newhospitals

კალცემინი

კალცემინი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
24633ნახვა
სავაჭრო დასახელება: კალცემინი.

სამკურნალო ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.

 

აღწერილობა: თეთრი ფერის ოვალური ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაჭდევით, განატეხზე თეთრი ფერის.

 

შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: იონიზირებული კალციუმი (მიღებული კალციუმის ციტრატისგან და კალციუმის კარბონატისგან) 250 მგ, ვიტამინი D3 50 მე, თუთია 2 მგ, სპილენძი 0.5 მგ, მანგანუმი 0.5 მგ, ბორი 50 მკგ. არააქტიური ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინმჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აკაცია, სოიოს პოლისაქარიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ასპარგინის მჟავა, გლიცინი, სილიციუმის დიოქსიდი, ლიმონმჟავა.

 

გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სილიკატი, ტრიაცეტინი, მინერალური ზეთი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მაკრო და მიკროელემენტებს. მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით. ავსებს D3 ვიტამინის, კალციუმის და მიკროელემენტების დეფიციტს, ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას და მკურნალობას, ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს, ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის და პაროდონტის გამაგრებას.

 

გამოყენების ჩვენებები: სხვადასხვა წარმოშობისOოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზრდილებში. მოტეხილობების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობის ვადების შემცირება. კალციუმის, D3 ვიტამინის, მიკროელემენტების დეფიციტის შევსება და მათი შეთვისების ნორმალიზება. ორსულობის და ლაქტაციის პეროდში, ბავშვებში და მოზარდებში მათი ინტენსიური ზრდის პერიოდში, საკვებით არასაკმარისი მიღებისას. ძვალ-ხრტილოვანი ქსოვილის და პაროდონტის მინერალური მხარდაჭერა ბავშვებში და მოზარდებში. 

 

მიღების წესები და დოზირება: 5-12 წლის ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს. მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ ჭამის დროს. ორსულობის მე-20 კვირიდან და ლაქტაციის პერიოდში - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

 

გვერდითი მოქმდება: იშვიათ შემთხვევბში შესაძლებელია გულისრევა და ალერგიული რეაქციები წინასწარგანწყობილ პირებში.

 

უკუჩვეენებები: არ შეიძლება მიღება პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

 

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ყაბზობა, ღებინება და გულისრევა. ასევე შესაძლებელია ჰიპერკალცემიის და ჰიპერკალციურიის განვითარება.
განსაკუთრებული მითითებანი და სიფრთხილის ზომები: დოზა არ უნდა აჭარბებდეს ინსტრუქციაში მითითებულს. კალცემინის მიღება არ ახდენს ზეგავლენას პაციენტის უნარზე შეასრულოს სამუშაო, რომელიც საჭიროებს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

 

ურთიერთქემდება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შარდმდენებთან ერთად მისი გამოყენებისას, მიღების რეჟიმი უნდა შეთანხმდეს ექიმთან. კალციუმის პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიკური ეფექტები, ტეტრაციკლინის აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შეამცირონ ბიფოსფონატების ან ნატრიუმის ფტორიდის აბსორბცია, ამიტომ კალცემინის და აღნიშნული პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი 2 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.

 

შენახვის პირობები: 15-30°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შენახვის ვადა: 3 წელი, არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები 30, 60 და 120 ცალი ფალკონში. ფლაკონი ჩანართთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

 

გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი: საგმელ, ინკი., 1580 საუს მილუოკი ავენიუ, 415, ლიბერტვილ, ილინოის 60048, აშშ. კონტრაქტ ფარმაკალ კორპ., 135 ადამს ავენიუ, ჰოპოგ, ნიუ-იორკი 11788, აშშ.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.