newhospitals

ჯოინტრალის გელი

ჯოინტრალის გელი
ანოტაციის მომწოდებელია
0
62
რეკომენდაცია
0შეფასება
68955ნახვა
იბუპროფენის მაქსიმალური პროცენტული შემცველობა 10% მაქსიმალური ეფექტისთვის
ჯოინტრალი  50გ, ტუბი
იბუპროფენის 10 % გელი,
გარეგანი გამოყენების გელი.

 

 

ჩვენება:
სხვადასხვა ეტიოლოგიის ტკივილისა და ანთებითი პროცესების გარეგანი თერაპია:
• რევმატოიდული ართრიტი და პერიართრიტი;
• სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი;
• ნევრალგიები;
• მიალგიები;
• რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი;
• საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმები (მათ შორის სპორტული), დაჟეჟილობები, მყესების და იოგების დაჭიმვა, გაწყვეტა.
• ფსორიაზული ართრიტი;

 

 


გამოყენების წესი და დოზირება:
ჯოინტრალის გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. გელის დაახლოებით 4 სმ-იანი მონაკვეთი დაიტანება კანზე და მსუბუქად შეიზილება 2-4-ჯერ დღეში . მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებსა და თერაპიის ეფექტურობაზე.

 

 


გვერდითი ეფექტები:

ჯოინტრალის გელი იშვიათად იწვევს გვერდით რეაქციებს. 
• გელის დატანის ადგილზე ცალკეულ პაციენტებს ძალიან იშვიათად შეიძლება აღენიშნოთ სიწითლე, ქავილი ან წვის შეგრძნება;

 

 

შენახვის წესი:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

 


რანდომიზირებული კლინიკური კვლევა ადასტურებს, რომ „გარეგანი გამოყენების იბუპროფენის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ექვივალენტურია per.os მიღებული იბუპროფენის (NSAD) თერაპიული ეფექტისა“ (Underwood M, 2008 Queen Mary University of London, UK.)

 

 


მწარმოებელი:

LISAPHARMA S.p.A - იტალია


1.    ფარმაგიდიs სააფთიაქო ქსელი
2.    ჯი პი სი - ს ქსელი
3.    ფარმადეპო - ს ქსელი
ფარმაცევტული კომპანია „გეა“. თბილისი, ვაჟა ფშავეალს გამზირი #6
 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.