კალანხოეს წვენი 20მლ #10ფლ
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცირებადი სპეციფიკური სუნის მქონე სითხე წვრილი მინარევებით, რომელიც ადვილად იშლება შენჯღრევისას, ღია-ყავისფერიდან ყვითელ შეფერილობამდე, pH3,8-5,0; შემადგენლობა:1 ფლაკონი შეიცავს 9,966 ან 19,932მლ კალანხოეს წვენს;
დამხმარე ნივთიერება: ქლოროფორმი. გამოშვების ფორმა: წვენი ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჭრილობების და წყლულოვანი დაზიანებების სამკურნალო საშუალება. ბიოგენური სტიმულატორი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალანხოეს წვენს იღებენ მცენარე ფრთისებრი კალანხოეს ახალი ყლორტებიდან. იგი შეიცავს ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, მცირე რაოდენობით მთრიმლავ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს (რკინა, მაგნიუმი, ალუმინი, სპილენძი), ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს.
კალანხოესაგან მიღებული პრეპარატები ხასიათდებიან ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ისინი ხელს უწყობენს ჭრილობების და წყლულების სწრაფ გასუფთავებას და ეპითელიზაციას ნეკროზული ქსოვილებისაგან. არ აღიზიანებენ კანს და ლორწოვან გარსებს, ნაკლებად ტოქსიკურნი არიან. გამოყენების ჩვენებები:
კალანხოეს პრეპარატებს იყენებენ ქირურგიულ, სტომატოლოგიურ და მეან-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში.
ქირურგიულ პრაქტიკაში კალანხოეს წვენს იყენებენ ჩირქოვან-ნეკროზული პროცესების, ტერფების ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, დამწვრობების სამკურნალოდ, ამავე დროს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომპლექსში ჭრილობების მოსამზადებლად მათზე მეორადი ნაკერების დადების და კანის გადანერგვის მიზნით.
სტომატოლოგიურ პრაქტიკაში კალანხოეს წვენს იყენებენ გინგივიტების (მწვავე დიფუზური კატარალური გინგივიტი, ჰიპერტროფული კატარალური გინგივიტის ქვემწვავე და ქრონიკული ფორმები), II-III ხარისხის პაროდონტოზის ანთებითი-დისტროფიული ფორმის, მარეციდივირებელი სტომატიტის დროს.
მეან-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში პრეპარატს იყენებენ შორისის ჭრილობების, სამშობიარო ჩახევების, ძუძუს დვრილების ნახეთქების დროს. დოზირება და მიღების წესი:
ქირურგიულ პრაქტიკაში აწარმოებენ კანის დასუფთავებას ჭრილობის ან წყლულის ირგვლივ და მის ზედაპირზე ასხურებენ 1-3მლ კალანხოეს წვენს მცირე დიამეტრის ნემსის მქონე შპრიცის საშუალებით. ჭრილობის ან წყლულის ზედაპირს აფარებენ კალანხოეს წვენში კარგად დასველებულ 4-5 ფენა მარლის საფენს. საფენს ცვლიან ყოველდღიურად პათოლოგიური კერის ნეკროზული მასისაგან გასუფთავებამდე, ხოლო შემდგომ-დღეგამოშვებით. ჭრილობაზე მიწებებული მარლის ფენის მოცილება ხდება წყალბადის ზეჟანგის 3%-იან ხსნარში მისი წინასწარი დასველების შემდეგ. საფენის დღეში ერთხელ მთლიანად გამოცვლის გარდა, შპრიცის საშუალებით კალანხოეს წვენის დიდი რაოდენობით დამატებით ასველებენ მარლის ქვედა ფენებს, ხოლო ზედა ფენებს ამ დროს აცილებენ.
5-7 დღის განმავლობაში ჩირქოვანი გამონადენის არსებობისას სასურველია წვენზე ანტიბიოტიკების (1მლ წვენზე ან ნოვოკაინის ხსნართან მის ნარევზე 10 000სე გადაანგარიშებით) ან სხვა ანტიმიკრობული საშუალებების დამატება, რომელთა შერჩევის დროსაც საჭიროა გათვალისწინებული იქნას ჭრილობის ფლორის ბუნება და მისი მგრძნობელობა. კალანხოეს წვენის გამოყენების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 15-20 დღეს.
ძუძუს დვრილების ნახეთქების დროს ყოველი კვების შემდეგ მათზე საწვეთურის საშუალებით აწვეთებენ კალანხოეს რამოდენიმე წვეთს 4-5 დღის განმავლობაში. შორისის ჭრილობების დროს პრეპარატის გამოყენების წესი იგივეა, რაც ქირურგიულ პრაქტიკაში.
სტომატოლოგიურ პრაქტიკაში წვენს იყენებენ აპლიკაციის სახით (წვენში დასველებული მარლის ან ბამბის საფენები) პათოლოგიური კერების წინასწარი გულმოდგინე დამუშავების შემდეგ. აპლიკაციები კეთდება 3-4-ჯერ დღეში 20 წთ-ის განმავლობაში. მკურნალობის კურსი ძირითადად შეადგენს 8-დან 15 დღემდე. გვერდითი მოვლენები:
კალანხოეს წვენის გამოყენება იშვიათად იწვევს ჭრილობაში ცხელებას. ამ შემთხვევაში საჭიროა წვენის განზავება თანაბარი რაოდენობით 1-2%-იან ნოვოკაინის ხსნარში. წინააღმდეგჩვენება:
დადგენილი არ არის. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კალანხოეს წვენის შემცველი პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან და მკურნალობის მეთოდებთან კომპლექსში (ფიზიოთერაპია, ანტიბიოტიკები და სხვა). ჭარბი დოზირება: დადგენილი არ არის. გამოყენების თავისებურებები:
სტომატოლოგიურ პრაქტიკაში პრეპარატის წვენს გამოყენების წინ აცხელებენ წყლიან აბაზანაზე +37°Cტემპერატურამდე. შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არა უმეტეს 10°Cტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2-წელი შეფუთვა:
10მლ ან 20მლ ფლაკონში. მწარმოებელი და მისი მისამართი:
ბაქტერიული პრეპარატების მწარმოებელი კიევის სახელმწიფო საწარმო "ბიოფარმა"
უკრაინა