ჯუნგლი ბები, წვეთები
სამდიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:პოლივიტამინების კომპლექსი. კოდი ATC: A11BA. შემცველობა: აქტიური ინგრედიენტები:
1 მლ შეიცავს: ვიტამინი A (რეტინოლი პალმიტატის სახით) 900 სე; ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 30 მგ; ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 400 სე; არააქტიური ინგრედიენტები: ლიმონმჟავა, ფრუქტოზა, გლიცერინი, პოლისორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, გემოს დანამატი, გასუფთავებული წყალი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს 3 ვიტამინს. ვიტამინი A - მონაწილეობს ფერის აღქმის, სიბნელესთან ახალშობილის მხედველობის ადაპტაციის პროცესებში. აუცილებელია ქსოვილების ნორმალური რეგენერაციისათვის. უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური და იმუნური დაცვის მაღალ დონეს. ვიტამინი C - აქტიურად მონაწილეობს მჟავა-აღდგენითი პროცესების რეგულირებაში, ნახშირწყლებისა და ბევრი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ცვლაში. უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ გამტარობას. ვიტამინი D3 - აწესრიგებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ჩამოყალიბებაში, ხელს უწყობს რაქიტის ფორმირების პრევენციას. ჩვენებები: დროზე და ნაადრევად გაჩენილი 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. გამოიყენება რაქიტის, ჰიპო- და ავიტამინოზების პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით; ბავშვის ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად გაციებისა და ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, განსაკუთრებით რეგიონებში არასასურველი ეკოლოგიური სიტუაციით. გამოყენების წესი და დოზები:
1 მლ = 1 პიპეტი დღე-ღამეში, ჭამის დროს ან მის შემდეგ, თუ ექიმმა სხვაგვარად არ დანიშნა შეიძლება პრეპარატის შერევა ბავშვის საკვებში და მისი კოვზით მიცემა. ჰიგიენის თვალსაზრისით ბავშვისათვის პიპეტის უშუალოდ პირში ჩადება არ შეიძლება. არ უნდა მოხდეს დღე-ღამის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, თუკი არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები: არ შეიძლება ვიტამინი D-ს სხვა პრეპარატების ერთდროულად მიღება, თუ ექიმის შესაბამისი რეკომენდაცია არ არსებობს. უკუჩვენებები:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ალერგიული რეაქციები). გვერდითი მოქმედება: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების წარმოქმნა. ვიტამინების A, C, D რეკომენდებული დოზა ჩვეულებრივ კარგად აიტანება, მაგრამ ზოგჯერ ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა გამოუვლინდეს კუჭის ფუნქციის დარღვევა. ნებისმიერი ნეგატიური მოვლენის გამოვლენისას ამ ან ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. წამლების ურთიერთქმედება:
უმნიშვნელო. თუ ბავშვი სარგებლოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებებით, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომატური მკურნალობა. ჭარბი დოზის სიმპტომები: ვიტამინი A - ბავშვის მიერ ვიტამინი A-ს ჭარბად, არანაკლებ დაახლოებით 6600 მკგ-ის (რაც 24 მლ ჯუნგლი ბების ექვივალენტურია) ყოველდღე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღება შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობით, დარღვევებით კუჭ-ნაწლავის მხრივ; აისახოს კანზე, ძვლებისა და სახსრების ტკივილებით; შესაძლოა გაიზარდოს ქალაშიდა წნევა; ვიტამინი C - დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა ან კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები; ვიტამინი D3 - ორგანიზმისათვის ჭარბად მიწოდებამ (40 მკგ-ზე მეტი - 4 მლ ჯუნგლე ბების ექვივალენტურია) ყოველდღე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს მადის დაკარგვა, ღებინება, დიარეა ან კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები, კალციუმის მაღალი დონე სისხლში და ზრდის შენელება. შენახვის პირობები:
მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე 15-დან 250C. შენახვის ვადა:
2 წელი. გამოშვების ფორმა:
60 მლ ფლაკონი საზომი პიპეტით, მოთავსებული მუყაოს კოლოფში. აფთიაქიდან გაცემის წესები:
ექიმის რეცეპტის გარეშე. SAGMEL, INC. USA. 1580 South Milwaukee Avenue, Suite 218, Libertyville, IL 60048. Tel.: (847) 247-1102.