newhospitals

კაპტოსპესი-H #20ტ

კაპტოსპესი-H #20ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2047ნახვა
[code]

კაპტოსპესი+H
Captospes+H


შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: კაპტოპრილი, ჰიდროქლორთიაზიდი.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინისებური სიმინდის სახამებელი, უწყლო ლაქტოზა, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.
1 აბი შეიცავს 50 მგ კაპტოპრილს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი. აგფ ინჰიბიტორი და თიაზიდური ჯგუფის შარდმდენი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კაპტოპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია იწვევს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების ზრდას, რაც უზრუნველყოფს არტერიული წნევის უფრო ეფექტურ დაქვეითებას, ვიდრე ამას ადგილი აქვს თითოეული მათგანის ცალკე გამოყენების შემთხვევაში.
კაპტოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს, აბლოკირებს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ II-ად, ამცირებს ალდოსტერონის გამოყოფას. მისი მოქმედებით მცირდება სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა, საბოლოოდ კი ადგილი აქვს არტერიული წნევის დაქვეითებას. კაპტოსპესი+H აძლიერებს კორონარულ და თირკმელების სისხლის მიმოქცევას. ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე მცირდება მიოკარდიუმისა და რეზისტენტული არტერიების კედლის ჰიპერტროფია. უმჯობესდება მიოკარდიუმის იშემიურ უბანში სისხლის მიმოქცევა, მცირდება თრომბოციტების აგრეგაცია.
ჰიდროქლორთიაზიდი წარმოადგენს თიაზიდური ჯგუფის შარდმდენ საშუალებას, ამცირებს ნატრიუმის რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟის კორტიკალურ ნაწილში, არ ახდენს გავლენას მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე. ამცირებს ვაზოპრესული ნივთიერებების (ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი) ზემოქმედებას და აძლიერებს ვეგეტატურ კვანძებზე დეპრესორულ მოქმედებას. მცირდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა, რის შედეგადაც ქვეითდება არტერიული წნევა.
კლინიკური კვლევებისას კაპტოპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენების დროს ადგილი აქვს არტერიული წნევის უფრო მნიშვნელოვან შემცირებას, ვიდრე ორივე პრეპარატის ცალ-ცალკე გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პერორალური მიღებისას სწრაფად აბსორბირდება, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა მიღებიდან 1 საათში, პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 60-90 წუთის განმავლობაში. აბსორბირებული დოზის 95%-ზე მეტი გამოიყოფა შარდით 24 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენება:
-ესენციური ჰიპერტენზია
-სხვადასხვა ფორმის არტერიული ჰიპერტენზია
-ჰიპერტონული კრიზი
-ავთვისებიანი ჰიპერტენზია
-გულის ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობა
-გულის ქრონიკული უკმარისობის პროფილაქტიკა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს
-დიაბეტური ნეფროპათია
-აუტოიმუნური ნეფროპათია
-არტერიული ჰიპერტენზია ბრონქული ასთმის მქონე ავადმყოფებსა და მოხუცებში

უკუჩვენება:
პრეპარატში შემავალ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება (ანამნეზში აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე განვითარებული), აორტის სტენოზი, თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი, არტერიული ჰიპოტონია, თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი >30 მლ/წთ), ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
კაპტოსპესი+H არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში, მისი გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია მეორე და მესამე ტრიმესტრში. კაპტოსპესი+H უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში, რადგან პრეპარატში შემავალი ორივე კომპონენტი გადადის დედის რძეში. დედისათვის პრეპარატით მკურნალობის მნიშვნელობით უნდა იქნეს დადგენილი ძუძუთი კვების შეწყვეტის აუცილებლობა.

ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და სხვა სამართავ ტექნიკურ საშუალებებზე:
როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების შემთხვევაში, კაპროსპესი+H –ის მიღება უნდა შემცირდეს მკურნალობის დაწყებისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის კომბინაცია ნიტრატებთან, თიაზიდურ დიურეტიკებთან, ვერაპამილთან, ბეტა ბლოკატორებთან და სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ასევე სამციკლიან ანტიდეპრესანტებთან, აძლიერებს კაპტოსპესი+H ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
კაპტოსპესი+H ამცირებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, ნორეპინეფრინის და ეპინეფრინის მოქმედებას. მისი ერთდროული გამოყენებისას სალიცილატებთან იზრდება ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიური მოქმედება. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ კაპტოსპესი+H-ის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს შრატისმიერი ლითიუმის დონის კონტროლი.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომებია: მომატებული დიურეზი, ელექტროლიტების დისბალანსი, მწვავე ჰიპოტენზია, არითმია, ბრადიკარდია, თირკმლის უკმარისობა. პრეპარატის აბსორბციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, მაადსორბირებელი საშუალებებისა და ნატრიუმის სულფატის მიღება. ჭარბი დოზირების ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:
არტერიული ჰიპოტონია, მშრალი ხველა, თავის ტკივილი, გულისრევა, გამონაყარი კანზე. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ანგიონევროზული შეშუპება.

მიღების წესი და დოზირება:
საწყისი დოზა: 1/2 აბი 2-ჯერ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 აბამდე 2-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.

გამოშვების ფორმა
#20 აბი, კოლოფში 2 ბლისტერი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

გაცემის წესი:
აფთაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
SPECIFAR S.A
1,28 ოქტოვრიუს ქ.12351 აგ. ვარვარა, ათენი, საბერძნეთი
ტელ: +210 54 01 500
ელ-ფოსტა: info@spesifar.gr

[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.