newhospitals

კამელინი-3 5% 25გ მალ

კამელინი-3 5% 25გ მალ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6016ნახვა

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო მოყვითალო ფერის, ტუბი 25 გ.
კამელინი M-3 (ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები) - 1,25 მლ
თეთრი ვაზელინი (Vazelinum album) - 23,75 გ.

 

კლინიკურ-ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
"კამელინს" გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტივებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

 

დანიშნულება:
კანის, რბილი ქსოვილების, ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, ფურუნკული, პანარიციუმი, ნაწოლები.

 

გამოყენების წესი:
მალამო თხელ ფენად წაისმევა დაზიანების უბანზე, შესაძლებელია დოლბანდის ნახვევის გაკეთება. მალამოს აპლიკაცია ხდება დღეშ 2-3-ჯერ. მკურნალობის ვადა განისაზღვრება ჩვენებების მიხედვით.

 

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება.

 

წინააღმდეგჩვენებები:
არ არის გამოვლენილი.

 

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

 

მწარმოებელი:
შ.პ.ს. "კამელინი". საქართველო.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.