კალციმაგი
კალციმაგი CalciMag წამლის ფორმა: გრანულები
შემადგენლობა: გრანულების 5 გ შეიცავს: 3000 სე ერგოკალციფეროლს (ვიტამინი D2); 375 მგ კალციუმის გლუკონატს; 125 მგ კალციუმის და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატს. დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ვანილინი. ფარმაკოლოგიური თვისებები: კალციმაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება რაქიტისა და ოსტეომალაციისმკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ვიტამინი D2 ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან Сa-ის და P-ის აბსორბციასა და ძვლოვანი სისტემის ნორმალურ კალციფიკაციას.კალციუმის ინოციტოჰექსოფოსფატი და მაგნიუმი (ფიტინი) აძლიერებენ ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და ზრდას.პრეპარატის შემადგენლობაში შედის კალციუმის გლუკონატი, რათა ორგანიზმს დამატებით მიეწოდოს Ca-ის იონები.
ჩვენება: ვიტამინ D-ს უკმარისობის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ვიტამინ D-ს უკმარისობით გამოწვეული რაქიტი და ოსტეომალაცია, განპირობებული კვების რეჟიმის დარღვევით ან ინტესტინური მალაბსორბციით. მდგომარეობები რომელთა დროსაც მომატებულია ვიტამინ D-ს მიმართ
მოთხოვნილება: მზის სხივების უკმარისობა (ცუდი მოვლის პირობებში); ჩვილი ბავშვები, რომლებიც ნაკლებად იმყოფებიან სუფთა ჰაერზე; ბავშვები რომლებიც იმყოფებიან ხელოვნურ კვებაზე, რომელთა რაციონშიც აღინიშნება ვიტამინ D-ს დეფიციტი, შავგვრემნებში (რომელთა კანის საფარველი არ ატარებს ულტრაიისფერ სხივებს), მალაბსორბციის სინდრომი, ქრონიკული დიარეა, გასტრექტომია, ცხიმების შეწოვის დარღვევა (სტეატორეა), ვეგეტარიანული დიეტა, მკაცრი დიეტა გახდომის მიზნით, ზოგადი პარენტერული დაავადებები, რომელებიც დაკავშირებულია კვების რეჟიმის დარღვევასთან, სხეულის წონის დაქვეითება, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ტრადიციებთან, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, ბარბიტურატების, ფენიტოინის, ქოლესტირამინის, ქოლესტიპოლის და თხიერი პარაფინის მიღება.
წინააღმდეგჩვენებები: ჰიპერკალცემია, D ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერპარეთირეოიდიზმი.
სიფრთხილეა საჭირო: რაქიტისა და ოსტეომალაციის დროს, რომლებიც დაკავშირებული არ არის კვების დარღვევასთან (მემკვიდრეობითი ფოსფატემია, თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია, მეტაბოლური აციდოზი, ფანკონის სინდრომი) აუცილებელია ერგოკალციფეროლის, კალციფედიოლის ან კალციტრიოლის მაღალი დოზებით მკურნალობა.ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ვიტამინ D-ს მაღალი დოზით მიღება. ლაქტაციის პერიოდში ვიტამინ D-ს მეტაბოლიტები ძალიან მცირე რაოდენობით აღწევენ რძეში. ზოგიერთ ბავშვში აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა ვიტამინ D-ს მიმართ.ჰიპერფოსფატემიის არსებობისას, თუკი ინიშნება ვიტამინი D, მაშინ დამატებით პერორალურად უნდა მიიღონ Al (OH) 3 -ის პრეპარატები _ სისხლის პლაზმაში ფოსფორის დონის ნორმალიზაციისათვის.
მოხმარების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება პერორალურად
გვერდითი მოვლენები: ერგოკალციფეროლის გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია ჰიპერკალცემიასთან, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ვიტამინ D-თი ინტოქსიკაციით. ჰიპერკალცემიის ადრეული გამოვლინებებია _ დიარეა, თავის ტკივილი, ანორექსია, პირის ღრუში ლითონის გემო, გულისრევა, ღებინება, წყურვილი, პირის სიმშრალე, სწრაფი დაღლა, სისუსტე.
გამოშვების ფორმა: 75 გ გრანულები პოლიეთილენის შეფუთვაში.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბნელ, 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: აღნიშნულია შეფუთვაზე. შეფუთვაზე არსებული ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: "ბიოფარმა" (თურქეთი)