newhospitals

კამელინი-4 #10 სუპოზ

კამელინი-4 #10 სუპოზ
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
24999ნახვა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რექტალურ-ვაგინალური სუპოზიტორიები, 10 სანთელი ერთ შეფუთვაში, 1 სანთელი - 2 გ.
კამელინი M-4 - 0,7 გ, ფუძე ვიტეპსოლი - 1,3 გ.
სამკურნალო საშუალება კამელინი მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან; მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები.
რექტალური, ვაგინალური სანთლები ღია ყავისფერია, 2,0 გ.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.

 

ჩვენებები:
ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, პროქტიტები, სწორი ნაწლავის ნახეთქები. ჰემოროი.

 

მიღების წესი: მოზრდილებში:
1 სანთელი დღეში 1-2-ჯერ რექტალურად ან ვაგინალურად.

 

გვერდითი მოვლენები:
თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

გაფრთხილება:
რექტალური გზით სანთლის ხმარებისას, დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

 

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, გრილ (8-15°С) ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

მწარმოებელი: შ.პ.ს. "კამელინი", საქართველო.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.