კალციუმის, მაგნიუმისა და თუთიის კაფსულები
აღწერა:
სამი ძირითადი მინერალის კომბინაცია კომფორტულ, ადვილად გადასაყლაპ კაფსულებში. კალციუმი და მაგნიუმი უზრუნველყოფს კუნთების ნორმალურ მუშაობას და ეხმარება ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების შენარჩუნებაში. მაგნიუმი ასევე უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას, კალციუმი კი ნორმალურ ნეიროტრანსმისიას. თუთია უზრუნველყოფს ჯანმრთელი ძვლების, თმის, ფრჩხილებისა და კანის შენარჩუნებას.
ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ
თითო კაფსულა შეიცავს : %NRV*
კალციუმი 333.3მგ 42%
მაგნიუმი 133,3მგ 36%
თუთია 8,3მგ 83%
*NRV = ეტალონური კვებითი ღირებულება
დამატებითი ინფორმაცია: --
ჩვენი დაპირება:
Holland & Barrett პროდუქტები ექვემდებარება ხარისხის უმკაცრეს კონტროლს. ჩვენი კვებითი დანამატების ხარისხი უმაღლესია დარგში. ამის გარანტიას გაძლევთ!
გამოყენება:
მიიღეთ დღეში ერთი -სამი კაფსულა, სასურველია საკვებთან ერთად. არ გადაამეტოთ დადგენილ დოზას.
შემადგენლობა:
კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის ოქსიდი, სიმინდის სახამებელი, შემავსებელი აგენტი (მიკროკრისტალური ცელულოზა), თუთიი გლუკონატი, მოსაჭიქურებელი ნივთიერებები (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენ გლიკოლი, პოლიდექსტროზა), ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზა, საღებავი (თიამინის დიოქსიდი), შეწებების საწინააღმდეგო აგენტები (მაგნიუმის სტეარატი, მაგნიუმის სილიკატი), კალციუმის გლუკონატი, მაგნიუმის გლუკონატი, თუთიის ციტრატი.
არ შეიცავს:
ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს ან დამატკბობელებს; კონსერვანტებს, არ აქვს დამატებული შაქარი თუ მარილი, არ შეიცავს რძეს, ლაქტოზას, სოიოს, გლუტენს, ხორბალს, საფუარს, თევზისა თუ ღორის პროდუქტებს.
სარეკომენდაციო ინფორმაცია:
საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტებისა თუ ჯანსაღი კვების ნაცვლად. თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, იღებთ წამლებს ან იმყოფებით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გამოიყენოთ, თუ ლუქი სახურავის ქვეშ გატეხილი ან დაკარგულია.
გახსოვდეთ:
ყოველთვის წაიკითხეთ ანოტაცია