newhospitals

კამელოტი 7.5მგ #20ტ GMP

კამელოტი 7.5მგ #20ტ GMP
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4728ნახვა
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - მელოქსიკამის 7.5 მგ-ს ან 15 მგ-ს.

 

მოქმედების მექანიზმი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორი. ენოლის მჟავას წარმოებული, განეკუთვნება ოქსიკამების ჯგუფს. ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ამასთან, პროსტაგლანდინების სინთეზს თრგუნავს უპირატესად ანთების კერაში, ვიდრე კუჭის ლორწოვანსა და თირკმლებში, რაც განპირობებულია ცოგ-2-ის შერჩევითი ინჰიბირებით.
პერორალური მიღების შემდეგ მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მელოქსიკამის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება. პრეპარატის 7.5 მგ დოზის მიღების შემდეგ ჩმახ მიიღწევა 4-6 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. სინოვიალურ სითხეში მელოქსიკამის კონცენტრაცია პლაზმის კონცენტრაციის 50%-ს შეადგენს. მელოქსიკამი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება არააქტიურ მეტაბოლიტებად. მელოქსიკამის T1/2 20 საათია. იგი ორგანიზმიდან თირკმლების და ნაწლავის გზით თითქმის თანაბარი პროპორციით გამოიყოფა.
ღვიძლის და თირკმლების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობა არსებითად არ მოქმედებს მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.

 

ჩვენება
- სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (ართროზი, ოსტეოართროზი);
- რევმატოიდული ართრიტი;
- მაანკილოზებელი სპონდილიტი.

 

უკუჩვენება
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
- თირკმლების უკმარისობა (ჰემოდიალიზის ჩატარების გარეშე);
- ორსულობა, ლაქტაცია;
- ბავშვთა და 15 წლამდე მოზარდთა ასაკი;
- მელოქსიკამის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ (მათ შორის სალიცილატებისადმი) მაღალი მგრძნობელობა.

 

უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადების, ასევე ანტიკოაგულანტებით მკურნალობის დროს.
პეპტიკური წყლულის გაჩენის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, ასევე კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მელოქსიკამის მიღების შეწყვეტა.
პაციენტებში შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით და დაქვეითებული თირკმლის პერფუზიით, მელოქსიკამმა შესაძლოა თირკმლის უკმარისობის კლინიკური გამოხატულება გამოიწვიოს, რაც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ამ გართულების რისკის ჯგუფის პაციენტებს განეკუთვნებიან პაციენტები დეჰიდრატაციის ნიშნებით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, თირკმლების კლინიკურად გამოხატული დაავადებებით, ასევე, პაციენტები რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და ქირურგიული ოპერაციების შემდგომ აქვთ გაუწყლოვანების ნიშნები.
ღვიძლის ტრანსამინაზების ან სხვა ფუნქციური მაჩვენებლების მყარი და მნიშვნელოვანი მატებისას საჭიროა მელოქსიკამის მოხსნა და შესაბამისი საკონტროლო ტესტების ჩატარება.
მელოქსიკამი სიფრთხილით გამოიყენება ასაკოვან პაციენტებში თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციების დარღვევის მაღალი ალბათობით.
მელოქსიკამის და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენის განვითარების რისკი; ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში - სისხლდენის განვითარების რისკი; მეტოტრექსატთან ერთად - მიელოდეპრესიის გაძლიერება; დიურეზულ საშუალებებთან - თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი; ციკლოსპორინთან - ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
პრეპარატის მიღებისას, გვერდითი მოვლენების სახით თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლინებისას, რეკომენდებულია მანქანის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებისგან დროებით თავის შეკავება.
მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში მელოქსიკამის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
დოზის გადაჭარბების დროს: აღინიშნება აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

მკურნალობა:
კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი და ანტაგონისტი არ არსებობს.

 

დოზირება და მიღების წესი
რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს პრეპარატი ინიშნება დღეში 15 მგ, დადებითი თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება დღეში 7.5 მგ-მდე.
ოსტეოართროზის დროს დღიური დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს, საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 15 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა 15 მგ-ია.
გვერდითი ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 7.5 მგ-ით დღეში.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან რომელთაც უტარდებათ ჰემოდიალიზი პრეპარატი ინიშნება 7.5 მგ/დღეში. თირკმლების ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დაქვეითების დროს (კკ 25 მლ/წთ-ზე მეტი) დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ტაბლეტები ინიშნება ჭამის დროს წყალთან ერთად, დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა, დიარეა, ეზოფაგიტი, სტომატიტი; იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ:
ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

სასუნთქი სისტემის მხრივ:
ბრონქოსპაზმი (პაციენტებში "ასპირინული ტრიადით").

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
არტერიული წნევის მატება, შეშუპება, წამოხურება.

ცნს-ის მხრივ:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ძილიანობა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები.

ალერგიული რეაქციები:
ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

 

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

 

გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 7.5 მგ ან 15 მგ, შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

 

დანიშნულება
ექიმის რეცეპტის გარეშე!

 

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. "ჯი-ემ-პი"

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.