კალცემინი #30ტ
კლასიფიკაციის კოდი: BA12AX
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 60 და 120 ც.1 ტაბ.
კალციუმი . . . . . . . . . 250 მგ
ვიტამინი D3. . . . . . . . 50 სე
თუთია . . . . . . . . . . . 2 მგ
სპილენძი . . . . . . . . . . 0.5 მგ
მანგანუმი . . . . . . . . . .0.5 მგ
ბორი . . . . . . . . . . . . 50 მკგ დამხმარე ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აკაცია, მალტოდექსტრინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სოიოს პოლისაქარიდი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სილიკატი, სილიციუმის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, მინერალური ზეთი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფოსფორ-კალციუმის ცვლის მარეგულირებელი საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს კალციუმის ციტრატსა და კარბონატს, ვიტამინ D3-ს, მიკრო- და მაკროელემენტებს. არეგულირებს ფოსფორ-კალციუმის ცვლას, ავსებს მიკროელემენტებისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტს. ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლებისა და სახსრების სისტემის გაძლიერებას. ჩვენებები:
სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა: ხანდაზმულ ადამიანებში, პირებში რომლებსაც აწუხებთ რევმატიული, ენდოკრინული სისტემის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული და პროფესიული დაავადებები და სხვ.; პირებში, რომლებიც ხანგრძლივად სარგებლობენ კორტიკოსტეროიდებითა და იმუნოდეპრესანტებით. მოზარდებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში კალციუმისა და მიკროელემენტების დეფიციტის შესავსებად.დოზირების რეჟიმი მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით თითო ტაბლეტი ორჯერ დღეში ჭამის დროს. 5-დან-12 წლამდე ბავშვებში თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს. გვერდითი მოვლენები:
ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ზომიერი გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, ალერგიული რეაქციები, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.უკუჩვენებებიმომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ჰიპერკალციემია და ჰიპერკაციურია. განსაკუთრებული მითითებები:
დოზა არ უნდა აჭარბებდეს ინსტრუქციაში მითითებულს, ვინაიდან კალციუმის ჭარბად მიღებამ შესაძლოა დათრგუნოს ნაწლავში რკინის, თუთიისა და სხვა აუცილებელი მინერალების შეწოვა. ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ყაბზობა, ღებინება და გულისრევა. ჭარბი დოზის გამოვლინებები მოიცავს ჰიპერკალციემიასა და ჰიპერკალციურიას, რომელიც იწვევს კალციუმის დაგროვებას რბილ ქსოვილებში და გამოუსწორებელ ცვლილებებს თირკმლებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში.შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. აფთიაქიდან გაცემის პირობები:პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
SAGMEL, INC.