კარბოპლატინი 150მგ/15მლ ფლ
შემადგენლობა:
ყოველი მლ შეიცავს:კარბოპლატინი ბპ 10მგ
საინექციო წყალი ი.პ. q.s
არ შეიცავს ანტიმიკრობულ კონსერვანტს. აღწერა:
ვომასტინი (კარბოპლატინი) არის პლატინის კოორდინაციული ნაერთი, რომელიც გამოიყენება როგორც კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიული აგენტი. ჩვენება:
კარბოპლატინი გამოიყენება განვითარებული ოვარიალური კიბოს მკურნალობისათვის საწყის ეტაპზე და განვითარებული ოვარიალური კიბოს მეორადი მკურნალობისათვის. დოზირება და მიღების წესი:
შენიშვნა: ალუმინი რეაქციაში შედის კარბოპლატინთან და იწვევს ნალექის წარმოქმნას და პოტენციის დაქვეითებას, ამდენად, ნემსები და ინტრავენური კომპლექტები, რომლებიც შეიცავს ალუმინს, არ უნდა იქნას გამოყენებული ვომასტინის მომზადებისას ან მიღებისას. ერთაგენტიანი თერაპია:
ვომასტინი არის ერთჯერადი აგენტი, რომელიც ეფექტურია იმ პაცინტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რეციდივული ოვარიალური კარცინომა დოზით 360მგ/მ2 ინტრავენურად დღეში 1-ჯერ ყოველ 4 კვირაში. ვომასტინის ერთჯერადი უწყვეტი კურსი არ უნდა განმეორდეს მანამ, სანამ ნეიტროფილის რაოდენობა არ იქნება სულ მცირე 2,000, ხოლო თრომბოციტის __ სულ მცირე 100,000. კომბინაციური თერაპია ციკლოფოსფამიდთან:
ოვარიალური კიბოს ქიმიოთერაპიისას, ეფექტური კომბინაცია იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ შეადგენს:
ვომასტინი 300მგ/მ2 ინტრავენურად დღეში ერთჯერ ყოველ 4 კვირაში ექვს ციკლად (ასევე იხილეთ ფორმულის დოზირება). ციკლოფოსფამიდი 600მგ/გმ2 ინტრავენურად დღეში ერთჯერ ყოველ 4 კვირაში ექვს ციკლად. ვომასტინის პერიოდული კურსები ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში არ უნდა განმეორდეს მანამ, სანამ ნეიტროფილის რაოდენობა არ იქნება სულ მცირე 2,000, ხოლო თრომბოციტის __ სულ მცირე 100,000. რეკომენდაციები დოზის დანიშვნისას: მკურნალობის წინ თრომბოციტების რაოდენობა და შესრულების სტატუსი მწვავე მიელოსუპრესიის პროგნოზირების მნიშვნელოვანი ფაქტორებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე უტარდებოდათ მკურნალობა. ქვემოთ ცხრილში მოცემული დოზა ერთჯერადი აგენტისათვის ან კომბინაციური თერაპიისათვის მოდიფიცირებულია საკონტროლი ცდებში ოვარიალური კარცინომათი დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ადრე გადიოდნენ მკურნალობას და რომლებიც არ გადიოდნენ მკურნალობას. სისხლის ანალიზი ტარდებოდა ყოველ კვირა, რეკომენდაციები ემყარება უმცირეს მკურნალობის შემდეგ არსებულ თრომბოციტებისა და ნეიტროფილის მნიშვნელობებს. თრომბოციტები
ნეიტროფილები
დანიშნული დოზა
(წინა კურსიდან)
> 100, 000
> 2,000
125%
50-100,000
500-2,000
არ არის შერჩეული
< 50,000
<500 >500
75%
პროცენტები ეხება კარბოპლატინს, როგორც ერთჯერად აგენტს ან ორივეს კარბოპლატინს და ციკლოფოსფამიდს კომბინაციაში. საკონტროლო კვლევებში, დოზები შეირჩა უფრო დაბალ დონეზე (50-60%) მწვავე მიელოსუპრესიისათვის. ამ კვლევებისათვის არ იყო რეკომენდებული მომატება 125%-ზე ზევით.
ვომასტინი ჩვეულებრივ მიიღება ინფიზიით, რომელიც გრძელდება 15 წუთი ან უფრო მეტი. არ არის საჭირო მკურნალობის წინა ან შემდგომი ჰიდრაცია ან გამოწვეული დიურეზი. პაციენტები დარღვეული თირკმლის ფუნქციით: პაციენტები, რომლებას აღენიშნებატ კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობა 60მლ/წთ-ზე ქვემოთ იმყოფებიან მწვავე ძვლის ტვინის დათრგუნვის მომატებული რისკის ქვეშ. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ერთჯერადი ვომასტინის თერაპია, მწვავე ლეიკოპენიის, ნეიტროპენიის ან თრომბოციტოპენიის შემთხვევები იყო დაახლოებით 25%, როდესაც გამოიყენებოდა ქვემოთ ცხრილში მოცემული ცვლილებები დოზაში. საბაზისო კრეატინინის კლირენსი
რეკომენდებული დოზა 1 დღეს
41-59 მლ/წთ
250მგ/მ2
16-40 მლ/წთ
200მგ/მ2
მონაცემები ავადმყოფებისათვის მწვავე თირკმლის უკმარისობის ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი 15მლ/წთ-ზე ქვევით) ძალზედ შეზღუდულია იმისათვის, რომ დაშვებულ იქნას რეკომენდაციები მკურნალობისათვის. მოცემული რეკომენდაციები ეხება მკურნალობის საწყისს კურსს. შემდგომი დოზები უნდა შეირჩეს პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით ძვლის ტვინის დათრგუნვის ხარისხის საფუძველზე. ფორმულის დოზირება: კარბოპლატინის საწყისი დოზის განსაზღვრისათვის კიდევ ერთი საშუალებაა მათემატიკური ფორმულები, რომლებიც ემყარება პაციენტის ექსკრეციის თირკმლის ფუნქციას ან თირკმლის ფუნქციას და სასურველ თრომბოციტების უდაბლეს ზღვარს. თირკმლის ექსკრეცია არის კარბოპლატინის აღმოფხვრის ძირითადი გზა. დოზირების ფორმულის გამოყენება, სხეულის ზედაპირზე ემპირიული დოზის გამოთვლასთან შედარებით, იძლევა კომპენსაციის საშუალებას სხვადასხვა პაციენტებში მკურნალობის წინა თირკმლის ფუნქციის დროს, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ნაკლები დოზირება (საშუალოზე მაღალი თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში) ან ჭარბი დოზირება (თირკმლის უკმარისობის ფუნქციის დროს). დოზების გამოთვლის მარტივი ფორმულა, რომელიც ემყარება პაციენტის გლომერულარული ფილტრაციის დონეს (GFR მლ/წთ-ში) და კარბოპლატინის სამიზნე უბანს შემოთავაზებულ იქნა კალვერტის მიერ. ამ კვლევებში, GFR იზომებოდა Cr-EDTA კლირენსით. კალვერტის ფორმულა კარბოპლატინის დოზირებისათვის
საერთო დოზა (მგ)=(სამიზნე AUC) X (GFR+25)
შენიშვნა: კალვერტის ფორმულით, კარბოპლატინის საერთო დოზა გამოითვლება მგ-ში, და არა მგ/მ2-ში. 4-6მგ/მლ-ს სამიზნეAAUC ერთჯერადი აგენტის კარბოპლატინით უზრუნველყოფს ყველაზე შესაფერის დოზების რეჟიმს იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე გადიოდნენ მკურნალობას. უკუჩვენებები: კარბოპლატინი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ მწვავე ალერგიული რეაქციები ცისპლატინის ან სხვა პლატინის შემცველი შენაერთების მიმართ.
კარბოპლატინი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე ძვლის ტვინის დეპრესია ან მნიშვნელოვანი სისხლდენა.
გაფრთხილებანი:
ძვლის ტვინის დათრგუნვა (ლეიკოპენია, ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია) დამოკიდებულია დოზაზე, ასევე არის დოზის შემზღუდავი ტოქსიკურობა. კარბოპლატინით მკურნალობისას ხშირად უნდა ჩატარდეს პერიფერიული სისხლის ანალიზები და საჭიროების შემთხვევაში, გამოჯანმრთელებამდე, მედიანური უმცირესი ზღვარი ვლინდება 21-ე დღეს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთ-აგენტიან კარბოპლატინს. ზოგადად, ერთჯერადი პერიოდული კურსები კარბოპლატინისა არ უნდა განმეორდეს, ვიდრე ლეიკოციტების, ნეიტროფილებისა და თრომბოციტების რაოდენობა არ აღდგება.
ვინაიდან ანემია არის კუმულატიური, საჭიროა გადასხმები კარბოპლატინით მკურნალობისას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან ხანგრძლი თერაპიას. ძვლის ტვინის დათრგუნვა მომატებულია იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ თერაპია, განსაკუთრებით, ცისპლატინის რეჟიმში. ტვინის დათრგუნვა ასევე მომატებულია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობის ფუნქცია. ამ პაციენტებში კარბოპლატინის საწყისი დოზები შესაბამისად უნდა შემცირდეს (იხ. დოზირება და მიღების წესი) და სისხლის ანალიზები კურსებს შორის მუდმივად უნდა შემოწმდეს. კარბოპლატინის გამოყენება ძვლის ტვინის სხვა თერაპიებთან კომბინაციაში ფრთხილად უნდა მოხდეს დოზირებისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით, რათა შემცირდეს დამატებითი ეფექტები. კარბოპლატინს გააჩნია შეზღუდული ნეფროტოქსიკური პოტენციალი, მაგრამ მისი ერთდროული გამოყენება ამინოგლიკოზიდებთან იწვევს მომატებულ თირკმლის და/ან აუდიოლოგიურ ტოქსიკურობას, ამიტომ სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც პაციენტი იღებს ორივე პრეპარატს. კლინიკურად მნიშვნელოვანი სმენის დაქვეითება აღინიშნა პედიატრიულ პაციენტებში, როდესაც კარბოპლატინის მიღება ხდებოდა რეკომენდებულზე მაღალი დოზებით სხვა ოტოტოქსიკურ ნივთიერებებთან ერთად. კარბიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ემეზისი, რომელიც უფრო მწვავე შეიძლება იყოს იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ემეტოგენურ თერაპიას. ემეზის გამოვლენა და ინტენსივობა შემცირდა ანტიემეტიკებით პრემედიკაციის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ პერიფერიული ნეიროტოქსიკურობა არ არის ხშირი, შემთხვევების არსებობა იზრდება 65 წელზე ზევით პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ცისპლატინით. ადრე არსებული ცისპლატინით გამოწვეული ნეიროტოქსიკურობა არ უარესდება დაახლოებით 70% პაციენტებში, რომლებიც იღებენ კარბოპლატინს, როგორც მეორად მკურნალობას. მხედველობის დაქვეითება, რომელიც შეიძლება იყოს სრული სინათლისა და ფერების მიმართ, აღინიშნა კარბოპლატინის რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მიღების შემდეგ. მხედველობის აღდგენა ხდება სრულად ან მნიშვნელოვან დონემდე რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც შეწყდება მაღალი დოზების გამოყენება. როგორც სხვა პლატინის კოორდინაციის ნაერთების შემთხვევაში, აღინიშნა ალერგიული რეაქციები კარბოპლატინის მიმართ. ეს რეაქციები გამოვლინდა პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე წუთში და მათი მართვა უნდა მოხდეს შესაბამისი დამხმარე თერაპიით. კარბოპლატინის მაღალმა დოზებმა (რეკომენდებულ დოზაზე ოთხჯერ მეტი) გამოიწვია ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში ცვლილებები. პაციენტებში, რომელბიც გადიან პლატინის თერაპიას, ალერგიული რეაქციების, მათ შორის, ანაფილაქსის, რისკი მომატებულია. კარბოპლატინმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, თუ მას გამოიყენებს ორსული. არ არსებობს შესაბამისი და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში. ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
კარბოპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ნეფროტოქსიკური ნაერთების ეფექტები თირკმელზე. ორსულობა:
კარბოპლატინმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, თუ მას გამოიყენებს ორსული. თუ პრეპარატი გამოიყენება ორსულობისას, ან თუ პაციენტი დაორსულდა კარბოპლატინის მიღებისას, პაციენტს უნდა ეცნობოს იმ პოტენციურ საშიშროებაზე, რაც არსებობს ნაყოფის მიმართ. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას. მეძუძური დედები:
არ არის ცნობილი იმის თაობაზე, კარბოპლატინი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში. ვინაიდან არსებობს ტოქსიკურობის შესაძლებლობა ჩვილებში, რომლებიც იკვებებიან დედის რძით, დედის მიერ კარბოპლატინის მიღებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა. პედიატრიული გამოყენება:
არ არის დადგენილი პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება პედიატრიულ პაციენტებში. უარყოფითი ეფეტები:
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა: ძვლი ტვინის დათრგუნვა არის დოზის შემამცირებელი ტოქსიკურობა. თრომბიციტოპენია თრომბოციტების რაოდენობით 50,000/მმ3-ზე ნაკლები ვლინდება პაციენტთა 25%-ში, ნეიტროპენია გრანულოციტების რაოდენობით 1,000/მმ3- ზე ნაკლები ვლინდება პაციენტთა 16%-ში, ლეიკოპენია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობით 2,000/მმ3- ზე ნაკლები ვლინდება პაციენტთა 15%-ში. დაბალი დონე ძირითადად ვლინდება 21-ე დღეს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთჯერადი აგენტის თერაპიას. 28-ე დღისთვის, პაციენტთა 29%-ს თრომბოციტების რაოდენობა აღენიშნებათ 1,000,000/მმ3-ზე მეტი, 74%-ს აქვს ნეიტროფილების რაოდენობა 2,000/მმ3-ზე მეტი, 67%-ს აქვს ლეიკოციტების რაოდენობა 4,000/მმ3-ზე მეტი. ძვლის ტვინის სუპრესია ჩვეულებრივ უფრო მწვავეა პაციენტებში თირკმლის უკმარისობის ფუნქციით. პაციენტებს ცუდი შესრულების სტატუსით აღენიშნებათ მწვავე ლეიკოპენიისა და თრომბოციტოპენიის შემთხვევები. ანემია ჰემოგლობინით 11გ/დლ-ზე ნაკლები ვლონდება იმ პაციენტთა უმრავლესობაში, რომლებიც იწყებენ თერაპიას მნიშვნელობაზე მაღალი საწყისი დონით. ანემიის გამოვლენა იზრდება კარბოპლატინის მიმართ მომატებული ექსპოზიციით. შეიძლება საჭირო გახდეს გადასხმები. ძვლის ტვინის დეპრესია შეიძლება უფრო მწვავე იყოს, როდესაც კარბოპლატინის მიღება ხდება ძვლის ტვინის დათრგუნვის სხვა მედიკამენტებთან ან რადიოთერაპიასთან. კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა: პირღებინება ვლინდება პაციენტთა დაახლოებით 65%-ში და ამ პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედში პირღებინება მწვავე ხასიათისაა. მხოლოდ გულისრევა ვლინდება ავადმყოფების დამატებით 10-15%-ში. გულისრევა, ისევე როგორც ღებინება წყდება მკურნალობის 24 საათში და ხშირად რეაგირებენ ანტიემეტურ ღონისძიებებზე. ემეზისი გაიზარდა, როდესაც კარბოპლატინის მიღება ხდებოდა სხვა ემეტოგენურ ნაერთებთან კომბინაციაში. სხვა სახის კუჭ-ნაწლავის ეფექტები, რომლებიც ხშირად ვლინდებოდა იყო ტკივილი პაციენტთა 17%-ში, დიარეა 6%-ში და ყაბზობა 6%-ში. ნევროლოგიური ტოქსიკურობა:
პერიფერიული ნეიროპათიები აღინიშნა პაციენტთა 4%-ში, რომლებიც იღებდნენ კარბოპლატინს ზომიერი პარესთეზიაზით. 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში აღინიშნება პერიფერიული ნეიროპათიების მომატებული რისკი. აღინიშნა კლინიკური ოტოტოქსიკურობა და სხვა სენსორული ცვლილებები, როგორიცაა მხედველობის დარღვევა და გემოს ცვლილება. ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები გამოვლინდა ნაკლებ პაციენტებში და ყველაზე ხშირად ისინი უკავშირდება ანტიემეტიკების გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ კარბოპლატინით გამოწვეული პერიფერიული ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების საერთო გამოვლინება დაბალია, ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კუმულაციური ნეიროტოქსიკურობა. ნეფროტოქსიკურობა:
შეცვლილი თირკმლის ფუნქციის ანალიზის განვითარება არ არის გავრცელებული. კრეატინინის კლირენსი არის ყველაზე მგრძნობიარე ღონისძიება თირკმლის ფუნქციისა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კარბოპლატინს და ის არის ყველაზე სასარგებლო ტესტი მედიკამენტის კლირენსისა და ძვლის ტვინის სუპრესიის ურთიერთდაკავშირებისათვის. ჰეპატური ტოქსიკურობა:
შეცვლილი ღვიძლის ფუნქციის ანალიზის შემთხვევები პაციენტებში ნორმალური საწყისი დონის მნიშვნელობებით არის შემდეგი: საერთო ბილირუბინი, 5%, SGOT 15% და ტუტიანი ფოსფატაზა, 24%. აღნიშნული ცვლილებები იყო ზომიერი და შექცევადი ხასიათის შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში. პაციენტთა ძალზედ მცირე ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ კარბოპლატინის მაღალ დოზებს და აუტოლოგურ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, აღინიშნა ღვიძლის ფუნქციის ანალიზების სერიოზული ცვლილებები. ელექტროლიტური ცვლილებები:
უკიდურესად შემცირებული შრატის ელექტროლიტების მნიშვნელობები აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში. ელექტროლიტის დამატება არ ხდება კარბოპლატინთან ერთად. აღნიშნული ელექტროლიტის ცვლილებები იშვიათად უკავშირდება სიმპტომებს. ალერგიული რეაქციები:
ჰიპერსენსიტივობა კარბოპლატინის მიმართ ვითარდება მხოლოდ პაციენტთა მცირე ჯგუფში და მოიცავს გამონაყარს, ჭინჭრის გამონაყარს, ერითემას, ქავილს და იშვიათად ბრონქოსპაზმსა და ჰიპოტენზიას. ამ რეაქციების მართვა წარმატებით შეიძლება სტანდარტული ეპინეფრინით, კორტიკოსტერიოდით და ანტიჰისტამინური თერაპიით. სხვა:
ყველაზე ხშირად ვლინდება ტკივილი და ასთენია. ალოპეკია, კარდიოვასკულარული, რესპირატორული, შარდსასქესო და ლორწოვანი გარსის გვერდითი მოვლენები ვლინდება ზოგიერთ პაციენტში. ჭარბი დოზა:
არ არის ცნობილი ვომასტინის ჭარბი დოზის ანტიდოტის შესახებ. ჭარბი დოზირების მოსალოდნელი გართულებები იქნება მეორეხარისხოვანი ძვლის ტვინის სუპრესიისა და/ან ჰეპატური ტოქსიკურობისათვის. შენახვის წესი:
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
არ გაყინოთ. მოარიდეთ ლითონებთან შეხებას.
ვომასტინი ერთჯერადი დოზის ფლაკონები 15 მლ და 45 მლ. მწარმოებელი:
ხანდელვალ ლაბორატორის
79/87, დ. ლადი, მუმბაი __ 400 033, ინდოეთი.