ჯუნგლი კიდსი
სამდიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. შემცველობა:
ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატი 1000 სე), ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 30 მგ, ვიტამინი E (დლ-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 5 სე, ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლის სახით) 400 სე, ნიაცინი (ნიაცინამიდი) 10 მგ, ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 0.7 მგ, ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 1 მკგ, ფოლის მჟავა 50.0 მკგ, პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატის სახით) 3.0 მგ, ბიოტინი 20 მკგ, რკინა (რკინის გლუკონატის სახით) 1 მგ, სპილენძი (სპილენძის გლუკონატის სახით) 5 მკგ, იოდი (კალიუმის იოდიდის სახით) 70 მკგ, თუთია (თუთიის გლუკონატის სახით) 0.5 მგ, მაგნიუმი (მაგნიუმის სულფატის სახით) 8 მგ, კალციუმი (კალციუმის ლაქტატის სახით) 10 მგ, ქრომი (ქრომის ქლორიდის სახით) 20 მკგ, სელენი (ნატრიუმის სელენატი) 20 მკგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატის სახით) 1 მგ. არააქტიური ინგრედიენტები: ფრუქტოზა, გლიცერინი, პოლისორბატი 80, საქაროზა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ფორთოხლის არომატოზატორი, ნატრიუმის ედტა, გასუფთავებული წყალი. ჩვენებები:
გაციებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის გაძლიერება; ეკოლოგიური, მათ შორის რადიაციული წარმოშობის, მავნე ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედებისას; საკვები ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის შესავსებლად. მიღების წესი და დოზები:
1-დან 3 წლამდე ბავშვებში 2.5 მლ = 1/2 ჩაის კოვზი ერთხელ დღეში; 3-დან 6 წლამდე ბავშვებში 5 მლ = 1 ჩაის კოვზი ერთხელ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, თუ თქენმა ექიმმა სხვა რამ არ გირჩიათ. გვერდითი მოქმედება:
ვიტამინების რეკომენდებული დოზა ჩვეულებრივ კარგად აიტანება, მაგრამ ზოგჯერ ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა ფაღარათი განუვითარდეს. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების წარმოქმნა. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ბავშვებს, რომლებსაც მიდრეკილება გააჩნიათ ალერგიულ რეაქციებზე სხვა სამკურნალო საშუალებების ან საკვები პროდუქტების მიმართ. არ გამოიყენოთ ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების (განსაკუთრებით ცხიმში ხსნადი) შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. უკუჩვენებები:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ალერგიული რეაქციები); ჰიპერვიტამინოზები A და D; ორგანიზმში რკინის ჭარბად დაგროვება. ზემოქმედება საქმიანობის იმ სახეობათა უნარზე, რომლებიც საჭიროებს დიდ ყურადღებას, სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციების ცნს-ზე ზემოქმედებას არ ახდენს. ჭარბი დოზა ამ ან ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვა. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
უმნიშვნელო. თუ ბავშვი სარგებლობს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებებით, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს. შენახვის პირობები:
მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე 15-დან 250C. შენახვის ვადა:
2 წელი. გამოშვების ფორმა:
სიროფი ფლაკონებში 100 მლ და 150 მლ. აფთიაქიდან გაცემის წესები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. SAGMEL, INC. USA. 1580 South Milwaukee Avenue, Suite 218, Libertyville, IL 60048. Tel.: (847) 247-1102.