნთზე მატონიზირებელი მოქმედება, აგრეთვე მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზულ მდგომარეობასთან დაკავშირებული კარდიონევროზებისა და არითმიის დროს.