კალმაბენი (დრაჟეები)
კალმაბენი დრაჟეები აქტიური ნივთიერება: დიპენჰიდრამინ ჰიდროქლორიდი
შემადგენლობა: 1 დრაჟე შეიცავს 50 მგ დიპენჰიდრამინ ჰიდროქლორიდს. [i]სხვა კომპონენტები:[/i] კალციუმის კარბონატი, ცელლაქტოზა, კოპოვიდონი, კროსპოვიდონი, გლიცეროლი, გუმიარაბიკა, ჰიმეტელოზი, მაგნიუმის სტეარატი, მონტანგლიკოლის ცვილი, პოვიდონი, საქაროზა, სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.
პრეპარატის ფორმა: დრაჟეები
შეფუთვის მოცულობა: 10 და 30 დრაჟე
როგორ ზემოქმედებს კალმაბენის დრაჟეები? ფარმაცევტულ-თერაპევტული ჯგუფი და ზემოქმედების ფორმა დიპენჰიდრამინ ჰიდროქლორიდი, კალმაბენის აქტიური ნივთიერება, არის ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება , საძილე საშუალება ძილის დროს დარღვევების სამკურნალოდ.
ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი: ფარმაცევტული ფაბრიკა შპს მონტავიტი, 6060 აბზამი/ტიროლი, ავსტრია
როდის უნდა მიიღოთ კალმაბენის დრაჟეები? გამოყენების სფეროები კალმაბენი არის საძილე საშუალება ჩაძინებისა და ძილის დროს დარღვევების მოკლევადიანი მკურნალობისთვის. მითითება:ძილის ყველა დარღვევა არ საჭიროებს საძილე საშუალების მიღებას. ხშირად ეს არის სხეულის ან სულიერი დაავადების გამოხატულება და შესაძლებელია სხვა ღონისძიებებით და ძირითადი დაავადების მკურნალობის გზით მასზე ზემოქმედების მოხდენა.
უკუჩვენებები: კალმაბენი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში: - დიპენჰიდრამინ ჰიდროქლორიდის, სხვა ანტიჰისტამინურ (ალერგიების სამკურნალო მედიკამენტები) ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ზემგრძნობიარობა, - ასთმის მწვავე შეტევა, - მომატებული თვალის შიდა წნევა, მაგ.: მწვანე ვარსკვლავი, - თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, - გადიდებული პროსტატა შეკავებული შარდის წარმოქმნით, - ეპილეფსია, - თანდაყოლილი გრძელი “Qთ-სინდრომი” (ეკგ-ცვლილება), - გულის რითმის დარღვევა ან გულის მუშაობის შენელება, - იმ მედიკამენტების ერთდროული მიღება, რომელთაც შეუძლია ეკგ-ში “Qთ-ინტერვალის” გახანგრძლივება, მაგ.: გულის რითმის დარღვევის საწინააღმდეგო მედიკამენტები, - კალიუმის ან მაგნიუმის ნაკლებობა, - არსებული ორსულობა და ძუძუთი კვების დროს - ალკოჰოლის გამოყენება ან დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტების მიღება
12 წლამდე ასაკის ბავშვებზე დაუშვებელია კალმაბენის მიღება. ორსულობა და ძუძუთი კვება: კალმაბენის მიღება ორსულებისთვის და მეძუძური ქალებისთვის არ არის ნებადართული. კალმაბენის მიღება დაუშვებელია იმ ქალებისთვის, რომლებიც აპირებენ დაორსულებას, ან ფიქრობენ რომ ორსულად არიან. გთხოვთ რჩევისთვის მიაკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენებისთვის უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებული გამაფრთხილებელი მითითებები კალმაბენის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში - ფილტვების ქრონიკული დაავადებით და სასუნთქი გზების გადაადგილებით და ასთმით, - მუცლის გამოსასვლელი კარის შევიწროება ან მუცლის შესასვლელი კარის ფუნქციის დარღვევა, - ღვიძლის შეზღუდული ფუნქცია.
ყურადღებით: ამ მედიკამენტს შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს რეაქციის უნარზე და სატრანსპორტო საშუალების მართვაზე: კალმაბენი იწვევს ძილს და ამცირებს რეაქციის უნარს, რითაც აქვეითებს მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარს. ის გაძლიერებულად მოქმედებს ალკოჰოლთან ურთიერთქმედებისას. კალმაბენი არ შეიძლება მიღებულ იქნას შუაღამისას, თუკი მომდევნო დილით სრული ყურადღება მოითხოვება. კალმაბენის მიღების შემდეგ არასაკმარისი ძილის შემთხვევაში მოსალოდნელია დილით დაღლილობა. ორსულობის დადგომა უნდა აცნობოთ ექიმს. ჩივილების კვლავ არსებობისას, ან თუ მოსალოდნელი შედეგი არ დადგა კალმაბენის მიღებით, აუცილებელი ექიმის კონსულტაცია. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ალერგიის ტესტის ჩატარების წინ არ მიიღოთ ეს პრეპარატი.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც კალმაბენთან ერთად სხვა მედიკამენტებსაც იღებთ: ცვალებადი ზემოქმედებები კალმაბელს და ზოგიერთ სხვა მედიკამენტს შეუძლია გავლენა მოახდინოს ერთმანეთის ზემოქმედებაზე. სანამ სხვა მედიკამენტს მიიღებთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ. კალმაბენი არ შეიძლება ერთდროულად მიღებულ იქნას იმ მედიკამენტებთან, რომლებიც შეიცავენ დიპენჰიდრამინ ჰიდროქლორიდს, მათ შორის ლოკალური გამოყენების საშუალებებთან. უნდა მოერიდოთ კალმაბენის ერთდროულ მიღებას ალკოჰოლთან ან ალკოჰოლის შემცველ სასმელებთან. ასევე დაუშვებელია დიპენჰიდრამინ ჰიდროქლორიდის და მაო ინჰიბიტორებთან (დეპრესიის სამკურნალო განსაზღვრული მედიკამენტები) ერთდროული მიღება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის ვარდნა და ცენტრალური ნერვული სისტემისა და სუნთქვითი ფუნქციების დარღვევა. უნდა მოერიდოთ ისეთი მედიკამენტების დამატებით მიღებას, რომელსაც შეუძლია ეკგ-ში “QT-ინტერვალის” გახანგრძლივება (მაგ.: გულის რითმის დარღვევების საწინააღმდეგო მედიკამენტები). წნევის დამწევ მედიკამენტებს შეუძლიათ კალმაბენთან ერთად გამოიწვიოს გაძლიერებული დაღლილობა. ერთდროული მიღება კალმაბენისა და - ისეთი მედიკამენტების, რომელიც ათროპინს, პარკინსონის დაავადების (ბიპერიდინი) ან დეპრესიების სამკურნალო საშუალება, შეიცავს, შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ნაწლავის პარალიზება, შარდის შეკავება ან თვალის შიდა წნევის მომატება, - ცენტრალურად მომადუნებელი მედიკამენტების, როგორიცაა საძილე საშუალებები, სანარკოზე საშუალებები, ოპიოიდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ფსიქოტროპული საშუალებების და ალკოჰოლის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეფექტების გაუთვალისწინებელი, ურთიერთსაპირისპირო გაძლიერება. კალმაბენი გავლენას ახდენს რეაქციის უნარზე, მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. ის გაძლიერებულად მოქმედებს ალკოჰოლთან ურთიერთქმედებისას. ალერგიის ტესტებში კალმაბენმა შესაძლოა მცდარი უარყოფითი ტესტის შედეგები აჩვენოს. ამიტომ, მისი მიღება უნდა შეწყდეს ტესტის ჩატარებამდე მინიმუმ 72 საათით ადრე.
დოზირება და მიღების ფორმა: მოზრდილები იღებენ 1 დრაჟეს დაწოლამდე 30 წუთით ადრე საკმარისი ოდენობის უალკოჰოლო სითხესთას ერთად (მაგ.: 1 ჭიქა წყალი). საკმარისი 7-8 საათიანი ძილის ხანგრძლივობა უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, რათა მომდევნო დილით შემცირებულ იქნას რეაქციის უნარზე, განსაკუთრებით მართვის უნარზე, უარყოფითი ზეგავლენის რისკი. კალმაბენის დრაჟეები 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი. არ უნდა იქნას მიღებული 1 დრაჟეზე მეტი, მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე. ძილის ხანგრძლივი დარღვევების შემთხვევაში არაუგვიანეს ორკვირიანი მიღების შემდეგ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და მიღების აუცილებლობა თავიდან უნდა შემოწმდეს.
თუ თქვენ დრაჟე მიიღეთ ზედმეტი ოდენობით: თუ სახეზეა დოზის გადაჭარბების ნიშნები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია შეზღუდული მეხსიერება, შემდგომში შესაძლოა გამოვლინდეს მეხსიერების შეცვლილი მდგომარეობები, ჰალუცინაციები, შიში, აღგზნებადობა, მოუსვენრობა, კრუნჩხვები, სიცხე, კანის სიწითლე და მშრალი ლორწოვანი გარსები, გუგების გაფართოება, გულის რითმის დარღვევები და ტაქიკარდია.
მითითება ექიმისათვის: თერაპიული ღონისძიებები: დიპენჰიდრამინ ჰიდროქლორიდით ინტოქსიკაციის მკურნალობისათვის უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია სიმპტომატური ღონისძიებები, როგორიცაა ხელოვნური სუნთქვა, სითხის ინტრავენური შეყვანა და გარე გაგრილება ჰიპეთერმიისას. უნდა ჩატარდეს კუჭის გამორეცხვა; დიპენჰიდრამინის ანტიქოლინერგიული თვისებებიდან გამომდინარე კუჭის გამორეცხვას შედეგი მოაქვს გადაჭარბებული დოზის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც. სისხლის წნევის დაცემის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ვაზოპრესორები, როგორიცაა ნორადრენალინი ან ფენილეპრინი. თუმცა არ შეიძლება ადრენალინის მიცემა, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის კიდე უფრო პარადოქსული დაწევა. კრუნჩხვები შესაძლებელია გაკონტროლდეს ინტრავენურად დიაზეპამის საშუალებით. არ შეიძლება სტიმულატორების მიცემა! დიპენჰიდრამინ ჰიდროქლორიდით გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში შესაძლოა რამოდენჯერმე მიცემულ იქნას ფიზოსტიგმინი (0,02-0,06მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით ინტრავენურად) როგორც დეტოკსიკაციის საშუალება, თუ ანტიქოლინერგიული სიმპტომები მცირდება. ფიზოსტიგმინის გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია ატროპინი.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატები ზემოქმედებას ახდენს სხეულის ფუნქციებზე ან ცვლის მათ. შემდგომი მიმოხილვა შეიცავს ყველა ამ და მსგავსი მედიკამენტით გამოვლენილ გვერდით მოვლენას, აგრეთვე ისეთს, რაც ძალიან იშვიათად ვლინდება. გვერდითი მოვლენები შეიძლება არ გამოვლინდეს ყველა პაციენტში. ინდივუდუალური მგრძნობელობის მიხედვით ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია ძილის მოგვრა, გაბრუება და კონცენტრაციის დარღვევა მეორე დღეს, განსაკუთრებით ხანმოკლე ძილის შემდეგ, ასევე თავბრუსხვევა და კუნთების მოდუნება. ნაკლებად ხშირი სიმპტომებია პირის, ცხვირის და ხახის სიმშრალე, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ჩივილები (გულის რევა, ღებინება, დიარეა, ყაზბობა, გასტროეზოფაგული რეფლუქსი) და გართულებული შარდვა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ზემგრძნობელობის რეაქციები, სისხლის სურათის ცვლილებები, თვალის შიდა წნევის მომატება ან – განსაკუთრებით ბავშვებში – პარადოქსული (საწინააღმდეგო) რეაქციები ცენტრალური აღგზნებადობის ფორმით, როგორიცაა მოუსვენრობა, გაღიზიანება, ნერვოზულობა, შიშის მდგომარეობები, კანკალი ან უძილობა. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყვიტოთ წამლის მიღება და მიმართოთ ექიმს. კანის ალერგიული რეაქციები და სინათლეზე კანის მომატებული მგრძნობიარობა (თავიდან აიცილეთ მზის პირდაპირი დასხივება!), ასევე ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნებოდა ღვიძლის ფუნქციების დარღვევები (სიყვითლე), ასეთ შემთხვევებში გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს. დიპენჰიდრამინ ჰიდროქლორიდის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ მისი მოულოდნელი შეწყვეტით შესაძლოა დროებით კვლავ გამოვლინდეს უძილობა. ისევე როგორც სხვა საძილე საშუალებების შემთხვევაში, ამ პრეპარატის ხანგრძლივად არასათანადოდ გამოყენების შემდეგ პაციენტი შესაძლებელია მასზე დამოკიდებული გახდეს. გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი თქვენს თავზე შეამჩნევთ გვერდით მოვლენებს, რაც უკავშირდება კალმაბენის დრაჟეების მიღებას, ასევე თუ ეს გვერდითი მოვლენა არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში.
ყურადღება მიაქციეთ შეფუთვაზე აღნიშნულ ვარგისიანობის ვადას: ვადის გასვლის შემდეგ კალმაბენის დრაჟეების მიღება არ შეიძლება. სინათლისაგან დაცვა სავალდებულოა, შეინახეთ კოლოფში ტენისგან დაცულ ადგილზე. გამოყენების ინფორმაციის მდგომარეობა 2003 წლის ივნისი